x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლიზა ყენიას თამამი ფოტოები მაია ჯაბუასთვის სასაცილოა! "პოპულარობა ნარკოტიკივით არის"

image
ჯერ მხოლოდ 17 წლის არის, მაგრამ ერთ-ერთი ცნობადი და პოპულარული სახეა. აღიარებს, რომ დედის, მაია ჯაბუას წყალობით პოპულარობის მოპოვება გაუადვილდა. ადრე უნდოდა ცნობილი და წარმატებული ჩოგბურთელი ყოფილიყო, მაგრამ ტრავმამ მისი მიზნები შეცვალა. დღეს მუსიკა მისთვის ყველაფერია. ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, სამომავლოდ კი კონსერვატორიაში ჩაბარებას გეგმავს. ერთი პერიოდი ლიზას თამამმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. თავიდან ღიზიანდებოდა და ვერ ხვდებოდა ასე რატომ იწვევდა ჟურნალისტებს, რომელთა კომპეტენციაშიც ეჭვი ეპარება. "ვბრაზდებოდი, ახლა აღარ. იმ მომენტში ვერ ვხარშავდი, ახლა უკვე გადავხარშე. უბრალოდ სათაურების გამო დაერქვა ამ ფოტოებს თამამი. დედაჩემითვის ეს თემა უბრალოდ სასაცილოა, იმავე აზრზეა რასაც მე ვამბობ"-ამტკიცებს ლიზა. თამამსა და მიუღებელს ვერაფერს ხედავენამ ყველაფერში ახალგაზრდა მომღერლის მეგობრები. აღიარებს, რომ პოპულარობა არც ისე მარტივია: "მიწევს მზად ვიყო პოპულარობისთვის, რაღაცნაირი ნარკოტიკივით არის, გინდება და უკან ვეღარაფერს დააბრუნებ".

გოგონა ბავშვობიდანვე განებივრებულია, "ანაბანა", საბავშვო ევროვიზია(ლიზა ჯგუფ "პრინცესების" შემადგენლობაში იყო, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო წარადგინა), ნუცას სკოლ", "ახალი საბავშვო ხმა", "ერთი ერთში"-ეს ის პროექტებია, რომლებშიც ლიზა მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლიზა ამჟამად პროექტ "X ფაქტორში" გეგმავს მონაწილეობის მიღებას. ის სცენაზე განსხვავებული იმიჯით არსდგა, ისე რომ ჟიურის წევრებმა ვერ იცვნეს.

ვუსურვოთ ლიზას წარმატებები...

imageimageimageimageimageimageimage
image
image







0
539
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0