x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მოანწილეებს სიტყვით მიმართა.

სააკაშვილის განცხადებით, ღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა უკან, წარსულში დააბრუნა და ამიტომ საჭიროა ის შეიცვალოს.

„ძალიან მენატრებით ყველა. ცოტა დრო გავა, გადავლახავთ დაბრკოლებას და შევძლებ თქვენს გევრდით დავდგე. 2003 წელს ყველა ერთად დავდექით, რომ საქართველო გადაგვერჩინა იმ ჯოჯოხეთიდან, რომელშიც იმყოფებოდა. ამავე ადგილზე ვიყავით შეკრებილი იმ დიდი მოვლენების წინ. დღეს ბერვი სხვა ადამიანი შემოგვემატა, მაგრამ სამწუხაროდ იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც 2003 წელს. ისევ გადასარჩენია ჩვენი ქვეყანა, ისევ ამოსაყვანი გვყავს ერი ჭაობიდან, რომელშიც ხელახლა აღმოვჩნდით. ისევ საჭიროა განვითარების რელსებზე დაბრუნება. ჩვენ გაგვაერთიანა ამოცანამ, რომ საქართველო გადავარჩინოთ დამაგრეველი მთავრობისგან, რომელსაც ნგრევა და სიძულვილის ენით ლაპარაკი შეუძლია, რომელმაც 90-იანი წლების აჩრდილები დააბრუნა. მე არ ვარ საქართველოში, ახლა ვარ ბრიუსელში, მაგრამ აქაც საქართველოთი ვსუნთქავ. სადაც არ უნდა ვიყო ჩემთვის მზე ამოდის საქართველოდან და ჩადის საქართველოში. მე მინდა, რომ თოთიეული თქვენგანმა ოჯახში თავი უფრო ადამიანურად იგრძნოთ. ეს იქნება ჩემი ცხოვრების მზიანი სანამ პირში სული მიდგას. ჩემი სიცოცხლე გეკუთვნით თქვენ და ჩემს ქვეყანას. დღეს მე, ისევე როგორც მილიონობით ჩვენ თანამემამულეს გული მიკვდება იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს სათაყვანებელ საქართველოში“, - განაცხადა ექს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.image

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0