x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სიმპატიური "ვარსკვლავი" მამაკაცების უშნო ცოლები - სიყვარული ბრმაა!
სიყვარული ბრმაა: მხოლოდ და მხოლოდ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ზოგ შემთხვევაში ძალიან სიმპატიურ და მდიდარ ცნობილ მამაკაცებს ცოლად არც თუ ისე ლამაზი ქალბატონები მოჰყავთ და პირიქით, უმშვენიერესი გოგოები უშნო კაცებზე თხოვდებიან.


ამჯერად წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილ, სიმპატიურ და მდიდარ მამაკაცებს თავიანთ არც თუ ისე ლამაზ მეუღლეებთან.


1. მსახიობი პირს ბროსნანი და ტელეწამყვანი კელი შეი სმიტი. მათ ერთმანეთი 1994 წელს გაიცვნეს და მალევე შეუღლდნენ. კელის სრულიადაც არ აკომპლექსებს თავისი ყოველწლიურად მზარდი ფორმები, პირიქით, ამაყობს კიდეც თავისი ქალურობით. "ის მილიონიდან ერთია და მიხარია, რომ ვიპოვე" - ამბობს პირსი. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.

imageimageimage


image


2. მსახიობები კრის ნოტი და ტარა უილსონი. ისინი ერთმანეთს 10 წლის მანძილზე ხვდებოდნენ და საერთო შვილი ქორწილამდე 4 წლით ადრე გაუჩნდათ.
imageimage

3. მსახიობები ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად აღიარებული ჰიუ ჯეკმანი უკვე 15 წელია დაქორწინებულია 13 წლით უფროს დებორაზე. ისინი ზრდიან ორ აყვანილ ბავშვს. როგორც მეუღლე ამბობს, "დებორა მსოფლიოში საუკეთესო დედაა".


imageimageimageimage

4. მსახიობი ჰიუ ლორი და თეატრის ადმინისტრატორი ჯო გრინი. როგორც ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელი აცხადებს, ჯომ იგი "ლოგიკური აზროვნებით" მოხიბლა. მათ უკვე 3 შვილი ჰყავთ.


imageimageimage

5. მარკ ცუკერბერგი და მისი კურსელი პრისცილა ჩანი. პრისცილა იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, რომლებიც მხარში ედგა მარკს სოციალური ქსელის ჩამოყალიბების პროცესში. მეუღლის თქმით, პრისცილამ იგი მოხიბლა თავისი უბრალოებითა და გულღიაობით. ახლაც კი, როცა უდიდეს ქონებას ფლობს, მეუღლის მსგავსად ქალიც სრულიად გულგრილია ძვირფასი ნივთების მიმართ.


imageimageimage


6. მსახიობი ვენსან პერესი და სენეგალელი წარმოშობის მოდელი კარინ სილა. ადრე კარინი ჟერარ დეპარდიეზე იყო გათხოვილი. მიუხედავად საერთო შვილის დაბადებისა, რამდენიმე წელიწადში მათი ქორწინება დასრულდა და დეპარდიე ყოფილი ცოლისა და ვენსან პერესის ქორწილში, არც მეტი, არც ნაკლები, მეჯვარედ მოგვევლინა. ახლა წყვილს სამი შვილი ჰყავს და მათთანვე იზრდება დეპარდიესა და კარინის გოგონაც.


imageimage

image

7. მსახიობი ჯოშ ჰოლოუეი და ინდონეზიელი მოდელი იესიკა კუმალა. "კომფორტული და ბედნიერი ცხოვრების მთავარი პირობაა გყავდეს ახლობელი ადამიანი, რომელსაც ესმის შენი და გიღებს ისეთს, როგორიც ხარ, ადამიანი, რომელსაც ყველაფერს მოუყვები. მე მყავს ასეთი ადამიანი - ჩემი ცოლი იესიკა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები" - ამბობს მსახიობი. მათ 6 წლის ქალიშვილი ჰყავთ.


image

image


7
3453
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3453
  
კარინამ დაგლიჯაააა..... ხორველის ანგელოზს არა ჰგავს?
2015, 24 მარტი, 19:17
ჯოშ ჰოლოუეი რა მახინჯი ცოლი ყავს :D
2015, 18 მარტი, 22:48
ზოგადად ვთქვი ძალიან მიყვარს მოხუცები, წარმოუდგენელია ქვენა გრძნობების გარეშე 15 წლით უფროსი ქალი როგორ უნდა შეირთო!
2015, 18 მარტი, 21:56
მარტო წლოვანებითაც ვერ ვიმსჯელებთ,ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი თავისზე 15 წლით უმცროსებზე ბევრად უკეტესად რომ გამოიყურებიან...დედაბერი კი ძალიან არაკორექტული სიტყვაა და კანონგარეშე –თუ კაცი ხარ შენ ,ასეთი სიტყვები ნამდილ მამაკაცს არ ეკადრება და თუ ქალი ხარ-შენც დაბერდები და რა მგონია მოგეწონოს ვიგაცამ დედაბერი რომ დაგიძახოს...
2015, 18 მარტი, 20:53
ახალგაზრდა კაცი დედაბერს რომ მოიყვანს ცოლად, ის სამკურნალოა. :)))
2015, 18 მარტი, 19:50
მართლაც არ არის სილამაზე მხოლოდ ფიზიკურობა,ადამიანის სულიერი სამყარო უფრო მყარი სიყვარულის საფუზველია...
2015, 18 მარტი, 16:09
:D:D:D
0 1 7