x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სუფრასთან ქცევის 15 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
image



image
ყოველდღიურ ცხოვრებაში ფორმალურ სადილს, სადაც ეტიკეტის წესებს დიდი ყურადღება ეთმობა, ალბათ, არც თუ ისე ხშირად ვესწრებით. სწორედ ამიტომაც გარკვეული ეტიკეტის წესები, რომლებიც წიგნებსა თუ ინტერნეტსივრცეში ამოვიკითხეთ მარტივად გვავიწყდება.

ერთ-ერთი უცხოენოვანი საიტი გვთავაზობს ეტიკეტის რამდენიმე წესს და გვირჩევს, რომ ეს ყველაფერი ყოველდღიურ ნორმებად ვაქციოთ, რათა მნიშვნელოვან სიტუაციებში დახვეწილი მანერებით მოვიწონოთ თავი და არ შევრცხვეთ.

1. მაშინაც თუ ძალიან გშიათ, არ გაეკროთ საკვებს, სანამ მიმტანი ყველა კერძს არ დააწყობს მაგიდაზე. image


2. არ დააწყოთ მაგიდაზე ის ნივთები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ საკვებთან. მაგალითად მობილური ტელეფონი, საფულე, ჩანთა, სანთებელა და ა.შ.

image

3. თუ აღმოსავლურ კერძებს მიირთმევთ, არ გადააჯვარედინოთ ჩხირები, ეს ნიშნავს, რომ საკვები არ მოგეწონათ. image

4. ჭამის შემდეგ არ დადოთ ჩხირები ჯამზე.image

5. ჩხირები არ ჩაარჭოდ ვერტიკალურად საჭმელში და არ დატოვოთ ამ ფორმით.image

6. არ გადაიტანოთ საკვები ჩხირებით.image

7. არ დაამატოთ საკვებს მარილი, ეს მზარეული შეურაცხყოფად ითვლება.image

8. არ ილაყბოთ ჭამის დროს.image

9. თუ მაგიდასთან საუბარი მიმდინარეობს, არ მოახდინოთ დანა-ჩანგლით ჟესტიკულაცია.image

10. თუ გადმოგაწოდეს საკვები არ დაუბრუნოთ უკან, მიაწოდეთ წრეზე სხვასაც, ან დადგით ცარიელ ადგილას.image

11. თუ გთხოვეს მარილის მიწოდება, ეტიკეტის თანახმად უნდა მიაწოდოთ მარილისა და პილპილის სრული კომპლექტი.image

12. სურათზე აღნიშნული კომპლექტი შესაბამისადვე დაალაგეთ. image

13. ასე უნდა ეწყოს მაგიდაზე ჭურჭელი ოჯახთან ვახშმობისას.image

14. ესუკვე ფორმალური ვახშმის სუფრაა.image

15. არ დაგავიწყდეთ დაუტოვოთ მიმტანს ცოტაოდენი თანხა. (თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, ზოგ ქვეყანაში ეს შეურაცხყოფაა.)image


3
8204
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
8204
  
2017, 14 მარტი, 11:12
ისე კი საინტერესო და სასარგებლო სტატიაა
2017, 14 მარტი, 11:11
უნდა გაიხედო მარცხნივ, მერე მარჯვნივ თუ არავინ არ გიყურებს ფრთხილად ჩაყარო მარილი შემთხვევით შეფ მზარეულს რო არ აწყენინო :-))
2017, 13 მარტი, 4:06
მარილი თუ აკლია აბა რა უნდა ქნა?
0 1 3