x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
კატების ისტორია ეგვიპტეში და მის ფარგლებს გარეთ

image
ის, რომ კატების გამოჩენა ეგვიპტელების დამსახურებაა, მგონი ყველამ იცის. სწორედ ეს ქვეყანა ითვლება ოფიციალურად ამ არაჩვეულებრივი ცხოველების სამშობლოდ, რადგან სწორედ ეგვიპტელები იყვნენ პირველები, რომლებმაც მოიშინაურეს ისინი. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პირველი შინაური კატა ეგვიპტეში გაჩნდა მინდვირს კატისა და ევრო-აფრიკული ველური კატის შეჯვარებით.


ზოგადად, ეგვიპტური კატების ისტორია თარიღდება ძვ. წ. 2000წლით: სწორედ ამ წლებით თარიღდება უძველესი ჩანახატები კატებისა. მიზეზი, რის გამოც ამ უნიკალურმა არსებებმა ფაქტობროვად დაიპყრეს ეგვიპტე, მარტივია: თავისი არსებობის მანძილზე, ეგვიპტე სულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, ხოლო კატები არაჩვეულებრივი საშუალება იყო მღრღნელებისგან განთავისუფლებისა, რომლებიც ანადგურებდნენ მოსავალს. შესაბამისად კატები არა მხოლოდ იცავდნენ მოსავალს, არამედ ნადირობდნენ მღრღნელებზე და ხანდახან კურდღლებზეც კი.


სხვა მხრივ, კატები "კეთილ გენიოსებად" ითვლებოდნენ ეგვიპტელებში. ისინი პატივს სცემდნენ ამ ცხოველს. როცა კატა ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა, გლოვას აცხადებდნენ - სახლის ყველა მცხოვრები იჭრიდნენ თმას და იპარსავდნენ წარბებს. კატებს მხოლოდ სპეციალურ სასაფლაოზე მარხავდნენ განსაკუთრებული ტრადიციით. ამ კატების მუმიებინაპოვნია ზოგი ფარაონის საფლავშიც.


თურმე, მათი გამრავლება ფინიკიელების დამსახურებაა. სწორედ ფინიკიელებმა წაიყვანეს პირველად ეს ცხოველები საზღვაო მოგზაურობებში და მათი წყალობით გაიგო სამყარომ კატების შესახებ. განსაკუთრებით მადლიერები ამ ფაქტის გამო ბერძნები იყვნენ: კატები(რომლებიც კონტრაბანდულად შემოჰყავდათ!) არაჩვეულებრივად ეხმარებოდნენ მათ მღრღნელებთან გამკლავებაში. ხოლო ბერძნებიდან კატები საქართველოში მოხვდნენ, ხოლო შემდეგ კი მთელს ევროპულ ბაზარზე.


ძველმა რომაელებმა დიდი წვლილი შეიტანეს შინაური ცხოველების ბრიტანეთში გავრცელებაში. როგორც ვიცით, დიდ ბრიტანეთში დღემდე ძალიან უყვართ ეს საოცარი არსებები. კატის ყველაზე ძველი ნარჩენები, რომელიც ინგლისს შემორჩა, დათარიღებული ძვ.წ. IV საუკუნით. ხოლო 936 წლიდან უკვე წერილობითი წყაროები არსებობს კატების შესახებ. ამის შემდეგ, კატებს განსაკუთრებულად ექცეოდნენ. უესლში მიიღეს ცხოველთა დაცვის კანონი, რის შემდეგაც უკვე ყველა შენობაში შეიძლებოდა ყოფილიყო კატა - მონასტერშიც კი.


კატის გამოსახულებები გვხვდება პერუშიც. ის დათარიღებულია ჩვ.წ. 400-1000წლებით. ამ დროს კატებს არა მხოლოდ ხატავდნენ, არამედ აქანდაკებდნენ და კატების მიხედვით ქმნიდნენ იუველირულ ნამუშევრებს. შეიძლება ითქვას, ეს ცხოველები მათთვის მუზად იქცა.




1
470
4-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
470
  
2015, 24 მარტი, 23:35
ძალიან მომეწონა სტატია.კატები ჩემი სისუსტეა
0 1 1