x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რისთვის გამოიყენება პრეზერვატივი - ის, რაც აქამდე არ იცოდით!

imageალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის რისთვის არის შექმნილი პრეზერვატივი. უცნაურია, მაგრამ ყველა ქვეყანაში (ან უმეტესობაში მაინც) პრეზერვატივის სახელდებაში გამოყენებულია სხვა ქვეყნის სახელი, ასე მაგალითად, საფრანგეთში მას უწოდებენ
„ინგლისურ კაპიუშონს“, სამხრეთ აფრიკაში - „ფრანგულ წერილს“, გერმანიაში - „პარიზელ კაცს“.


ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ისტორიებს, რომლებშიც პრეზერვატივი სრულიად სხვა, შეიძლება ითქვას აქამდე წარმოუდგენელი დანიშნულებით იქნა გამოყენებული.


1. ტურისტ ქალს, რომელიც კატერიდან ზღვაში გადავარდა, საბედნიეროდ ხელჩანთაში დიდი რაოდენობით პრეზერვატივი აღმოაჩნდა. მან მოახერხა და გაბერა ისინი, შემდეგ კი ტანზე შემოიკრა. ამ სახელდახელო „სამაშველო რგოლის“ წყალობით ტურისტი ქალბატონი სიკვდილს გადაურჩა.


2. ერთხელ ექიმი-რეანიმატოლოგი შეესწრო შემთხვევას, როცა ადამიანი სიმაღლიდან
ჩამოვარდა და მკერდის ტრავმა მიიღო. შედეგად განვითარდა დახურული პნევმოთორაქსი (პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვება). ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა, რადგან დაგროვებული ჰაერი სუნთქვას აძნელებს. ექიმმა სასწრაფო კი გამოიძახა, მაგრამ დაზარალებულს წამებში სჭირდებოდა დახმარების აღმოჩენა. მაშინ მან ჯიბის დანით ჭრილობა გააკეთა, გახვრიტა პრეზერვატივი და პლევრის ღრუში დრენაჟად ჩადგა. შედეგად დაგროვილი ჰაერი გარეთ გამოვიდა და სუნთქვა დასტაბილურდა. ამასობაში სასწრაფო დახმარებაც მოვიდა და დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.


3. ინდოეთის ქალაქ ვარანასიში დღეში დაახლოებით 600-მდე პრეზერვატივი გამოიყენება სარის წარმოებისთვის. მკერავები პრეზერვატივებით პოხავენ ქსოვილის მქსოველ დანადგარებს, რაც მუშაობას აუმჯობესებს.


4. ხშირად მიუზიკლებში მონაწილე მსახიობებს ტანსაცმლის ქვეშ მიკროფონები
აქვთ დაყენებული. მაგრამ სპექტაკლის მსვლელობისას ოფლიანდებიან, რამაც შეიძლება ისინი დააზიანოს. ამიტომ მიკროფონებს დასაცავად სწორედ პრეზერვატივებს აცმევენ.


5. უდაბნოში ბრძოლისას ამერიკელი ჯარისკაცები იარაღის ლულაზე ხშირად აცვამენ
პრეზერვატივებს, რათა მასში ქვიშა არ მოხვდეს.

0
2935
14-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2935
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0