x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 აუცილებელი რჩევა წარსულიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად
image


კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ბიზნეს-იდეა კოლოსალურ თანხებს უკავშირდება, უფრო გარკვევით კი უფულო ჭკვიანს შეუძლია მიყიდოს იდეა მდიდარ ბიზნესმენს, რომელიც მას თავისი ფინანსური შესაძლებლობებით განახორციელებს და შემოსავლის წყაროდ აქცევს. დღევანდელი გადმოსახედით თუ ვიმსჯელებთ, იმდენად განვითარდა და დაიხვეწა ირგვლივ ყველაფერი, გონებას თუ დავძაბავთ, თავად მივაგნებთ ამა თუ იმ სიტუაციის ალტერნატიულ გზას, თუმცა წარსულში სულ სხვაგვარად იყო საქმე. კეძოდ, 1880 წელს თამბაქოს კოლოფზე მისმა მწარმოებელმა დაიწყო ბეჭვდა "ლაიფხაკების"- დაწვრილებით შესწავლა მათი არასანქცირებული ან გაუთვალისწინებელი გამოყენებისათვის; ხშირად ეს მოქმედება გამართლებულია "მაღალი" მიზნებით, მაგალითად, "ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების უზრუნველყოფა". შემდგომ კი ამ წარწერებს დაემატა ცნობადი სახეების ჯგუფური ფოტოები, რათა პროდუქცია უფრო კომფორტული და რეალიზებადი გაეხადათ მოსახმარად. მოგვიანებით კი, 1940 წლიდან ეს ბარათები იყიდებოდა დიდ ფულად. მაგალითად 2007 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ბარათის თანხის ოდენობა 2.8 მილიონი $ იყო.


1910 წელს შპს Gallaher-მა და Imperial Tobacco-მ ლონდონსა და ბელფასტში დაბეჭდა და გამოაქვეყნა ბარათების სერია- "ცნობარი", სადაც ასწავლიდნენ მღელვარე ნაკადის გადალახვიდან დაწყებული, ცოფიანი ძაღლისგან თავის დაღწევით დამთავრებული-გამოსავალ გზებს.


დღევანდელ სტატიაში კი მინდა სწორედ ის 10 აუცილებელი რჩევა გაგანდოთ წარსულიდან, რომელთა ცოდნა დღესაც აუცილებლად გამოგადგებათ.




1. როგორ მოვიქცეთ უეცარი ხანძრის დროს?


აიღეთ 500 გრამი მარილი, 250 გრამი ამიაკი და გახსენით 2 ლიტრ წყალში, ჩაასხით შუშის ბოთლებში და ისროლეთ ხანძარში, ის უთუოდ ჩაქრება.

image





2. როგორ ამოვიღოთ ხელიდან ხიჭვი?


აიღეთ განიერ ყელიანი ჭურჭელი, ჩაასხით ცხელი წყალი და დააფარეთ ხიჭვიანი ადგილი მჭიდროდ. ვაკუმის სისტემა დაიწყებს ხელის შეწოვას და გამოაძევებს ხიჭვს კანიდან.

image




3. როგორ დავაკონსერვოდ კვერცხი?


ავიღოთ კვერცხი (კვერცხები) და მოვათავსოდ ჭურჭელში, რომელიც იქნება სავსე მარილით. ამგვარი მეთოდით კვერცხი გაძლებს იმაზე მეტხანს, ვიდრე ისე, უბრალოდ იმის გათვალისწინება გმართებთ, რომ კვერცხი ბოლომდე მარილში უნდა იყოს და არ შეეპაროს ჰაერი.

image



4. როგორ მოვჭრათ ხე?


ხის მოჭრისას თუ გაითვალისწინებთ, რომ ის გახერხოთ ორივე მხრიდან და ერთი ნახერხი გაუკეთოთ ზევით, მეორე კი ქვევით, აუცილებლად იქით დაეცემა, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

image




5. როგორ დავიცვათ თავი ცოფიანი ძაღლისგან?


თუ შემთხვევით გადაეყარეთ ცოფიან ძაღლს და თან იქონიებთ ჯოხს, დაიკავეთ იგი ჰორიზონტალურად ძაღლის პირისპირ, ვინაიდან სანამ ძაღლი თქვენს კბენას შეძლებს, შეეცდება ეს დაბრკოლებითი ბარიერი-ჯოხი მოიგერიოს, ამასობაში კი შეძლებთ მის დაპანღურებას და თავის დაღწევას.

image




6. როგორ მოვრწყათ ქოთნის მცენარე, თუ სახლში არ ვართ?


თუ აპირებთ შვებულებაში წასვლას და გედარდებათ თქვენი ქოთნის მცენარე, ამის მარტივი გამოსავალიც არსებობს თუ როგორ მორწყათ იგი. აიღეთ სამიდან ექვსამდე ბამბის ქსოვილის ძაფი და შეაერთეთ, რათა სქელი მაქმანი (შნურუკი) მიიღოთ, მცენარის ქოთნების ზემოთ მოათავსეთ წყლით სავსე თასი, ძაფის ერთი ბოლო ჩაუშვით ამ წყლიან თასში, მეორე ბოლო კი მცენარის ქოთანში. თქვენი არყოფნის პერიოდში ის თავად მოირწყვება და შვებულებაც უდარდელად ჩაივლის.

image




7. როგორ ავანთოთ ასანთი ქარში?


