x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მეგრული ენის ისტორია

imageსამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მეგრულ ენაზე ლაპარაკობს; ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში ეს ენა გამოეყო იმ ენას, რომელიც შემდგომ თანამედროვექართულ ენად ჩამოყალიბდა.
1801 წლიდან მოყოლებული, სამი რუსი მეფის – პავლე I – ის, ნიკოლოზ I – ისა და ალექსანდრე II – ის – მმართველობის მანძილზე გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები; აქტიურად ტარდებოდა ქართველი ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა ენობრივი თვითმყოფადობის დაშლა–დაქუცმაცება წარმოადგენდა. ამგვარად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება დაიწყეს; რუსებმა აგრეთვე დაიწყეს განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა მეგრული ენისათვის და გამორჩეული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების, როგორებიცაა ბიბლია და XII საუკუნის ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანი“, მეგრულად თარგმნა სცადეს, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. ბოიკოტის ნიშნად მრავალი ადამიანი აღარ ესწრებოდა მეგრულ ენაზე შესრულებულ საეკლესიო მსახურებას და არც თავიანთ შვილებს უშვებდა საჯარო სკოლებში. ამ გეგმას პროტესტით შეხვდა არისტოკრატიაც. ამ ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს და თავიანთ გეგმაზე უარი განაცხადეს.

2
838
4-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
838
  
2018, 2 აპრილი, 21:31
ნამდვილად არ მახსოვს სად ამოვიკითხე, ბოდიში რომ ვერ გეხმარებით
2018, 2 აპრილი, 9:02
მოგესალმებით, წყარო რომ მითხრათ, ან უფრო მეტის გაგება და წაკითხვა სად შეილება
0 1 2