x
image
მანჩო 777
სვასტიკა, ვარსკვლავი, სმაილი...-– შოკისმომგვრელი სიმართლე ნიშნებისა და სიმბოლოების შესახებ
ჯვარი, ნახევარმთვარე, ვარსკვლავი, სვასტიკა - ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ეს მხოლოდ ნახატებია - ნიშნები, გარკვეული თანმიმდევრობით ქაღალდზე დატანილი რამოდენიმე შტრიხი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...სინამდვილეში სწორედ ამ ნიშნებისა და სიმბოლოების გამო საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანის სისხლი იღვრებოდა, რადგან სიმბოლო - ნამცეცა გამოსახულებაა უზარმაზარი მოვლენისა, სწრაფი და იოლად გასაგები ხერხია გრძელი და ჩახლართული მოვლენის არსის გამოსახატავად.

მოდით, თვალი გადავავლოთ რამოდენიმე ცნობილ სიმბოლოს და ვნახოთ, თუ რას აღნიშნავს თითოეული მათგანი.


image




ინი და იანი



image


ჩინელებისათვის ოდითგანვე დამახასიათებელი იყო სამყაროს დუალისტური ( გაორებული ) ახსნა. თეთრი იანი მათ წარმოდგენაში აღნიშნავდა დღეს, სინათლეს, მამაკაცურ საწყისს, ჰაერს, ცეცხლს; შავი ინი კი - წყალს, ღამეს, მიწას, ქალურ საწყისს. ითვლებოდა, რომ მთელი სამყარო სწორედ ამ ორი სუბსტანციისაგან შედგება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საზღვრები. თითოეულ ინს გააჩნია მისი საპირისპირო იანი და პირიქით.



ყოვლისმხედველი თვალი


image


ეს არის ძველეგვიპტური სიმბოლო, აღმნიშვნელი იმისა, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს, თუმცა თავად უჩინარია და დამალულია პირამიდის შიგნით. ეს აღმოსავლური სიმბოლო ყოველთვის მიაჩნდათ იდუმალად და ეგზოტიკურად-დიდი ხნის განმავლობაში ის მასონების ძირითად ნიშანს წარმოადგენდა. ამჟამად ყოვლისმხედველი თვალი ყველაზე ხშირად დოლარის კუპიურაზე გვხვდება.



პლიუსი


image


ისევე, როგორც მის ძმა მინუსი, ნიშანი პლიუსი გაჩნდა 1490 წელს. სწორედ ამ წელს გამოვიდა ჩეხი მათემატიკოსის იან ვიდმანის წიგნი " სწრაფი და ლამაზი თვლა", რომელშიც მან შემოგვთავაზა შეკრების და გამოკლების დროს ამ სიმბოლოების გამოყენება. მანამდე ყველა მათემატიკოსი თავისებურად ცდილობდა სიტყვებით აეხსნა, თუ რა უნდა ექნათ რიცხვებისათვის მათ ფორმულებში. გამრავლების და გაყოფის ნიშნები კიდევ უფრო გვიან გაჩნდა და დღემდე ციფრების და სიმბოლოების სამყაროში სრული არეულობაა: გაყოფას გამოსახავენ ორი წერტილით (: ), წერტილი-ტირე-წერტილით, ხშირად კი უბრალოდ დახრილი ხაზით (/) . რაც შეეხება გამრავლების ნიშანს, ამ შემთხვევაში იყენებენ როგოც წრტილს (.), ასევე გადაჯვარედინებულ ხაზებს ( X), მაგრამ მათემატიკოსები ამ სიმბოლოებს ხშირ შემთხვევაში სულაც არ იყენებენ.




ანკჰი


image


ეს არის ეგვიპტური სიმბოლო სამუდამო ცხოვრებისა. ეგვიპტელები იმქვეყნად არცერთ მიცვალებულს არ უშვებდნენ ამ ნიშნის გარეშე - მნიშვნელობა არ ჰქონდა, გამოკვეთილი იყო ის სუფთა ოქროსაგან თუ უბრალოდ ჭვარტლით იყო გამოსახული მიცვალებულის შუბლზე.



