x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
16 საინტერესო, ნაკლებადცნობილი შემეცნებითი ფაქტი მზის შესახებ
მაინც რა ვიცით ჩვენ მზის შესახებ გარდა იმისა, რომ ამ გიგანტური ვარსკვლავის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა? - გთავაზობთ 16 ნაკლებადცნობილ, უცნაურ ფაქტს ჩვენი მნათობის შესახებ.


თუ მზეს დიდხანს უყურებთ, თქვენი თვალები მზის დამწვრობას მიიღებენ.


image



მზის მასა შეადგენს მთელი მზის სისტემის მასის 99.86%-ს.



image



თუ მზეს ფეხბურთის ბურთს შევადარებთ, მაშინ იუპიტერი გოლფის ბურთის ტოლი მოგვეჩვენება, ხოლო დედამიწა ბარდის მარცვლისოდენა იქნება.


image



მილიონ სამასი ათასი პლანეტა, ზომით დედამიწის ტოლი, თავისუფლად მოთავსდება მზის ზედაპირზე.


image



მზის 0, 0000000006% -ს შეადგენს ძვირფასი ლითონი ოქრო. ეს პროცენტული შემცველობა რომ წონაში გადავიყვანოთ, მივიღებთ 1.200, 000, 000, 000, 000, 000, 000 კილოგრამს. გამოდის, რომ მზეზე არსებული ოქროს ფასი 7.900, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 ევროა იმ გაანგარიშებით, თუ ერთ გრამი ოქროს ფასს - 7 ევროს ვიანგარიშებთ. გამოდის, რომ მზეზე არსებული ოქროს მასა ტოლია მზის სისტემის შიგნით მდებარე ნამცეცა პლანეტა ცერერას მასისა, რომლის დიამეტრიც 974, 6 კილომეტრია.


image



მზე 400-ჯერ მეტი მანძილითა დაშორებული დედამიწიდან, ვიდრე მთვარე.


image



მზის სრული დაბნელების გასაოცრად ლამაზი სიმეტრია განპირობებულია იმით, რომ სუფთა "შემთხვევითობის" წყალობით მზე ზუსტად 400-ჯერ მეტი ზომისააა, ვიდრე მთვარე და ზუსტად 400-ჯერ შორსაა დედამიწისაგან, ვიდრე მთვარე. სწორედ ამ დამთხვევის წყალობით ეს ორი ციური სხეული აბსოლუტურად ერთი ზომის ჩანს დედამიწიდან დაკვირვებისას.


image



ყოველდღიურად დედამიწაზე არსებული მცენარეები მზის სინათლეს იმ რაოდენობის ენერგიად გარდაქმნიან, რომელიც ექვსჯერ აღემატება დედამიწაზე არსებული ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას.


image



ჩვენ ყველანი, როგორც დედამიწაზე მყოფი

"მგზავრები", დავფრინავთ მზის გარშემო ჩვენს პლანეტასთან ერთად 107 ათასი კმ/სთ სიჩქარით.


image



ცნობილი გამომგონებლის და ფუტუროლოგის რეიმონდ კურცვეილის გამოთვლით, ყოველდღიურად დედამიწაზე მოხმარებული ენერგიის სრული რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ 1/10000 ნაწილია მზის იმ სხივებისაგან გამოყოფილი ენერგიისა, რომელიც ყოველდღიურად ეცემა დედამიწაზე.


image



მეხი ხუთჯერ უფრო ცხელია, ვიდრე მზის ზედაპირი.


image



აშშ-ის დროშა, რომელიც ასტრონავტებმა დატოვეს მთვარეზე, გახუნდა მზის რადიაციის გამო-ახლა მასზე მხოლოდ თეთრი და ცისფერი ფერებია.


image



ყოველ წამში მზე დედამიწისაკენ აგზავნის იმაზე 10-ჯერ მეტ ნეიტრონებს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის რაოდენობაა.


image



დედამიწის ბირთვი თითქმის ისეთივე ტემპერატურისაა, როგორიცაა მზე.


image



პლანეტა პლუტონი მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას 248 წელს ანდომებს.


image



ითვლება, რომ თავისი არსებობის მანძილზე მზემ ირმის ნახტომის გარშემო 20 სრული ბრუნი გააკეთა, აქედან მხოლოდ 1/250 ნაწილი მოდის იმ პერიოდზე, რაც დედამიწაზე ადამიანი გაჩნდა.


image





11
305
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
305
  
2015, 31 მარტი, 16:53
მიყვარს მზე :)
2015, 31 მარტი, 16:44
მზეო მზეო ცხრათვალა :))))))
2015, 29 მარტი, 17:09
გენაცვალე:*
2015, 29 მარტი, 17:07
ცუდას რად უნდა მტერობაო.. ხომ იცი :)))
2015, 26 მარტი, 16:51
თაკო, სტატია კი არა, მე არ მოვწონვარ დისლაიქას :DDD
2015, 26 მარტი, 16:43
რატომ არ უნდა მოგეწონოს ეს სტატია ნამვილად ვერ ვხვდები
2015, 23 მარტი, 18:04
ყველ;ა სტატიას ესტუმრა ახლა ჩემი "კეთილისმყოფელი" :(
2015, 23 მარტი, 18:04
ვერ გაიგო ზოგიერთმა ანლაიქის პარალელურად ნახვას რომ უმატებს. :))
2015, 23 მარტი, 18:03
ვიღაცას არ მოეწონა: მზეზე რომ წერ, აბა სადააო? ღრუბელიაო :დდდ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10