x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
როგორ გამოიყურებოდა პირველი ეგზემპლარები ნივთებისა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ
ჩვენ ისე მივეჩვიეთ ნივთებს, რომლებიც გარს გვახვევია, რომ მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია და გვგონია, რომ ისინი ყოველთვის არსებობდნენ. ცხადია, რომ ისინი წლების და ზოგჯერ საუკუნეების წინაც კი ჯერ გამოიგონეს ადამიანებმა, შემდეგ კი შექმნეს.

მოდით, ერთად ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნივთების პირველი ეგზემპლარები.


image


პირველი ციფრული ფოტოკამერა



image


1975 წელს კომპანია Kodak-ის ინჟინერმა სტივენ სასონმა შექმნა პირველი ციფრული აპარატი, დაფუძნებული Fairchild-ის მატრიცაზე. კამერა დაახლოებით 3 კილოგრამს იწონიდა და საშუალებას იძლეოდა 100×100 პიქსელი (0.01, მეგაპიქსელი) ზომის ფოტოსურათები კომპაქტური კასეტის მაგნიტურ ლენტაზე ჩაწერილიყო. ერთი კადრი იწერებოდა 23 წამის განმავლობაში.



პირველი სამედიცინო შპრიცი


image


მიუხედავად იმისა, რომ ვენაში ინექციები ჯერ კიდევ XVII საუკუნეში კეთდებოდა, შპრიცი იმ სახით, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ, გამოიგონეს მხოლოდ 1853 წელს. ის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნეს ექიმმა - ვეტერინარმა ჩარლზ გაბრიელ პრავაზომ და ალექსანდრე ვუდმა. პირველი შპრიცი მზადდებოდა კაუჩუკის ცილინდრისაგან, რომლის შიგნითაც თავსდებოდა კარგად დამუშავებული ტყავის და აზბესტისაგან დამზადებული სარქველი, რომელზეც მაგრდებოდა ლითონის დგუში. ცილინდრის მეორე მხარეზე თავსდებოდა ღრუიანი ნემსი. რადგან ცილინდრი გაუმჭვირვალე იყო, ამიტომ ხაზები წამლის დოზირებისათვის კეთდებოდა არა ცილინდრზე, არამედ დგუშზე.



თანამედროვე ბურთულიანი ავტოკალამი


image


თანამედროვე ბურთულიანი ავტოკალამი გამოიგონა უნგრელმა ჟურნალისტმა ლასლო ბირომ 1931 წელს (გამოგონება დააპატენტეს 1938 წელს). არგენტინაში, სადაც ჟურნალისტი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ასეთ კალმებს "ბირომებს" ეძახიან მისი გამომგონებლის საპატივცემულოდ.



პირველი მიკროტალღური ღუმელი


image


მსოფლიოში პირველი მიკროტალღური ღუმელი გამოუშვა ფირმა Raytheon-მა 1947 წელს და მისი დანიშნულება იყო არა საჭმლის მომზადება, არამედ გაყინული პროდუქტების სწრაფი გადნობა და მას მხოლოდ სამხედროები გამოიყენებდნენ (ჯარისკაცების და სამხედრო ჰოსპიტლების სასადილოებში). მისი სიმაღლე დაახლოებით ადამიანის სიმაღლის ტოლი იყო, მასა-340 კილოგრამი, ხოლო სიმძლავრე - 3 კილოვატი, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება თანამედროვე საყოფაცხოვრებო მიკროტალღური ღუმელების სიმძლავრეს.



დისტანციური მართვის პირველი პულტი


image


პირველი უსადენო დისტანციური პულტი შეიმუშავა ავსტრიული წარმოშობის ამერიკელმა ინჟინერმა რობერტ ადლერმა. პულტი იყო მექანიკური და მასში გამოყენებული იყოი ულტრაბგერები არხებისა და ხმის სარეგულირებლად. როდესაც მომხმარებელი ღილაკს დააწვებოდა, ის წკაპუნებდა და აწვებოდა ფირფიტას. თითოეული ფირფიტა გამოსცემდა სხვადასხვა სიხშირის ხმას და ტელევიზორის სქემა რეაგირებას ახდენდა ამ ხმაზე.



ირველი წებოვანი ლენტა ( სკოჩი)


image


წებოლენტა პირველად გამოიგონა გერმანული ფარმაცევტული კომპანია Байерсдорф АГ-ის აფთიაქარმა ოსკარ ტროპლვიცმა 1901 წელს. თავის გამოგონებას მან ლეიკოპლასტირი უწოდა და მას გამოიყენებდნენ ჭრილობის დაბინძურებისაგან დასაცავად. ლეიკოპლასტირის მასიური წარმოება 1921 წელს დაიწყო. თავდაპირველად წებოვანი იყო მხოლოდ ლენტის კიდეები, რადგან მწარმოებლები წებოს მხოლოდ ლენტის ნაპირებზე უსვამდნენ. სწორედ ამიტომ უწოდეს ამერიკელებმა პირველ წებოლენტას "სკოჩი", რაც შოტლანდიელს ნიშნავდა( ამერიკაში საყოველთაოდ იყო ცნობილი ლეგენდა შოტლანდიელების სიძუნწის შესახებ).