პენტაგრამა


image



ამ ნიშნის შექმნაზე პრეტენზიას რამოდენიმე უძველესი ხალხები აცხადებენ-დაწყებული ებრაელებიდან დამთავრებული შუმერებით, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ პენტაგრამა პირველად გამოყენებული იქნა ბერძენი პითაგორეების მიერ (ასე უწოდებდნენ პითაგორას მოსწავლეებს და მის მიმდევრებს). ისინი ამ ნიშანს ხუთი სტიქიის - მიწის, ჰაერის, წყლის, ცეცხლის და ეთერის სიმბოლოდ თვლიდნენ, რომელიც შეკრული იყო წრით, რაც სამყაროს აღნიშნავდა. არაბებმა პენტაგრამას "დავითის ნიშანი" უწოდეს და მას თვლიდნენ ბოროტი სულებისაგან დაცვის ძლიერ საშუალებად, ამიტომ ბოროტი სულების გამოძახებამდე ალქიმიკოსები აუცილებლად ხატავდნენ პენტაგრამას იმ ოთახის კარებზე და იატაკზე, სადაც ეს პროცესი უნდა ჩატარებულიყო. სამწუხაროდ, ეს ნიშანი ყოველთვის როდი ასრულებდა თავის როლს, ხშირ შემთხვევაში "ბოროტი სულები" უბედურ ალქიმოკოსებს ცეცხლისა და ალის სახით უბრუნდებოდათ და წარუმატებელ ექპსერიმენტატორებს საიქიოში ისტუმრებდა ხოლმე.




მარსი


image

პლანეტა მარსის ასტრონომიული სიმბოლო საბოლოო ჯამში მამაკაცის აღმნიშვნელი ნიშანი გახდა. მასში არავითარი მინიშნება არაა მამაკაცის გენიტალიებზე და ნებისმიერი დამთხვევა მხოლოდ შემთხვევითობად შეიძლება ჩავთვალოთ. ეს უბრალოდ პლანეტის აღმნიშვნელი სფეროა შუბით-ომის ღმერთის სიმბოლოთი. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ შუბიც მამაკაცური საწყისის სიმბოლოდ ითვლება.



ვენერა


image


ეს არის პლანეტა ვენერას ასტროლოგიური სიმბოლო, რომელიც ქალის აღმნიშვნელ ნიშნად იქცა. ისევე, როგორც წინა შემეთხვევაში, ეს სიმბოლო სულაც არაა ქალის გენიტალიების აღმნიშვნელი, გაგიკვირდებათ და ის თითოეული ქალისათვის აუცილებელ ატრიბუტს-სარკეს გამოხატავს. უკანასკნელ წლებში ასტროლოგიით გატაცებული დიზაინერები ამ ნიშანს ქალთა ტუალეტის კარებზე ჰკიდებენ.



ძახილის ნიშანი


image


როცა ლათინურ ტექტში ავტორს სურდა რაიმე მოვლენით აღფრთოვანება ან სიხარული გამოეხატა, ის წერდა სიტყვას «Io», რაც ქართულად დაახლოებით "ვაშას" ნიშნავს. სიცოცხლისმოყვარული რომაელი მწერლები აღფრთოვანებას საკმაოდ ხშირად გამოხატავდნენ, ამიტომ შუა საუკუნეების ეკონომიის მოყვარულმა გადამწერლებმა მოიფიქრეს შემდეგი ეშმაკობა: ისინი ასო «о»-ს «I»- ს ქვევით წერდნენ და ამ ხერხით საკმაოდ დიდი რაოდენობის პერგამენტის ეკონომიას აკეთებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ასო «о» თანდათან დაპატარავდა და საბოლოო ჯამში წერტილად იქცა.



კითხვის ნიშანი


image


ზუსტად იგივე ისტორიაა, რაც ძახილის ნიშანთანაა დაკავშირებული: ლათინურ ტექსტში კითხვა გადმოიცემოდა სიტყვით «Quaestio», რომელიც წინადადების ბოლოს იწერებოდა. გადამწერლებმა პერგამენტის ეკონომიის მიზნით ეს სიტყვა «Qo»-მდე შეამცირეს, საბოლო ჯამში კი სიმბოლო დღევანდელ კითხვის ნიშნად იქცა.



