x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
კარაქი, სპრედი თუ მარგარინი - რომელ მათგანს უნდა მოვერიდოთ?
imageკარაქი, სპრედი თუ მარგარინი? - მოდით გავარკვიოთ ბოლო დროს მაღაზიის თაროებზე განსაკუთრებით მომრავლებულ ამ პროდუქტებს შორის რომელია ყველაზე მავნე ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


განვიხილოთ დეტალურად თითოეული მათგანი.


1. მარგარინი - ეს პროდუტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნეა! ეს არის ერთობლიობა ცხიმებისა, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიდროგენიზაცია (წყალბადის ატომების დამატება), რის შედეგადაც თხევადი ზეთი მყარ მასად გარდაიქმნება და წარმოიქმნა ტრანსცხიმები (შეცვლილი მოლეკულური სტრუქტურის მქონე ცხიმები). ეს ცხიმები განსაკურებით სახიფათოა ჯანმრთელობისთვის: იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ხელს უშლის მეტაბოლიზმს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ზრდის მკერდის კიბოთი, პროსტატით, დიაბეტით დაავადების რისკს. ამიტომ მარგარინი საერთოდ უნდა იქნას კვების რაციონიდან ამოღებული!


2. სპრედი - მარგარინისგან განსხვავებით, მასში არ არის ტრანსცხიმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სპრედი სასარგებლოა. ეს პროდუქტი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს, რომელსაც დამატებული აქვს ქიმიური საღებავები, გემოს გამაძლიერებლები, არომატიზატორები, რაც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნეა. თუ შევადარებთ მარგარინსა და სპრედს, ცხადია, ეს უკანასკნელი მოხმარებისთვის უფრო მისაღებია.



3. ნაღების კარაქი - ამ სამ პროდუქტს შორის იგი ყველაზე კალორიულია ( 700 კკალ. 100 გრ. პროდუქტში), თუმცა ამასთან, ყველაზე სასარგებლოც. გარკვეული რაოდენობით ცხოველური ცხიმი ორგანიზმისთვის აუცილებელიცაა. ტრანსცხიმებისგან განსხვავებით, კარაქში შემავალი ნატურალური ცხოველური ცხიმები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება და მოინელება.


სამწუხაროდ, ნამდვილი ნაღების კარაქი მაღაზიაში თითქმის არ მოიძებნება, ამიტომ უმჯობესია ეს პროდუქტი იმ ადამიანებისგან ვიყიდოთ, ვინც ოჯახურ მეურნეობაში თავად ამზადებს.



1
7879
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7879
  
2015, 17 მარტი, 16:00
G–G
0 1 1