x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ცნობილი ლამაზმანების უსიმპატიურო მეუღლეები - სიყვარული ბრმაა 2
1. მსახიობი სელმა ჰეიკი (Salma Hayek) ფრანგი მულტიმილიონერის, ფრანსუა პინოსგან
(François Pinault) ცოლობაზე წინადადებას მთელი 5 წელიწადი ელოდა. მით უმეტეს, რომ წყვილს უკვე ჰყავდა საერთო ქალიშვილი, ვალენტინა. ბოლოს,
2009 წელს, ისინი ვენეციაში დაქორწინდნენ.

imageimage

2. 2009 წლის ივლისში საზოგადოება გააოცა კომედიური ჟანრის მსახიობის, ანა ფერისისა (Anna Faris) და ასევე მსახიობ კრის პრეტის (Chris Pratt) მოულოდნელმა ქორწინებამ. მათ ერთმანეთი 2007 წელს, ფილმის გადაღებაზე გაიცნეს, 2012-ში კი საერთო ვაჟი, ჯეკი შეეძინათ.
"კრისი შესანიშნავი ბიჭია, მასთან უბრალოდ ბედნიერი ვარ" - აღიარებს ანა.
imageimageimage
3. კანადელი მსახიობი და მოდელი მალინ აკერმანი (Malin Akerman) უკვე 6 წელია ქორწინებაში იმყოფება იტალიელ მუსიკოსთან, რობერტო ცინკონესთან (Roberto Zincone). 2013 წელს მათ ვაჟიშვილი, სებასტიანი შეეძინათ.

imageimageimage

4. 1989 წელს ჩეხმა ტოპ-მოდელმა, პოლინა პორიზკოვამ (Paulina Porizkova) ცხოვრება დაუკავშირა ჯგუფ «The Cars»-ის სოლისტს, რიკ ოკეისეკს (Ric Ocasek). ახლა წყვილს უკვე ორი ვაჟი ჰყავს და ერთი დღითაც არ სცილდებიან ერთმანეთს.

imageimage

5. ავსტრალიელი მოდელი, კრისტი ჰინზი (Kristy
Hinze) 2009 წელს ცოლად გაჰყვა კორპორაცია Netscape Communications-ის დამფუძნებელს, 65-წლის მილიარდელს ჯეიმს კლარკს. ამის გამო ჰინზს Victoria`s Secret-ის ყველაზე გაყიდვად ანგელოზად მოიხსენიებენ. მიუხედავად საზოგადოების მხრიდან კრიტიკისა, კრისტი ყველა ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ძალიან უყვარს მეუღლე. ქორწინებიდან მე-2 წელს წყვილს ქალიშვილი, დილანი შეეძინა, რომელიც ორივესთვის პირველი შვილია.
imageimage

6. კიდევ ერთ არასტანდარტულ წყვილს წარმოადგენს მოდელი მარისა მილერი (Marisa Miller) და მუსიკალური პროდიუსერი გრიფინ გესი (Griffin Guess), რომლებიც ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლიდან. პოდიუმის ვარსკვლავი და Victoria`s Secret-ის ექს-ანგელოზი აცხადებს, რომ ძალიან ბედნიერია და არაფრის შეცვლა არ სურს თავის მეუღლეში. 2012 წლის დეკემბერში მარისა და გრიფინი ვაჟის, გეივინის მშობლები გახდნენ.
imageimageimage

7.1995 წელს, სუპერმოდელი და მსახიობი სტეფანი სეიმური (Stephanie Seymour) ცოლად გაჰყვა მომავალ მილიონერს პიტერ ბრანტს (Peter Brant). მართალია, მათი ოჯახური თანაცხოვრება დატვირთული იყო სკანდალებით და 2010 წელს დაშორებაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა და სტეფანიმ და პიტერმა ოჯახი შეინარჩუნეს.

image

8. ჰოლანდიელი ტოპ-მოდელი ლარა სტოუნი (Lara Stone) 2010 წლიდან ცოლად ჰყავს ბრიტანელ შოუმენს დევიდ უილიამსს (David Walliams), რომელსაც ქორწილამდე 5 თვის მანძილზე ხვდებოდა. 2013 წელს მათ ვაჟიშვილი შეეძინათ. "ეს ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ ქორწილმა გამაბედნიერა. ახლა თავს დაცულად ვგრძნობ, ქორწინებაში ყოფნა ძალიან ამშვიდებს" - აცხადებს მოდელი.

imageimageimage

9. 1997 წელს მსახიობმა კეიტ ბლანშეტმა (Cate Blanchett) გაიცნო სცენარისტი და მონტაჟის რედაქტორი ენდრიუ აპტონი (Andrew Upton). მათ იმავე წელს იქორწინეს. აპტონთან ქორწინებაში მსახიობს სამი ვაჟი შეეძინა.
imageimageimage

10. ბიონსემ (Beyoncé) და რეპერი Jay-Z 2002 წლიდან ერთმანეთს ხვდებოდნენ. 2008 წელს მათ საიდუმლოდ იქორწინეს. 2012 წელს კი მომღერალს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ბლიუ აივი კარტერი დაარქვეს.
imageimageimage
11. მხოლოდ ერთ წელს გასტანა დიტა ფონ ტისისა (Dita von Teese) და მერლინ მენსონის (Marilyn Manson) ქორწინებამ. დღეს ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
imageimage
12. მსახიობ ჯულია რობერტსისა (Julia Roberts) და ქანთრი-მომღერლის, ლაილ ლოვეტის (Lyle Lovett) ქორწილმა, რომელიც 1993 წელს შედგა, ორ წელზე ნაკლები გასტანა. ბევრს უკვირდა, რით მოხიბლა იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი არც თუ ისე სიმპატიურმა მომღერალმა.
imageimage
13. 7 წელი (2005 -2012 წწ) გასტანა სუპერმოდელის, ჰაიდი კლუმისა (Heidi Klum) და მომღერალ სილის (Seal), ქორწინებამ. ისინი ერთად ზრდიდნენ სამ საერთო შვილსა და ჰაიდის გოგონას. აღსანიშნავია, რომ დაშორებიდან დიდი ხნის მანძილზე სილი მაინც არ იხსნიდა საქორწილო ბეჭედს, რადგან, როგორც თავად ამბობდა, ისევ უყვარდა ყოფილი მეუღლე.



imageimage

2
1498
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1498
  
2015, 26 მარტი, 11:02
კაი იყო G-G
2015, 25 მარტი, 20:00
5 წყვილს რას ერჩოდნენ :)) უბრალოდ ასაკობრივი სხვაობაა :)) ჯეი-ზი კი ტიპიური ზანგია :))
0 1 2