x
image
worldsport.ge
მესიმ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს

imageარგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ხუთშაბათს, 26 მარტს “ალბისელესტეს” ვარჯიში გამოტოვა და სასტუმროს სპორტულ დარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლა.
როგორც ცნობილია, სამხრეთამერიკელმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მადრიდის “რეალთან” მოგებულ (2:1) პრიმერადივიზიონის მატჩში მიიღო. ეროვნული ნაკრების ექიმთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს და ტრავმა არ აწუხებს.
ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ლიონელ მესი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ ამხანაგურ შეხვედრებს ელ სალვადორისა (29 მარტი) და ეკვადორის (1 აპრილი) წინააღმდეგ.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0