x
image
worldsport.ge
კიევის “დინამოს” გულშემატკივრებმა რეკორდი დაამყარეს

imageკიევის “დინამომ” უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე შინ ლივერპულის “ევერტონი” 5:2 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში ინგლისელებს 6:4 სძლია და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
უკრაინაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გულშემატკივრებმა მისვლა არ დაიზარეს. “ოლიმპიისკიზე” მატჩს 67 553 ადამიანი დაესწრო, რაც პლეიოფისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. წინა რეკორდი “ოლდ ტრაფორდს” ეკუთვნოდა - 2012 წელს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ამსტერდამის “აიაქსს” შორის გამართულ შეხვედრას 67 328 გულშემატკივარი დაესწრო.
გაგაცნობთ უეფას ევროპის ლიგის პლეიოფის სტადიის მატჩებზე დასწრების მხრივ საუკეთესო ათეულს:
1) 67 553 – კიევის “დინამო” – “ევერტონი” 5:2, 19/03/15, 1/8-ფინალი.
2) 67 328 – “მანჩესტერ იუნაიტედი” – “აიაქსი” 1:2, 23/02/12, 1/16-ფინალი.
3) 65 110 – “ბეშიქთაში” – “ბრიუგე” 1:3, 19/03/15, 1/8-ფინალი.
4) 63 324 – “ბეშიქთაში” – “ლივერპული” 1:0, 26/02/15, 1/16-ფინალი.
5) 62 629 – “ბენფიკა” – “ლივერპული” 2:1, 01/04/10 1/4-ფინალი.
6) 60 026 – “ბენფიკა” – პსვ 4:1, 07/04/11, 1/4-ფინალი.
7) 59 265 – “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ბილბაო” 2:3, 08/03/12, 1/8-ფინალი.
8) 58 500 – “სელტიკი” – მილანის “ინტერი” 3:3, 19/02/15, 1/16-ფინალი.
9) 57 778 – “ბენფიკა” – “ბრაგა” 2:1, 28/04/11, 1/2-ფინალი.
10) 55 402 – “ბენფიკა” – “იუვენტუსი” 2:1, 24/04/14, 1/2-ფინალი.
ჯგუფური ეტაპის რეკორდი: 53 123 – “შალკე” – “სტიაუა” 3:0, 18/09/13.
ფინალის სარეკორდო დასწრება: 52 347 – მადრიდის “ატელტიკო” – “ბილბაო” 2:0, ბუქარესტი 09/05/12.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0