ურობოროსი


image


ნახეთ, რა სიამოვნებით მიირთმევს ეს გველი თავის კუდს და არა იმიტომ, რომ ის ძალიან გემრიელია, არამედ იმისათვის, რომ თუ ეს რეპტილია ამას აღარ გააკეთებს, მაშინ დრო გაჩერდება და სამყაროც შეწყვეტს არსებობას. ურობოროსი სწორედ რომ დროის უწყვეტ განმეორებადობას აღნიშნავს. ეს სიმბოლო ძველმა ბერძნებმა მოიგონეს. თავდაპირველად მათემატიკოსებსაც კი უნდოდათ ის უსასრულობის სიმბოლოდ გამოეყენებინათ, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გადაბრუნებული რვიანის წერა გაცილებით უფრო იოლი იყო.



ფიალა გველით


image


რომ ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ საიდან გაჩნდა აფთიაქებისა და მედიცინის აღმნიშვნელი ეს სიმბოლო, ათი ადამიანიდან ცხრა გვიპასუხებს: - ეს ნიშნავს იმას, რომ გველის შხამისაგან ბევრ სასარგებლო წამალს აკეთებენ. მხოლოდ ერთეულებმა შეიძლება იცოდნენ, რომ ეს არის აღმნიშვნელი ნიშანი ქალღმერთ ჰიჰიენისა, რომელიც მედიცინის ღმერთის ასკლეპიას (ესკულაპის) ქალიშვილი იყო. ცნობილია, რომ ასკლეპიას მუდმივად თან ახლდა სიბრძნით აღსავსე ორი გველი, რომელთაც ჰიჰიენა ფილაში ჩასხმული რძით კვებავდა.



ძაღლუკა


image


თანამედროვეობის ეს უმნიშვნელოვანესი სიმბოლო სინამდვილეში ლამის მამონტების თანატოლია. ყოველ შემთხვევაში, ის პირველად XIV-XV საუკუნეების ლათინურ ხელნაწერებში გამოჩნდა. იმდროინდელი გადამწერლები, როგორც უკვე ავღნიშნეთ, პერგამენტის თითოეულ დუიმს უფრთხილდებოდნენ და ყოველნაირ საშუალებას მიმართავდნენ ტექსტების შესამოკლებლად. მაგალითად, თანდებულის ad ( ზე) დასაწერად მათ ერთმანეთს გადააბეს ეს ორი ასო და მიიღეს @. ამის შემდეგ ნიშანმა მოასწრო ყოფილიყო ბუღალტრული სიმბოლო, აღნიშნავდა რა საქონლის ფასს, ხოლო 1972 წელს ამერიკული კომპანიის BBN Technology-ის სპეციალისტმა რეი ტომლინსონმა მოიფიქრა გამოეყენებინათ ის საფოსტო ყუთის მისამართად. დღესდღეობით ნიშანი @ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად სიმბოლოდ ითვლება.



პაციფიკი


image


ეს სიმბოლო 1958 წ ელს მოიფიქრა ბრიტანელმა დიზაინერმა ჯერალდ ჰოლტმა და სურათი ყველას ძალიან მოეწონა. თითოეული მასში ხედავს იმას, რაც სურს: ქრიტიანულ ჯვარს, მშვიდობის მტრედს, ბირთვული რაკეტის სილუეტს..თუმცა თავად ჰოლტმა ამ სიმბოლოთი გამოსახა აბრევიატურა სიტყვისა «nuclear disarmament"( N и D), რაც "ბირთვულ განიარაღებას" ნიშნავს.



სვასტიკა


image


ჯვარი მოხრილი ბოლოებით, რომელიც ბრუნვის დროს მოელვარე წრეს ქმნიდა, ძველ ინდოელებს უქმნიდა ისეთ წარმოდგენას, რომ ზუსტად ასე მოძრაობდა მზე. ინდოეთში სად აღარ ნახავთ სვასტიკას - ტაძრებზე, საქორწინო ტანისამოსზე და მანქანის საქარე მინებზეც კი. ინდოელებს სწამთ, რომ სვასტიკა დაიცავთ უბედურებისაგან, ნაადრევი სიკვდილისაგან და მოუტანთ დღეგრძელობასა და ბედნიერებას.