პირველი თანამედროვე საპონი


image


თუ რას წარმოადგენდა საპონი, ეს ჯერ ჯერ კიდევ ძველმა შუმერებმა და ბაბილონელებმა იცოდნენ, მაგრამ თანამედოვე სახით პირველი საპნის წარმოება 1879 წელს დაიწყო კომპანია Procter & Gamble-მა მას შემდეგ, რაც მრავალწლიანი ექსპერიმენტების შედეგად ჯეიმს გემბლმა 1878 წელს ბოლოს და ბოლოს იპოვა თეთრი საპნის სერიული წარმოების მოსახერხებელი ფორმულა. 1879 წლის ოქტომბრის ბოლოს დღის შუქი იხილა საპონმა Ivory Soap, რომელიც 10 ცენტი ღირდა.



პირველი ქიმიური ასანთი


image


პირველი ასანთი 1805 წელს გააკეთა ფრანგმა ქიმიკოსმა ჟან შანსელმა. ეს იყო ხის ღეროები, რომლის ბოლოები დაფარული იყო გოგირდის, ბერთოლეს მარილის და კონცენტრირებული გოგორდმჟავას ნარევით. 1813 წელს დარეგისტრირებული იქნა ქიმიური ასანთის მწარმოებელი პირველი მანუფაქტურა.



პირველი კბილის ჯაგრისი


image


მსოფლიოში პირველი კბილის ჯაგრისი ჯერ კიდევ ძველ ისლამურ სამყაროში გამოიგონეს მრავალი ასეული წლის წინ, მაგრამ ეს სულაც არ იყო ის საგანი, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ. იმ შორეულ ეპოქაში კბილების საწმენდად გამოიყენებდნენ დეზინფექციის თვისებების მქონე მცენარეების ფესვებს.

თანამედროვე კბილის ჯაგრისის პირველი წინაპარი გაჩნდა 1780 წელს და ის გამოიგონა ინგლისელმა უილიამ ედისმა. პირველი პატენტი კბილის ჯაგრისების საწარმოებლად გადაეცა ამერიკელ უოდსვორფს 1850 წელს, თუმცა ამ ნივთის სერიული წარმოება მხოლოდ 1885 წელს დაიწყო. ამ ჯაგრისებს ჰქონდათ ძვლის ტარი და თავად ჯაგრისის ხაო კი დამზადებული იყო ციმბირული ტახის ბეწვისაგან (როგორც შემდგომ გამოირკვა, ეს არცთუ ისე კარგი მასალა იყო, რადგან ის გაშრობას დიდი ხანი უნდებოდა და ჯაგრისზე უამრავი მავნე ბაქტრია რჩებოდა).



პირველი უსაფრთხოების ბალიში


image


ამერიკელმა გამომგონებელმა ალენ ბრიდმა შექმნა ავტომობილების უსაფრთხოების ბალიშების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი-ბურთულიანი სენსორი შესაძლო შეჯახების დასაფიქსირებლად, 1967 წელს მან თავისი გამოგონება კომპანია CRAISLER-ს წარუდგინა. იმ დროის ამერიკელები იშვიათად იყენებდნენ უსაფთხოების ღვედებს და ამ ინოვაციას შეეძლო მგზავრი დაეცვა შეჯახების დროს. მანქანის უსაფრთხოების ბალიშის პირველი ნიმუში სერიულად გამოიყენეს წარმოებაში 1972 წელს, როცა გამოშვებული იქნა ოლდსმობილი Toronado.




პირველი უსაფრთხო სამართებელი


image


კინგ ჟილეტი გახდა პირველი ადამიანი, ვინც 1901 წელს მსოფლიოს უსაფრთხო სამართებელი შესთავაზა. ამის წინაპირობა გახდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პრობლემა, როცა კინგს დაუბლაგვდა სამართებლის პირი. მის გასალესად აუცილებელი იყო საპარიკმახეროში ვიზიტი, რისი დროც ჟილეტს ხშირად არ ჰქონდა ხოლმე. ნოვატორული იდეებით სავსე ჟილეტმა მამაკაცებს სრულიად ახლებური საპარსი სისტემა შესთავაზა. ბასრი პირი მან მოაქცია ორ ფირფიტას შორის იმგვარად, რომ მოჩანდა მხოლოდ მისი ნაპირი, ხოლო ტარი მაგრდებოდა სამართებლის პერპენდიკულარულად. მაგრამ წარმატება კინგთან ერთბაშად როდი მოვიდა.. მას არ ჰქონდა ინჟინრული განათლება და წლები გახდა საჭირო იმისათვის, რომ ეპოვა ინჟინერი, ვინც ასეთ სახიფათო ექსპერიმენტზე დათანხმდებოდა.



