x
image
worldsport.ge
21-წლამდელები თურქეთში უკრაინელებთან ისპარინგებენ

imageსაქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე წვრთნის, 23 მარტს გამთენიისას თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მყოფ უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ჩაატარებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ჩივაძის განკარგულებაში შემდეგი მოთამაშეები არიან:
მეკარეები: ოთო გოშაძე (“ქასიმფაშა“, თურქეთი), გაბრიელ თებიძე (“გურია”).
მცველები: დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე “სიონი”), დავით უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე “ლოკომოტივი”), ოთარ კაკაბაძე (“დინამო”), გიორგი გადრანი (“ჩერნომორეცი”, უკრაინა).
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია (“ანორთოსისი”, კვიპროსი), ავთო ენდელაძე (“ზუგდიდი”), გიორგი გოროზია (“სტაბეკი”, ნორვეგია), გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე (ყველა “დინამო”), ლუკა კიკაბიძე (“ბასტია”, საფრანგეთი), ირაკლი გოგინაშვილი (“საქსანი”, მოლდოვა).
თავდამსხმელები: ლაშა ომანაძე (“კალევი”, ესტონეთი), ნიკა კაჭარავა (“ცხინვალი”), მამია გავაშელიშვილი (“ლოკომოტივი”), დავით დარციმელია (“სპარტაკუსი”, უნგრეთი).
ქართველი ახალგაზრდები უკრაინელებთან 25 და 27 მარტს ისპარინგებენ.



ლაშა თაბაგარი

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

www.worldsport.ge

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0