x
image
Ezhichok
ზოდიაქოს ნიშნების პროფესიები და თვისებები

image
ვერძი
: მას უყვარს მბრძანებლობა და სიხარულით იპყრობს მწვერვალებს.
ვერძები, როგორც წესი, კარიერაში მწვერვალებს იპყრობენ. მათ უყვართ უფროსობა და უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან კარგად გამოსდით.
ამ ნიშნის მატარებლებში იშვიათას შეხვდებით ზარმაცებს. ჯერ კიდევ სკოლის მერხთან მჯდომმა ვერძმა ზუსტად იცის ვინ იქნება მომავალში. პასიური სამუშაო ნამდვილად არ არის მათთვის განკუთვნილი. ვერძი უამრავ სფეროში მუშაობს, მათ შორის სამხედრო საქმეში, ქირურგობასაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს, ისევე როგორც იურისტობას და ხელოვნების სფეროს. ვერძებს შორის მრავლადაა მწერლები, ჟურნალისტები, მსახიობები.
ცნობილი ვერძები: ჩარლი ჩაპლინი, ნეონარდო და ვინჩი, ჰანს ქრისტიან ანდერსონი, ჯაკომო კაზანოვა და სხვები.

კურო: ნიჭიერი, მომთმენი და შრომისმოყვარე
ამ ნიშნის წარმომადგენლები შემოქმედებითი და მათემატიკური ნიჭით არიან დაჯილდოებულები. კუროებს შორის, მრავალი მუსიკოსი და მსახიობია, მათ შორის: ელვა ფიცჯერალდი, ჰარი კუპერი, უილიამ შექსპირი, ასევე ფსიქოანალიზის დამფუძნებელი ზიგმუნდ ფროიდი.
ინისი მომთმენები, თეორეტიკოსები და მიზანსწრაფულები არიან, რის გამოც ხშირად აღწევენ სასურველ შედეგს. მათ ასევე კარგად გამოსდით ბიზნესი, უმეტესობა ბანკის სექტორისკენაა მიდრეკილი. სირთულეების არ ეშინიათ, წინ მიიწევენ. ასევე ვაჭრობის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. სტატისტიკურად, მეტწილად მათ მიჰყავთ ეკონომიკური სფერო.

ტყუპები: გამომგონებლები, მხოლოდ საკუთარ თავისუფალ ნებას ჰყვებიან.

ტყუპებისგან არაჩვეულებრივი იუველირები და დანტისტები დგებიან. მათ უხდებათ სამუშაო, რომელიც გონების დაძაბვას, კონცენტრაციას, სწრაფ რეაქციასა და გამომგონებლობას საჭიროებს.
ამასთანავე, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ვერ იტანენ რუტინულ ცხოვრებას. ისინი უბედნიერესები არიან, თუ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება. ტყუპები მიდრეკილნი არიან უცხო ენების, პოეზიისა და ხელოვნებისადმი.
ცნობილი ტყუპები არიან: რუსი პოეტი ა.ს. პუშკინი, მათემატიკოსი რობერტ აუმანი, გერმანელი მწერალი თომას მანი, ესპანური მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - ველასკესი, ფრანგი მხატვარი გოგენი...

კირჩხიბი: შრომისმოყვარე, აკურატული და კარგი პედაგოგი
კირჩხიბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიის არჩევა, რომელიც მას მოსწონს და რომელსაც შეუძლია მიუძღვნას მთელი თავისი ცხოვრება.ისინი ძალიან აკურატულები და შრომისმოყვარეები არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგი კულინარები, დიზაინერები და დეკორატორები არიან. გიჟდებიან ბავშვებთან მუშაობაზე, ამიტომაც არაჩვეულებრივი პედაგოგები არიან. აღსანიშნავია, რომ დიდი წვლილი მიუძღვით ლიტერატურაში, მუსიკაში და ზოგადად, ხელოვნებაში. ამ ნიშნის ქვეშ მრავალი ცნობილი ადამიანია დაბადებული, როგორებიც არიან: ერნესტ ჰემინგუეი, ლიონ ფოიხტვანგერი, მარკ შაგალი და გუსტავმალერი.

ლომი: მე აუცილებლად ლიდერი უნდა ვიყო!

ლომი დაბადებულია იმისთვის, რომ მართოს სხვები. მას არაჩვეულებრივი უნარი აქვს ხალხის მართვის და შეუძლია ბოლო ამოსუნთქვამდე იმუშაოს, რათა ყველგან მოასწროს თავისი უპირატესობის დადასტურება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან: ბილ კლინტონი, ბენიტო მუსლინი, ჰენრი ფორდი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ბერნარდ შოუ, ალფრედ ჰიჩკოკი და სხვები. ლომებს შეუძლიათ ყველა საქმეს მოუძებნონ შემოქმედებითი მიდგომა, ისინი გამოირჩევიან ორიგინალური იდეებით. იქ, სადაც საჭიროა ბნელი საქმეები, თავს არაჩვეულებრივად ართმევენ ლომები.

ქალწული: პუნქტუალური, ანალიტიკური და ყურადღებიანი გამომძიებელი.

