x
image
K.P.
კესარია აბრამიძე დედა გახდება: "ინდოეთში მოვახდინე გენეტიკური მასალების გაყინვა"

image
ერთ დროს ბესო იყო, დღეს კი უკვე ულამაზესი ქალბატონია. თვლის, რომ დაბადებიდან ასეთი იყო, ბუნებრივად ქალი. რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, უკვე მკერდი აქვს და ძველ სასქესო ორგანოსაც დაემშვიდობა. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზეა, შეყვარებულია, თუმცა პარტნიორის სახელს არ გვიმხელს. ოჯახთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს. კესოს მტკიცებით, მიუხედავად სირთულეებისა ოჯახი მუდამ გვერდში ედგა. უმცროს დას თავიდან ცოტათი უჭირდა ამ ყველაფრის აღქმა, თუმცა დღეს ახლო მეგობრები და მესაიდუმლეები არან. კესარია თავის ყოვველ ნაბიჯს დედას უყვება, თვლის რომ დასამალი არც არაფერი აქვს.

ინტერნეტსივრცეში კესარიას შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება. ზოგიერთების მტკიცებით მას უკვე შვილი ჰყავს, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა ქვეყანას და საზღვარგარეთ იზრდება. კესარია ამ ყველაფერს ურყოფს და ამტკიცებს, რომ შვილი არ ჰყავს. მისი მტკიცებით, როგორც ყველა ქალს დედობა მასაც სურს. ჯერ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ არის, თუმცა ინდოეთში უკვე გაყინეს მისი გენეტიკური მასლები. "ორი წლის წინ ვიყავი ინდოეთში, მოვახდინე გენეტიკური მასალების გაყინვა. წინსწარ შევემზადე ამყველაფრისთვის და როცა ვიქნები მზად დედობისთვის, ისევე როგორც ყველა ქალს აქვს სურვილი ჰყავდეს შვილი მეც მინდა და ვაპირებ. როცა ვიქნები მზად ფსიქოლოგიურად, როცა ვიქნები ისე მოწყობილი, რომ შევძლო ბავშვის აღზრდა აუცილებლად გავაჩენინებ სუროგატ დედას". კესარია არ აპირებს მარტოხელა დედობას, სურს ტრადიციული ოჯახი ჰქონდეს, შვილს აუცილებლად ქმართან ერთად გაზრდის. მან საკმაოდ რთული გზა განვლო, ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია და თავის დამკვიდრებაც შეძლო.imageimageimage


0
777
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0