x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ ებრძვიან ნაბახუსევს სხვადასხვა ქვეყანაში - გასაოცარი რეცეპტები!
ნაბახუსევს - თითქმის ყველა მამაკაცისთვის (თუმცა არა მხოლოდ მამაკაცისთვის!) ცნობილ მდგომარეობას ქართველები ძირითადად მინერალური წყლით, ლუდით, მწნილით და ხაშით ებრძვიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ქვეყანაში მისი დაძლევის სხვადასხვაგვარი მეთოდი არსებობს. ასე რომ, მამაკაცებო, მოემზადეთ ნაბახუსევთან შესარკინებლად!

1. მექსიკაში ნაბახუსევზე მიირთმევენ სუპს, სახელწოდებით "მენუდო", რომლის ძირითადი ინგრედიენტებია საქონლის კუჭი, ხახვი და ნიორი.


image


2. შოტლანდიაში ადრე ნაბახუსევისთვის ამზადებდნენ ფაფას სიმინდის ფქვილისგან და სანელებლებისგან. ახლა კი იყენებენ სპეციალურ სოდიან წყალს - "Irn-Bru". ეს არის ტრადიციული შოტლანდიური სასმელი, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება და, როგორც ამბობენ, ძალიან კარგად შველის.

image


3. ბრიტანელები ამ მდგომარეობას მეცნიერულად უდგებიან. 2009 წელს გამოქვეყნდა სამეცნიერო დასკვნა იმის შესახებ, რომ ნაბახუსევთან ბრძოლის ყველაზე კარგი ხერხი არის საუზმეზე ბეკონის ბუტერბროდის მირთმევა (პურისა და ბეკონის ერთობლიობა ორგანიზმს საჭირო ამინომჟავებით უზრუნველყოფს). ასე რომ, ბრიტანელები სწორედ ამ მეთოდს იყენებენ.

image

4. პერუში ნაბახუსევს ე.წ. "ვეფხვის რძით" უმკლავდებიან. ეს არის ნარევი, რომელშიც თევზი იყო დამარინადებული. სხვათა შორის, "ვეფხვის რძე", რომელშიც შედის ლიმონის წვენი, უმი თევზის ნაჭრები, ნიორი და კოჭა, ითვლება ასევე ძალიან ეფექტურ აღმგზნებ საშუალებად.

image


5. ნამიბიაში ნაბახუსევისთვის არსებობს ე.წ. "კამეჩის რძე" - მუქი რომის, კრემისებრი ლიქიორისა და ნაღების ნაზავი.


image

6. ვიეტნამში მარტორქას დაფხვნილი რქა ითვლება ყველა დაავადების, მათ შორის კიბოს პანაცეად, რომ აღარაფერი ვთქვათ ნაბახუსევზე.

image


7. იაპონაიში იყენებენ "უმებოსის", ძალიან მჟავე ქლიავს. თუ ქლიავი იმდენად მჟავეა, რომ შეუძლებელია პირში ჩადება, მას მწვანე ჩაიში ალბობენ.

image


8. გერმანელები ნაბახუსევისთვის სპეციალურ საუზმეს ამზადებენ ქაშაყის მარინადით, კიტრის მარინადითა და ხახვით. და რაღა თქმა უნდა, ერთი ჭიქა ცივი ლუდი.

image


9. მონღოლეთში ცხვრის თვალებს ამარინადებენ და პომიდვრის წვენს ასხამენ.

image


10. ფილიპინებში ნაბახუსევზე მიირთმევენ ბატის კვერცხებს, რომლებშიც ნაყოფი უკვე გამოსაჩეკად არის მზად.

image


აი, ასეთი მრავალფეროვანი მეთოდები არსებობს ნაბახუსევთან გასამკლავებლად. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ყველაზე ეფექტური მეთოდი: ნუ დალევთ ზედმეტს, უბრალოდ გაერთეთ და მოილხინეთ.

4
554
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
554
  
2016, 21 იანვარი, 14:45
ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ სულ რო ვკვდებოდეეეეეე
2015, 19 მარტი, 13:41
გაგაიჟდი :D:D:D
2015, 19 მარტი, 13:40
რას ამბობ, გადასარევი ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო ორი, სცადე აუცილებლად :))
2015, 19 მარტი, 13:13
ფუუუფფფ
0 1 4