x
image
worldsport.ge
ჩავი “ალ სადთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

imageAS-ის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას ყატარულ კლუბ “ალ სადში” გააგრძელებს.
“ბლაუგრანას” კაპიტანი ახალ კლუბთან 3+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ანაზღაურება 10 მილიონი ევრო ექნება, ჯამში 30+10 მილიონის გამომუშავების შესაძლებლობა ექნება. “ალ სადში” მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი რაულ გონსალესიც თამაშობდა.
აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ აზიაში ყოფნის პერიოდში ჩავი სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას შეეცდება.
35 წლის მოთამაშეს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. “ბლაუგრანას” აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა მთავარი გუნდის მაისურით დღემდე ჩატარებულ 751 მატჩში 84 გოლი გაიტანა. პრიმერადივიზიონი ჩავიმ 7-ჯერ მოიგო, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგა – 3-ჯერ.
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელმა 133 შეხვედრა ჩაატარა და “ფურია როხას” 12 გატანილი გოლით დაეხმარა, მოიგო ევროპის ჩემპიონატი ორჯერ (2008, 2012) და სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალი (2010).

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0