დამეთანხმებით ქარში შეუძლებელია აანთოთ ასანთი, წარსულიდან კი ამის სასარგებლო მაგალითსაც გვანდობენ. ანთებამდე ასანთის ღერი რამდენიმე ადგილას ათალეთ ისე, რომ ნათალები არ მოძვრეს და ქარი ვეღარ მოერევა მის ცეცხლს.

image




8. როგორ გადავლახოთ მდინარე თუ არ ვიცით ცურვა?


თუ იმყოფებით ტურისტულ მოგზაურობაში თანაგუნდელებთან ერთად, გზად მდინარეს გადაეყარეთ და არ იცით ცურვა, მის გადალახვას ადვილად შეძლებთ თოკების გამოყენებით. ერთ-ერთი პირი, რომელმაც იცის ცურვა, თოკის ერთი ბოლოთი ხელში გადაცურავს მეორე ნაპირზე და თოკის ბოლოს მოაბამს უახლოეს ხეზე, თავისთავად მეორე ბოლოც ნაპირის აქეთ მხარეს ხეზე მოებმევა. თოკზე სხვა თოკით ვაკეთებთ მარყუჟს, რომელზეც დაჯდება ადამიანი და გუნდელების დახმარებით იგი გადაიყვანება მდინარის მეორე ნაპირზე.

image




9. როგორ ვიხსნათ ადამიანი ელექტრო-შოკის დროს?


თუ გადაეყარეთ სიტუაციას, სადაც ადამიანმა დენგამავალ მავთულს მოკიდა ხელი, ხოლო მოცემულ მომენტში არ გაქვთ რეზინის ხელთათმანი, შეგიძლიათ მეგობარს პირველი დახმარება გაუწიოთ მშრალი ქსოვილით, პარალელურად კი უნდა იდგეთ მინაზე ან მშრალ ხეზე.

image




10. როგორ გავფილტროდ წყალი სახლის პირობებში?


მოგეხსენებათ, რომ წყალს- ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის უნივერსალს ათასი მავნე მინარევი მოყვება, რაც შესაბამისად ვნებს ჩვენს ჯანრთელობას, ამიტომ დღევანდელი სტატიის თემა მინდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხით დავასრულო. გთავაზობთ წყლის ფილტრის მომზადებას სახლის პირობებში. აიღეთ თუთიის კონტეინერი, თუნდაც სათლი (ვედრო), ძირზე გაუკეთეთ პატარა ხვრელი, მიამაგრეთ ამ ხვრელში მილი და ჩაყარეთ სათლში წვრილი და მომცრო ზომის სუფთა კენჭები. ამის შემდეგ კი ჩაასხით წყალი, რომელიც გაივლის მთელ გზას კენჭებში, გაიფილტრება და მილიდან ჩამოწვეთავს უკვე სუფთა სახით.

image

19
6461
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6461
  
2017, 6 თებერვალი, 16:58
ვა საინტერესოა , ეხლაც რო გააკეთონ მასე კარგი იქნებოდა სიგარეტი თუ არ მოგიტანს სარგებელს, სიგარეტის კოლოფიზე დატანილი ინფორმაციით მაინც ისარგებლებდა კაცი :-))
2015, 26 მარტი, 11:38
ვხუმრობ მეა:) მთავარია შეურაცყოფა არ იყოს თორემ კარგ იუმორს არაფერი სჯობს.
2015, 26 მარტი, 11:31
მე მაპატიე, მიზნად არ მქონია ვინმეს წყენინება, უბრალოდ კუთხურ ხუმრობას მიაწერე, მასე კახელი ვარ და ამასწინათ ასევე ფოტოზე თუ სტატიაზე აღარ მახსოვს- ვიხუმრე კახელებზე, მერე არაჩანდა ჩაერია რა თქმა უნდა ხუმრობით ჩაერია და რომ ვუთხარი მეც კახელი ვართქო გადაირია :)) არასოდეს არ მივაყენებ არავის შეურაცხყოფას და ხანდახან თუ ვიხუმრე, მომიტევეთ ;)
2015, 26 მარტი, 8:59
აბა არ მეწყინააა?:P
2015, 25 მარტი, 19:51
ვერ მივხვდი, სვანებზე ხუმრობაზე გეწყინა რამე?
2015, 25 მარტი, 19:50
მადლობა შენ ჩემო კარგო ამ სტატიისთვის :*
2015, 25 მარტი, 19:45
მეორე ძალიან მომეწონა.მაგარი სტატიაა მაკუშ
2015, 25 მარტი, 16:44
მეა შენგან არ ველოდი რაააა
2015, 25 მარტი, 16:44
მანჩო რამე ხომ არ გაწყენინა ვინმემ?
2015, 25 მარტი, 13:08
:D :D სიმართლე ხომ სინათლეა :)) (ხუმრობით რა თქმა უნდა სვანებო)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10