x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს"- ინტერნეტით გამოწერილი ამანათის მოლოდინი და რეალობა

დღეს რომ ინტერნეტი ძალზედ მოხმარებადი და შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელი პირობაა, ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება. ის როგორც გასართობ, ასევე დამხმარე და შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. დღეს კი სავაჭრო ინდუსტრიაშიც დიდი როლი უკავია, ვინაიდან ინტერნეტით ტანსაცმელების გამოწერა მეტად აქტუალური გახდა (და არამარტო ტანსაცმელის). გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ "შოფინგის" ეს მეთოდი ძალზედ მოსახერხებელია მათთვის, ვინც ზარმაცობს სავაჭრო ცენტრებში წასვლას, ან თუნდაც არ აქვს ამისათვის დრო. ძირითადად ამ მიზნით აქტიურობენ ჩინური საიტები, თუმცა უკვე მრავლადაა ქართულებიც და სწორედ ასე- სახლიდან გაუსვლელად შეკვეთილ ამანათს ვიღებთ ჩვენი კურიერისგან. თუმცა ამ ყველა სიკეთეს კი უარყოფითი მხარეც გააჩნია, ვინაიდან მოლოდინს ხშირად ვერ ამართლებს რეალობა და ამის მაგალითად უკვე მრავალი ატირებული პატარძალი ვიხილეთ, რომლებიც ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან დღეს ვერ გამოიყურებოდნენ შესაბამისად სწორედ, რომ ინტერნეტით ნაყიდი კაბების გამო. გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ ინტერნეტ-თაღლითების მსხვერპლი ხდება უკვე ყოველი მესამე, ამიტომ ნუ წამოეგებით მარკეტინგულ ხრიკებს, რომლებიც ლამაზ ტანისამოსს გთავაზობენ გასაოცარ ფასებში, ნუ დაზოგავთ დროს და კაპიკებს, რომელიც შემდეგ წყალში ჩაგეყრებათ, გიჯობდეთ პირადად ეწვიოთ სავაჭრო ცენტრებს და მშვიდობაში მოიხმაროთ შეძენილი ყოველი ნივთი და საგანი.


მე კი ისღა დამრჩენია წარმოგიდგინოთ ყველა ის გამწარებული მომხმარებელი, რომელთაც ინტერნეტით შეიძინეს ტანისამოსი, თუმცა მოლოდინი რეალობამ ვერ გაამართლა, თქვენთვის კი წარმოადგენენ ნათელ მაგალითს, რომ არაა სანდო ყველა ინტერნეტ-წყარო, სტატია კი უბრალოდ რჩევათ მიიღეთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

7
380
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
380
  
2015, 25 მარტი, 23:19
საშინელი რეალობაა
2015, 25 მარტი, 22:55
კარგია, ჩემი პირველი და უკანასკნელი იქნება ასე ზარმაცულად რომ ვიყიდე, არ მერჩია გავსულიყავი 9 გაჩერების იქით? :))
2015, 25 მარტი, 22:54
მეც დამემართა მსგავსი რამ, გამოვიწერე სატელიტური ან ტენის მოტ ორი, ინტერნეტ მაღაზიაში მის ანოტაციაზე ეწერა მეტალის კბილანებითააო. დავაზღვიე და ვიყიდე, რომ ჩამოვიდა ვნახე პლასტმასის კბილანებით რომ იყო რის გამოც არ გამომადგებოდა თეფშის დიდი ზომის გამო. მივწერე იმ ინტერნეტმაღაზიას და ვუთხარი" აუცილებლად გიჩივლებთ და ასმაგად ამოვიღებ თანხას მეთქი, უცხოელებზე მსგავსი მიდგომა ჭრის, მოტორი უკანვე დაიბრუნეს და სტრონგის მეტალის კბილებიანი მოტორი გამომიგზავნეს იმავე ფასად. :))
2015, 25 მარტი, 22:44
კი, ჩემი ბრალია, სავაჭრო ცენტრში რომ წავსულიყავი, იქ შევამოწმებდი, სახლში მოტანილზე კი ხელი მოვაწერე და მერე ვნახე, რომ პლასტმასის კბილანებზე მუშაობდა და დიდი დღე არ ეწერა.
2015, 25 მარტი, 22:40
ათასგვარი ნაგავი იყიდება ბრენდული მარკით, უნდა ერკვეოდე მეტნაკლებად-ესაა გამოსავალი.
2015, 25 მარტი, 22:36
მეც მქონდა 2 შემთხვევა. მეუღლეს ავტომობილები ხშირად ჩამოჰყავს და ერთხელ სათადარიგო საბურავი გვიან შენიშნა, რომ არ იდო ავტომობილში, მიბრუნდა უკანვე მალე, თუმცა ტერმინალიდან მოხსნილი და ყველა ხარჯით დაფარული ავტომობილისდა მიუხედავად, იმ საბურავის განბაჟების კიდევ გადაახდევინეს ზედმეტად :( მე კი უხარისხო ეპიალტორი შემომაჩეჩეს სახლში მოტანით და ზუსტად 6 თვეში, არც მეტი და არც ნაკლები გაფუჭდა- გარანტიაც სწორედ ამ ხნით ჰქონდა, დავზოგე ჩემი ჭკუით 25 ლარი და ვიზარალე 59 :((
2015, 25 მარტი, 22:31
სასაცილოა გამომწერისათვის სატირალი რომ არ იყოს, მე რომ ვიწერ რამეს ეგრევე ვაზღვევ.
ერთხელ მოხდა გ ადამზიდავმა კომპანიამ ერთერთი დეტალი ამოიღო და "ყოფა ვუტირე", დეტალიც მოვატანინე და ხელშეკრულების დარღვევის გამო ჩამოტანის თანხაც არ მიმიცია, კი იჯაჯღანეს, მაგრამ უნამუსოებ ს ასე უნდა მოექცე.
0 1 7