პირველი თერმოსი


image


თერმოსი ერთ-ერთი ნივთი როდია, რომლის გამოგონება სულაც არ იყო თვითმიზანი და ის მხოლოდ სხვა ნივთის გამოგონებაზე ჩატარებული ექსპერიმენტის უკუშედეგს წარმოადგენდა. ჯეიმს დიუარი დაკავებული იყო დაწნეხილი გაზების -აზოტის, ჟანგბადის, წყალბადის ხანგრძლივად შენახვის პრობლემით და მან ამ გაზების შესანახად კოლბისმაგვარი ჭურჭელი შექმნა, ხოლო თერმოიზოლაციის მიზნით მისი შიგა ზედაპირი ვერცხლის თხელი ფენით დაფარა. სწორედ ასე შეიქმნა 1898 წელს ჭურჭელი, რომელსაც მადლიერი ქიმიკოსები დღესაც დიაურის კოლბას უწოდებენ. გერმანელი რეინოლდ ბერგერი მიხვდა, რომ ამ გამოგონებისაგან შესაძლებელი იყო კარგი კომერციული სარგებლის ნახვა. 1904 წელს მან დაიწყო ვაკუუმური მათარის გამოშვება, გააუმჯობესა რა დიუარის გამოგონება, მათარა აღჭურვა ჰერმეტული საცობით და ჭიქა-სახურავით. სწორედ ასე გახდა მინის ჭურჭლის მწარმოებელი გერმანელი მეწარმე მსოფლიოში პირველი თერმოსის ავტორი.



პირველი კონსერვები


image


მე-18 საუკუნის ბოლოს კაცობრიობამ, უფრო სწორად კი მისმა ღირსეულმა წარმომადგენელმა ნიკოლა ფრანსუა აპერმა ამოიცნო კონსერვირების საიდუმლო და ამიერიდან პროდუქტების შენახვა გაცილებით უფრო იოლი გახდა. თავდაპირველად ეს იყო მინის ქილები ხილის ჯემებით, ბულიონებით, საუზმით, რომლითაც ნაპოლეონის მთავრობა ამარაგებდა შორეულ ქვეყნებში საომრად წასულ თავის ჯარისკაცებს. აპერმა საკუთარი მაღაზია გახსნა პარიზში, სადაც მყიდველებს სთავაზობდა მინისა და თუნუქის ქილებში დაკონსერვებულ სხვადასხვა საკვებს. მან წიგნიც კი დაწერა კონსერვირების შესახებ.



პირველი პრეზერვატივი


image


იტალიელმა ანატომმა გაბრიელე ფალოპიომ შექმნა მსოფლიოში პირველი პრეზერვატივი-ეს იყო ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული პატარა ტომარა, გაჟღენთილი მარილებითა და ბალახეულობის ნაყენებით. მისი ჩაცმის წინ გენიტალიებზე ზეთს ან ცხოველურ ცხიმს ისვამდნენ. კონტრაცეპციის უძველესი საშუალებების შესახებ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი, აი პრეზერვატივებზე კი საკმაოდ ბევრი მასალის მოძებნა შეიძლება. გასაყიდად პრეზერვატივები პირველად გამოჩნდა 1712 წელს. მოგვიანებით გაჩნდა იდეა მათი წარმოებისა ცხოველური წარმოშობის გარსებისა და აპკებისაგან. ასეთი პრეზერვატივები მხოლოდ მდიდრულ საროსკიპოებში გამოიყენებოდა.



პირველი ელვა-შესაკრავი


image


მსოფლიოში პირველი ელვა-შესაკრავი, რომელიც შემდგომ მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი "ზიპპერის" სახელწოდებით, გამოიგონა და დააპატენტა უიტკ ჯადსონმა 116 წლის წინ. მან ის შექმნა თავისი ავადმყოფი მეგობრისათვის, რომელსაც ძალიან უჭირდა ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. ელვა - შესაკრავის შეკვრა ცალი ხელითაც შესაძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ უხეში იყო და არც ისე მოსახერხებელი.

ელვა-შესაკრავის გაუმჯობესებული მოდელი შექმნა ინჟინერმა გედეონ ზუნდბეკმა 20 წლის შემდეგ და მისცა მას ის სახე, როგორიც დღეს აქვს.

4
971
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
971
  
2015, 28 მარტი, 13:06
გმადლობთ :)
2015, 27 მარტი, 20:47
ტრადიციულად:)
2015, 27 მარტი, 20:12
იმათ ბევრი უწვალიათ და თქვენ კი ბევრი გიშრომიათ. :)
საინტერესო კრებულია.
0 1 4