x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ემიგრანტები

დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი
ნაწილი დაიბადა იმ დროს როცა ქვეყანას ძალიან მაგრად უჭირდა, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას არსებობის მანძილზე ყოველთვის ძალიან უჭირდა, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იბრძვის ბედნიერებისთვის, იმისთვის რომ ფეხზე დადგეს, იმისთვის რომ არსებობა არ შეწყვიტოს და ამ ბრძოლაში ჩართული ვართ ყველანი ერთად, დიდი თუ პატარა, პოლიტიკოსი თუ ხელოვანი. მეც ჩემი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდში დავიბადე. ომი, გაჭირვება, უშუქობა, ულუკმაპურობა და ამ გაჭირვებიდან გამოსავალს ადამიანთა უმრავლესი ნაწილი ემიგრაციაში წასვლაში ხედავდნენ. მაშინ ძალიან მიჭირდა ამის აღქმა და გათავისება, მაგრამ დღეს როდესაც მე თვითონ მიწევს
ვატარო ოჯახის რჩენის არცთუ ისე მარტივი ვალდებულება, მივხვდი რომ ემიგრანტები ირჩევენ გადარჩენის ყველაზე „მარტივ“ გამოსავალს, ემიგრაციას. ბრჭყალებში იმიტომ რომ ის რაც აქ მარტივი გვგონია იქ ყველაზე რთულია. ქართველებს რატომღაც გვაქვს შრომის კომპლექსი და გვგონია რომ საკუთარ ქვეყანაში მუხლჩაუხრელი შრომა „გრეხია“, „გოიმი“ ხარ და ა.შ. თუმცა აქაც ვამართლებ ამ ადამიანებს, რატომ? იმიტომ რომ რაც არ უნდა ბევრი იშრომო, იწვალო და ოფლი დაღვარო, შესაძლოა შენს სიცოცხლეში ამ შრომის შედეგი ვერ მიიღო... მაგრამ ამ ქვეყანაზე იმაზე ტკბილი და იმაზე დიდი ბედნიერება არ მგონია, როცა საღამოს ვახშამზე მთელი ოჯახი ერთმანეთს უმზერენ ხოლმე, არ მგონია ადამიანს იმაზე დიდი ბედნიერება ქონდეს ვიდრე თავისი მომავალი თაობის ცქერა იყოს, როცა შენი თვალით უყურებ როგორ იზრდება შენი
სიყვარული, შენს შვილებში გაფანტული, როცა შენი შრომა გაძლევს ნაყოფს შენი შვილების ცხოვრების წესით, მაგრამ იმაზე მტკივნეული არაფერია როცა ამ ყველაფერს ვერ განიცდი.... კიდევ უფრო მწარე რა არის იცით? შენზე დამოკიდებული ოჯახი რომ ვერ ან არ გიფასებს ამ ყველაფერს. მიმიხვდებით ალბათ ვის ან რას ვგულისხმობ ამაში. იმ ადამიანებს რომლებიც სისხლის ცრემლებით გაჟღენთილი ფულით ყიდულობენ ძალიან ძვირფასიან მანქანებს, „ბლატაობენ“, ყეყეჩობენ და საღამოს სახლში შესულები შიმშილისგან გულშეწუხებულები იძინებენ, მაგრამ მაინც ვერ მიდიან იმ დასკვნამდე რომ უკვე ზრდასრულები არიან და თავადვე უნდა შექმნან თავიანთი ცხოვრება, იმასაც ვერ ხვდებიან რომ კაცისთვის შრომა და გარჯა კიარაა სირცხვილი, დედის და მამის კმაყოფაზე ყოფნაა და მითუმეტეს მაშინ როცა დედა ან მამა ემიგრაციაში გყავს და მას ბედნიერების შემცველი ყველა მიზეზი აკლია....

მაგრამ ემიგრაციას იცით რატომ აქვს დადებითი მხარე?!
იმიტომ რომ შენს ოჯახთან, ახლობლებთან, მეგობრებთან და შენს სამშობლოსთან არსებული დიდი მანძილი და მონატრება გაგრძნობინებს და გახვედრებს რა ძლიერი სიყვარული გაქვს თითოეული ზემოთ ჩამოთვლილის მიმართ და პირიქით.

ემიგრაცია ჩემი ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილია, ისევე
როგორც ჩემს ქვეყანაზე შეყვარებული ყველა ადამიანის!


0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0