x
image
worldsport.ge
ვან ბრონკჰორსტი “ფეიენოორდის” ახალი მწვრთნელი გახდება

imageროტერდამის “ფეიენოორდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი ჰოლანდიურ კლუბს სათავეში მომდევნო სეზონიდან ჩაუდგება.
40 წლის ჯოვანიმ “ფეიენოორდთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვან ბრონკჰორსტი ამჟამად როტერდამელთა თავკაცის ფრედ რუტენის ასისტენტი გახლავთ.
ვან ბრონკჰორსტმა კარიერა “ფეიენოორდში” 2010 წელს დაასრულა და მას შემდეგ “ნარინჯისფერთა” 21-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც გახლდათ. 2011 წლის შემდეგ მშობლიურ კლუბ “ფეიენოორდში” მუშაობს და რონალდ კუმანის ასისტენტი 2 წლის განმავლობაში იყო.
ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლიც გაიტანა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0