x
image
worldsport.ge
ცხადაძის 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

imageსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მომავალი ამხანაგური და ევროშესარჩევის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "ჯვაროსნების" თავკაცმა ლეგიონერების 19-კაციან სიას ორი მოთამაშე: დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელი მათე ვაწაძე და უკრაინული "კარპატის" საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი დაამატა.
ნაკრების თავკაცმა საბოლოოდ ეროვნული ჩემპიონატიდან არა 4 არამედ 2 ფეხბურთელს უხმო. "ჯვაროსნების" განაცხადში "სამტრედიას" მცველი ლევან კაკუბავა და ბათუმის "დინამოს" მეკარე მიხეილ ალავიძე მოხვდნენ. კახა ცხადაძის გუნდი მალტასთან (25 მარტი) ამხანაგური თამაშისთვის და გერმანიასთან (29 მარტი) ევროშესარჩევის დაპირისპირებისთვის ტექნიკურ ცენტ „ბასაზე“ ორშაბათიდან მოემზადება.
ნაკრების მთავარის მწვრთნელის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი), მიხეილ ალავიძე („დინამო“, ბათუმი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლევან კაკუბავა („სამტრედია“, სამტრედია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი),

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია)

ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები, რომლებმაც საკუთარ კლუბებში კვირას ითამაშეს, ეროვნულ გუნდს სამშაბათს შეურთდებიან. კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით კი, ორშაბათის სრულფასოვანი ვარჯიშის ჩასატარებლად, მასში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები:
ლაშა პარუნაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ჩირგაძე, ჯაბა ჯიღაური (ყველა „დინამო“ თბილისი), არჩილ ტვილდიანი („შუქურა“, ქობულეთი), დავით მთივლიშვილი („ზესტაფონი“, ზესტაფონი).
პრესკონფერენციებისა და ვარჯიშების განრიგი:
სამშაბათი, 24 მარტი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
16:30 – მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17.00 – მალტის ნაკრების ვარჯიში
18.30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19.00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და მალტას შორის 25 მარტს, 21 საათზე დაიწყება. მატჩი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.




გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

1
160
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
160
  
2015, 23 მარტი, 11:31
ბაჩანა ცხადაძის ნაკრებში შეყვანას, ცოტა არ იყოს, ნეპოტიზმის სუნი ადის. ნამდვილად არ თამაშობს ეს ბიჭი სანაკრებო დონეზე
0 1 1