x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ვერ მოესწრებიან" - პუტინი ცოცხალია და ყირგიზეთის პრეზიდენტისგან ქებას ისმენს.11 დღით გაუჩინარებული ვლადიმერ პუტინის გამოჩენამ მსოფლიო აალაპარაკა ( + ვიდეო )
imageბოლო დროინდელი მსოფლიო პრესა, ტელევიზია თუ სოციალური მედია მხოლოდ და მხოლოდ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს განიხილავდა, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაუჩინარებას და მის გარშემო აგორებულ " ჭორს თუ სიმართლეს" აქტიურად ავრცელებდა. მოგეხსენებათ, ბოლო 11 დღის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტზე არა ერთი ინფორმაცია გავრცელდა და ყველა მათგანი რა თმა უნდა დაუზუსტებელი იყო.
ასე გამოიყურებოდა პუტინი დღეს

საინტერესოა,  მართლა პუტინია თუ მისი ორეული?"

" .... ჭორების გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა" - ასეთი ხუმრობით დაიწყო თავისი სიტყვა ვლადიმერ პუტინმა და ფერდაკარგულმა და "Бледный вид Путин шутит" იქვე

დასძინა: - " რეალური მარიონეტების უკან ამერიკელები და ნაციონალისტური ძალები დგანან, მაგრამ რადგან ყირიმი ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა, ჩვენ მას ვერ დავკარგავთ და ვერც ვერავის დავუთმობთ, რადგან იქ რუსი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს".imageimageimageპუტინის არყოფნის ფონზე გაუჩინარების რამდენიმე ვერსია სახელდებოდა: - თითქოს და ის გადატრიალებას შეეწირა, თითქოსდა ყოფილ რუს ტანმოვარჯიშესთან ალინა კაბაევასგან მეორე შვილი შეეძინა, რის შესახებაც შვეიცარული პრესა აკეთებდა განცხადებას და მესამე ვერსიით ის მძიმედ ავად იყო. თუმცა იმასაც წერდნენ, რომ კრემლის ყველაზე საშიში ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის შეკვეთილ მკვლელობას და რუსეთში მოსალოდნელ ვნებათაღელვას შესაძლოა გაექცაო. მაგრამ როგორც ჩანს არც ერთი ვერსია გამართლებული არ აღმოჩნდა, რამდენადაც ის კვლავ აქტიურად ხვდება ამჯერად ყირგიზეთის პრეზიდენტს Almazbek Atambayev.


როგორც იტყვიან " სხეულის ენა" ექსპერტმა იცისო და დაკვირვებული ექსპერტების ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ნამდვილად არ ჰგავდა ჯანმრთელი ადამიანის ლაპარაკს, ის შესაძლოა რეალურად იყოს მძიმედ ავად, რაზეც მისი " ბლედნი" ფერიც მეტყველებს - წერს წყარო.

11-დღიანი გაუჩინარების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. "ინტერფაქსის" ცნობით, კრემლის ლიდერი სანკტ-პეტერბურგში შეხვდა ყირგიზ კოლეგას, ალმაზბეკ ატამბაევს და მას ავტომობილით კონსტანტინეს სასახლე დაათვალიერებინა.ატამბაევმა მასთან პირისპირ შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ თავადვე დარწმუნდა გავრცელებული ჭორების სიცრუეში, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არამარტო დადის, სტუმრებს მასპინძლობს და თავადვე ასეირნებს მანქანით. "როგორც რუსეთში იტყვიან, ვერ მოესწრებიან" - უთხრა შეხვედრისას ყირგიზმა კოლეგამ პუტინს.
ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე 5 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა.

1
146
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
146
  
2015, 17 მარტი, 11:41
რით ვერ "ჩაძაღლდა" ეს "სულკატიანი". :((
0 1 1