შებრუნებული სვასტიკა


image



ჰიტლერელების პიარ-ჯგუფმა აიტაცა ეს უძველესი მზის ნიშანი ინდური სიმბოლიკიდან, რომ კიდევ ერთხელ გაესვათ ხაზი თავიანთი არიული წარმოშობისათვის. შებრუნებული ის სრულიად უბრალო შემთხვევის გამო გახდა: მხატვარს ზუსტად არ ახსოვდა, თუ რომელ მხარეს ჰქონდა მოხრილი ბოლოები ამ ნიშანს. ასე გახდა მხიარული მზის ნიშანი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სიმბოლო, სიცოცხლის მაგივრად სიკვდილის აღმნიშვნელი. დღეისათვის ევროპის ბევრს ქვეყანაში სვასტიკის გამოყენება აკრძალულია, გარდა ფილმებისა და წიგნებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს ეხება.



გული


image

საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ გულის სიმბოლოს სასიყვარულო წერილებში ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები გამოიყენებდნენ, მაგრამ ის, რომ ამ სიმბოლოში ისინი გულს სულაც არ გულისხმობდნენ - ნაკლებადაა ცნობილი. სინამდვილეში ამ სიმბოლოს გული უწოდეს შუა საუკუნეების ქრისტიანებმა, ხოლო ანატომიის საკმაოდ კარგად მცოდნე ბერძნებმა მშვენივრად იცოდენ, რომ ადამიანის ორგანო - გული ასე სულაც არ გამოიყურება. ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ძველი ბერძნები და რომაელები ამ სიმბოლოში გულისხმობდნენ ერეგირებული პენისის თავს-ობიექტს, რომელიც ზუსტად გამოხატავდა ღრმა სიმპათიას იმ ქალის მიმართ, ვისაც წერილს წერდნენ. ამბობენ, რომ ამ ფაქტის გასაჯაროებას ერიდებიან იმ მოტივით, რომ არ ჩავარდეს გულის სიმბოლიკიანი ნივთების გაყიდვა, განსაკუთრებით წმინდა ვალენტინის დღეს.



სმაილი


image

სარეკლამო სიმბოლო, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში მოიფიქრა მხატვარმა ჰარვი ბოლმა კლიენტი ფირმისათვის, მაშინათვე აიტაცეს ჰიპებმა. ის მათი საიდუმლო ნიშანი გახდა, მაჩვენებელი იმისა, რომ სადღაც ახლოს ნარკოტიკის ყიდვა შეიძლება. როდესაც პოლიცია მიხვდა ჰიპების ეშმაკობას და გამოააშკარავეს უამრავი ნარკორეალიზატორი, ჰიპებმა მათ ჯიბრზე დაიწყეს ნიშნის დახატვა ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ: ბოძებზე, კედლებზე, მანქანებზე, ხეებზე, ზურგჩანთებზე...ასე გახდა სმაილი კონტრკულტურის მაჩვენებელი. დაიპყრო რა ინტერნეტი, სმაილმა დაკარგა წინანდელი კრიმინალური მნიშვნელობა და უბრალოდ ღიმილის აღმნიშვნელი სიმბოლო გახდა.

14
1318
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1318
  
2015, 13 მაისი, 14:43
ეგ ვერსია მეც მსმენია :)
2015, 13 მაისი, 2:27
Gulze gamigia ro berdznebi siyvarulis simbolod dundulebs tvlidnen da guli ubralod amobrunebuli da saxecvlili variantia misi. Saintereso statiaa.
2015, 1 აპრილი, 13:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 31 მარტი, 16:23
არა ვნახო აბა,ესეც ახლა ვიპოვე :)
2015, 31 მარტი, 16:22
მადლობა, ინ:*
განდეგილებზე ნახე სტატია, ვიცი, შენ ,მოგეწონება :)
2015, 31 მარტი, 16:20
რა კაი იყო
2015, 26 მარტი, 18:10
საძაგელო :::::::::(
2015, 26 მარტი, 18:09
კაი ახლა ფრთები ა გამოგესხას და მანია ველიჩიამ არ შეგიპყროს...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10