x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"სავსე ქილა" - თანამედროვე იგავი ცხოვრებაზე

imageერთხელ, ლექციაზე ფილოსოფიის პროფესორმა ხუთლიტრიანი მინის ქილა მიიტანა და სტუდენტების წინაშე იგი ქვებით აავსო. საკმაოდ დიდი ქვები იყო, თითოეული არანაკლებ სამი სანტიმეტრის დიამეტრისა.
როცა ქილა გაივსო, პროფესორი სტუდენტებს შეეკითხა, სავსე იყო თუ არა ქილა?

დიახ, - მიუგეს სტუდენტებმა

მაშინ პროფესორმა ბარდით სავსე, შედარებით მომცრო ქილა გახსნა და შიგთავსი ქვებიან ქილაში გადაყარა. ბარდამ ქვებს შორის თავისუფალი ადგილი დაიკავა და მშვენივრად ჩაეტია ქილაში. ისევ იკითხა პროფესორმა, სავსე იყო თუ არა ქილა?

დიახ, - ისევ მიუგეს სტუდენტებმა.

მაშინ პროფესორმა მთელი ყუთი ქვიშა ჩაამატა ქილაში. ცხადია, ქვიშამ მთლიანად დაიკავა თავისუფალი ადგილი და შეავსო ქილა. ისევ იკითხა პროფესორმა, იყო თუ არა ქილა სავსე.

დიახ, - უპასუხეს ამჯერად უკვე სრულიად დარწმუნებულმა სტუდენტებმა.

ახლა კი პროფესორმა წყლით სავსე ჭიქა გამოიღო და და ქილაში მთლიანად ჩაცალა. წყალმა ქვიშა დაალბო და თავისუფლად ჩაეტია ქილაში.

სტუდენტები იცინოდნენ.

— ნახეთ, ბავშვებო, ქილა თქვენი ცხოვრებაა. ქვები - ისაა, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია: ოჯახი, ჯანმრთელობა, მეგობრები, შვილები - რაც აუცილებელია, რომ თქვენი ცხოვრება სავსე იყოს მაშინაც კი, თუ სხვა
ყველაფერი დაიკარგება. ბარდა - ის არის, რაც პირადად თქვენთვის ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გახდა: სამუშაო, სახლი, მანქანა. ქვიშა კი დანარჩენი, უმნიშვნელო დეტალებია.

თუ ქილას თავიდან ქვიშით შევავსებთ, ბარდისა და ქვებისთვის ადგილი აღარ
დარჩება. ასევეა ცხოვრებაშიც, თუ მთელ დროსა და ენერგიას უმნიშვნელო
რამეებს შევალევთ, მნიშვნელოვანი უკან დაგვრჩება.

გააკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ: ითამაშეთ შვილებთან, დაუთმეთ დრო მეუღლეს, შეხვდით მეგობრებს. ყოველთვის გექნებათ დრო სამუშაოსთვის, სახლის დასუფთავებისთვის, მანქანის გარეცხვისთვის. პირველ რიგში დრო დაუთმეთ ქვებს, ანუ ცხოვრებაში ყველაზე მთავარს - განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები
- დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა.

მაშინ ერთმა სტუდენტმა იკითხა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ იგავში წყალს?

პროფესორს გაეღიმა.

— მიხარია, რომ ეს მკითხეთ. წყლით მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, რომ როგორი
დაკავებულიც არ უნდა იყოს თქვენი ცხოვრება, ყოველთის გამოინახება დრო უბრალოდ დასასვენებლად.

0
234
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0