x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ოქროს წესი ლამაზი "ფიგურის" დასაყენებლად

imageქალისთვის წონის პრობლემა და დიეტის თემა არასდროს ცვდება. არც მასთან დაკავშირებული რჩევა-რეკომენდაციებია როდესმე ზედმეტი. გთავაზობთ წონის კონტროლის 10 ოქროს წესს, რომლის დაცვა არც ისე რთულია, სამაგიეროდ ეფექტით კმაყოფილი იქნებით.
1. არ ტანჯოთ ორგანიზმი
ზედმეტი დიეტებით და კვებითი ექსპერიმენტებით არ აწვალოთ სხეული. მათი ეფექტი ხანმოკლეა, საბოლოო შედეგი კი - უარესი. ზომიერება ნებისმიერ დიეტაზე უკეთესია.
2. დროულად შეჩერდით
საკვები დიდხანს ღეჭეთ და მაგიდიდან წამოხტომას ნუ იჩქარებთ. აცადეთ ტვინს, დანაყრების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ასე უფრო ნაკლები კალორია მოხვდება თქვენს კუჭში.

3. დახვეწეთ საკუთარ სისუსტეებთან მიდგომები
როცა იცით, რომ შოკოლადსა და ჩიპსებზე უარს ვერ იტყვით, პატარა შეფუთვით შეიძინეთ.

4. ფსონი ბოსტნეულზე დადეთ
თქვენს თეფშზე საკვების ნახევარი ბოსტნეული უნდა იყოს... მართალია, ასე მოქცევა რომ შეგეძლოთ, არც ამ სტატიით დაინტერესდებოდით, მაგრამ მაინც ეცადეთ...

5. შიმშილი გღუპავთ
რესტორანში ან დიდ სუფრებზე ძალიან მშიერი არ წახვიდეთ.

6. ტრაპეზი სუპებითა და სალათებით დაიწყეთ
ორივე მსუბუქი საკვების კატეგორიაში გადის და არც ისე კალორიულია. სამაგიეროდ, ანაყრებს და ნაკლების შანსი გრჩებათ, რომ ბევრი რამ დაამატოთ.

7. სვით ბევრი წყალი
დღეში 1, 5-2 ლიტრი სუფთა წყლის მიღება აუცილებელია. დალიეთ ძირითადად, ჭამის წინ 15-20

წუთით ადრე. ვერც წარმოიდგენთ, რამხელა მეტაბოლური პრობლემებს აგარიდებთ თავიდან ეს ჩვევა.

8. არ ჭამოთ ტელევიზორის წინ
სამზარეულოს მიღმა კვების პროცესი საშინელი ჩვევაა და ადრე თუ გვიან, ძალიან ინანებთ ამას. იგივე ითქმის კომპიუტერთან მუშაობის შემთხვევაში. ამ დროს ყველაზე კარგ "მეგობრობას" წყლით სავსე ბოთლი გაგიწევთ.

9. კვების გრაფიკი
ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება საუზმობს, სადილობს და ვახშმობს, სიმსუქნით არასოდეს დაინტანჯება. იკვებეთ დღეში 3-4-ჯერ, დანაყრდით და კვებათა შორის შუალედებში ჭამა დაივიწყეთ. თუ თავად ვერ ახერხებთ ამას, შვილები მაინც მიაჩვიეთ - დაგიფასებენ. ადამიანს, რომელიც მთელი დღე იცმუცნება, სიმსუქნე ადრე თუ გვიან ღიპზე აუცილებლად მიუკაკუნებს.

10. იმოძრავეთ
ვერანაირი სტატია ვერ დაიტევს იმ უარყოფითი შედეგების მიმოხილვას, რასაც უმოძრაობა იწვევს. სიცოცხლე მოძრაობაშია. ამიტომ არ შეამციროთ მისი წილი თქვენი ცხოვრების წესში.

0
92
6-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0