შოტლანდიური თევზმჭერი გემის ბადეში რუსული წყალქვეშა ნავი მოჰყვა-აცხადებს გამომცემლობა " Press and Journal".
შოტლანდიელმა მეთევზეებმა სათევზაო ბადით არც მეტი და არც ნაკლები, რუსული წყალქვეშა ნავი "დაიჭირეს".
როგორც შოტლანდიური გამომცემლობა "Press and Journal" იუწყება, შოტლანდიის გებრიდის კუნძულებთან ზღვაში სათევზაოდ გასულ მეთევზეთა სეინერს შეემთხვა ინციდენტი, რაც დაკავშირებული იყო მათ მიერ ზღვაში ჩაყრილი 2 ბადიდან ერთერთში რუსული წყალქვეშა ნავის მოხვედრას.
როგორც შოტლანდიელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ ბადეში მოჰყვა შოტლანდიის საზღვრებთან მყოფი რუსული წყალქვეშა ნავი, რომელიც შოტლანდიის ტერიტორიაზე "ნატოს" ძალების სამხედრო სწავლებების დასაზვერად ჩავიდა სავარაუდოდ.
როგორც სათევზაო გემის " Aquarius" ეკიპაჟი აცხადებს, როგორც კი ზღვაში გადააგდეს 2 დიდი ზომის ბადე, მალევე მოხდა საოცარი რამე–გემმა გაურკვეველი მიზეზით მკვეთრად შეანელა სვლა, ხოლო ერთერთი ბადე რომელიც ნავის უკანა მხარეს უნდა ყოფილიყო წესით, გემის წინა მხარეს აღმოჩნდა და მოძრაობდა ნეიტრალური წყლების მიმართულებით.
როგორც გამომცემლობასთან საუბრისას აღნიშნა თევზმჭერი სეინერის კაპიტანმა ანგუს მაკლეოდმა, მიუხედავად იმისა რომ ამ საქმიანობას 30 წელია რაც ეწევა, მსგავსი სიტუაცია არასოდეს არ შეჰქმნია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს იყო წყალქვეშა ნავი, რომელიც მოჰყვა ჩვენს ბადეში. მე ბევრჯერ შევსწრებივარ თუ როგორ მოჰყოლია ჩვენს ბადეს ვეშაპი, მაგრამ მას გემის სვლა არასოდეს არ შეუნელებია და არც ბადე აღმოჩენილა გემის წინა მხარეს.
46 წლის კაპიტანმა ვითარების გასარკვევად აღნიშნულ შემთხვევაზე უპატაკა საზღვაო უსაფრთხოებისა და სანაპირო დაცვის დიდი ბრიტანეთის ბიუროს.
პასუხად დიდი ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ წყლებში იმ დროისათვის არც დიდი ბრიტანეთის და არც "ნატოს" წევრი ქვეყნების არცერთი მცურავი საშუალება არ იმყოფებოდა.
თავდაცვის საკითხებში ექსპერტ ტიმ რიპლის აზრით აღნიშნულ წყლებში იმყოფებოდა რუსული წყალქვეშა ნავი, რომელიც ასრულებდა დაზვერვით მანევრებს და ის გებრიდის კუნძულებთან მოხვდებოდა ნოდკაპის კონცხის გავლით, მისი იქ ყოფნის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული ადგილიდან არცთუ შორს, რამდენიმე დღეში დაგეგმილი "ნატოს" შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი სწავლების მიყურადება.
ექსპერტის აზრით თევზმჭერ გემს და მის ეკიპაჟს გაუმართლა, რადგან წყალქვეშა ნავმა მოახერხა ბადის გარღვევა და წასვლა, ეს რომ არ მომხდარიყო შესაძლებელი იყო წყალქვეშა ნავის მხოფავ "ვენტილებს" ჩაეხვია ბადე და ამ შემთხვევაში თევზმჭერ სეინერს და მის ეკიპაჟსაც წყალქვეშა ნავი აუცილებლად ჩაითრევდა ზღვის სიღრმეში.