x
image
worldsport.ge
ცხადაძემ მალტასთან და გერმანიასთან ლეგიონერები შეარჩია

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 25 მარტს მალტის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის, ხოლო 29 მარტს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან დაპირისპირებისთვის, 19 ლეგიონერი შეარჩია.
ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ცხადაძის სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (“ტოსნო”, რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (“ომონია”, კვიპროსი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (“ინტერი”, აზერბაიჯანი), საბა კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი), ლაშა დვალი (“ქასიმფაშა”, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (“ტოსნო”, რუსეთი).
ნახევარმცველები: კახა მახარაძე (“ფახთაქორი”, უზბეკეთი), ჯაბა კანკავა (“დნიპრო”, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), ლევან ყენია (“სლავია”, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე (“იაგელონია”, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, რუსეთი), სანდრო კობახიძე (“ვოლინი”, უკრაინა)
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (“კლუჟი”, რუმინეთი), ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (“ინტერი”, აზერბაიჯანი).
9 მარტს დასახებული გაფართოებული შემადგენლობიდან ცხადაძემ ბერძნული ოფი-ს შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი, დანიის პირველი ლიგაში მოასპარეზე “ორჰუსის” ფორვარდი მათე ვაწაძე, აზერბაიჯანის “ინტერის” ცენტრალურ მცველი ლაშა სალუქვაძე, უკრაინული “კარპატის” საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და რუსეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ “ტოსნოს” თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე არ გამოიძახა.
22 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის შემდეგ, ცხადაძე ადგილობრივ 4 ფეხბურთელს დაასახელებს, რომლებიც მომავალი მატჩებისთვის მოემზადებიან.
ეროვნული გუნდი 23 მარტს ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” შეიკრიბება. ოფიციალური ვარჯიში და პრესკონფერენცია 24 მარტს გაიმართება.
საქართველო-მალტას მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება, ხოლო საქართველო – გერმანია ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0