ამ ნიშნით დაბადებულებისთვის, დამახასიათებელია ანალიტიკური მიდგომა ყველაფრის მიმართ. ისინი ძალიან პუნქტუალურები არიან, მათ ახასიათებთ საღი აზროვნება, აკურატულობა, კრიტიკულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ყურადღებიანობა და აბსოლიტური სიზუსტით შეუძლიათ საქმის კეთება. ერთი სიტყვით, ქალწულები დაბადებულები არიან მუშაობისთვის. ცნობილი ქალწულებიდან გამოვარჩევდი გენიალურ და ცნობის ბანკირს, ჰენრი ჯორჯ მორგანს, ადამიანს, რომელსაც უწოდებნენ ამერიკის შეერთებული შტატების უგვირგვინო მეფეს.
ქალწულები იჩენენ დიდ ინტერესს კვლევებისა და გამოძიებებისადმი. ასევე უამრავი ცნობილი პოეტი და მწერალია დაბადებული ქალწულის ნიშნის ქვეშ: ლევ ტოლსტოი, იოჰან ვოლფგანგ გოეთე, გენიმორ კუპერი, ო'ჰენრი. ქალწულებისგან ასევე შეიძლება დადგეს არაჩვეულებრივი ექიმი, იურისტი, პედაგოგოი, ფსიქოლოგი, მსახიობი, მომღერალი.

სასწორი: გამოირჩევა სილამაზისადმი სიყვარულით და ჰარმონიისადმი მიზანსწრაფულობით.

მათ შორის, ვინც სასწორის ნიშნის ქვეშაა დაბადებული, უამრავი დიპლომატი, ადვოკატი და თეოლოგია. ისინი ადვილად შედიან ხალხთან კონტაქტში. განსაკუთრებით დამახასიათებელია მათთვის სილამაზის სიყვარული, შესაბამისად ამ ნიშნის ქვეშ უამრავი მსახიობი, ხელოვანი და მწერალია დაბადებული, მაგალითად: უილიამ ფოლკნერი, ბრიჯეტ ბარდო, სარა ბერნარი.

მორიელი: მათ შეუძლიათ ყველაფერი.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს გააჩნიათ პროფესიის ყველაზე ფართო არეალი, თავს ართმევენ ნებისმიერ საქმეს. მათ არ აკნინებთ არანაერი სირთულე. იქ, სადაც საჭიროა წარმოსახვის უნარი, მოთმინება, სიმამაცე სტრატეგიულობა და კარგი მეხსიერება, თქვენ აუცილებლად შეხვდებით მორიელებს. მორიელისგან სეიძლება დადგეს კარგი ფსიქიატრი, ქიმიკოზი, ფიზიკოსი, სპორტსმენი ან ქირურგი. ამასთანავე, ბევრი ღრიანკალია მსახიობი, მწერალი და ხელოვანი: ჯეიმს კუკი, ბილ გეიტსი, ივან ტურგენევი, ლეონარდო დი კაპრიო.

თხის რქა: კონსერვატორი, რომელიც სირთულეებს სძლევს.

ასტროლოგების უმრავლესობა თხის რქას სამართლიანად თვლიან კონსერვატორად, რომელიც იცავს ტრადიციებს და ხელშეკრულებებს. ეს ხალხი, აკურატულები და მონდომებულები არიან, ყველაფერს წესის მიხედვით აკეთებენ და მიზნისკენ მყარი ნაბიჯებით მიდიან.
თხის რქა აღწევს დიდ წარმატებას მეცნიერებაში, ტექნიკასა და არქიტექტურაში. ამ ნიშნის ქვეშ განსაკუთრებით მრავლად არიან დაბადებულები ფიზიკოსები, ქიმიკოსები, მათემატიკოსები და ასტროლოგები, მაგალითად ნიუტონი, ედვარდ ტელლერი. ასევე არიან მსახიობები და მომღერლები: მელ გიბსონი, ელვის პრესლი, ჟერარ დეპარდიე, ადრიანო ჩელენტანო და სხვები.

მერწყული: ტვინიკოსების და გენიოსების ნიშანია.

მერწყულები წარმატებულად ფლობენ ნებისმიერ პროფესიას. ისინი გამომგონებლები არიან, ამასთანავე აქვთ შესანიშნავი გემოვნება. გამორჩეულები არიან პოლიტიკაში, მეცნიერებაში და ყველა პროფესიაში, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მოითხოვს. მათ შორის უამრავი გენიოსია. მერწყული იყო აბრაამ ლინკოლნი, ანდრე მარი ამპერი, ანტონ ჩეხოვი, ჟიულ ვერნი და ვლადიმერ ვისოცკი.

თევზები: შემოქმედებითები და არტისტულები.

თევზების ნიშანი არის ორი თევზი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მიცურავს. ერთი მხრივ, ეს ნატურა პაქტიკული და მიზანსწრაფულია, მეორე მხრივ კი - მეოცნებე და არტისტული. თევზებში ჭარბობენ არტისტული და შემოქმედებითი ადამიანები. მათ საპატიო ადგილი უჭირავთ ხელოვნების ისტორიაში. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული მიქელანჟელო ბუანაროტი, ფრედერიკ შოპენი, ელიზაბეტ ტეილორი.
თევზები არ მიისწრაფვიან ადამიანების კონტროლისკენ, ამიტომ იშვიათად თუ წააწყდებით მათ პრეზიდენტის კაბინეტში... და თუ შეხვდებით, ნამდვილად ვერ მიაწერთ წარმატებულ კარიერას. სამაგიეროდ, თევზებმა მისცეს მსოფლიოს ისეთი ცნობილი მოღვაწეები, რორებიც არიან: ალბერტ ეინშტეინი, იური გაგარინი, ვიქტორ ჰიუგო, ჩაკ ნორისი, კაზიმირ მალევიჩი, სანდრო ბოტიჩელი და სხვები.

0
849
2-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0