x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
რატომ დაიწყეს მამაკაცებმა წვერის გაპარსვა? - საინტერესო ექსკურსი წარსულში
ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე, სხვადასხვა კულტურისა და საზოგადოებრივი ფორმაციის პირობებში ყოველთვის იყო და მუდამ იქნება სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება წვერის ტარებასთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულება შესაძლებელია განპირობებული იყოს რელიგიური ან საზოგადოებრივი წარმოდგენებით.

რა სხვადასხვაგვარიც არ უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც მამაკაცები წვერს იზრდიან, ყოველთვის ითვლებოდა, რომ თუკი კაცი წვერს ატარებს-ის უკვე ზრდასრული, სერიოზული პიროვნებაა და უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. თავად წვერის მოზრდის პროცესი საკმაოდ რთულია და ხანგრძლივი. ის დიდ მოთმინებასა და ზრუნვას მოითხოვს მამაკაცისაგან.


image


ანტიკური დროიდან მოყოლებული წვერი მამაკაცის სიამაყის, ღირსების, ძალისა და სიბრძნის მაჩვენებელს წარმოადგენდა, ბევრ ქვეყანაში სამარცხვინოდ ითვლებოდა წვერის გაპარსვა. მას ატარებდნენ მეფეები, წინასწარმეტყველები, პატრიარქები და ...თავად იესო ქრისტეც.




image



ძველი მსოფლიო

image


უძველეს სამყაროში წვერის დანიშნულება ადამიანის სახის დაუცველი ნაწილის, კერძოდ ლოყებისა და ნიკაპის მგრძნობიარე კანის ბუნებრივი ფაქტორებისაგან დაცვა და გათბობა იყო. მისი დანიშნულება კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა და უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში წვერი მამაკაცის სახის სამშვენისად გადაიქცა.

მომთაბარე ტომებში წვერებს მუდამ დიდ პატივს სცემდნენ. მესოპოტამიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათასი წლით ადრე ასირიელები მდიდრულ წვერს ატარებდნენ და სპეციალური მოწყობილობაც კი ჰქონდათ მის დასახვევად და გასალამაზებლად. სპარსი მეომრები, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის საპირისპირო ფლანგებზე იდგნენ, ლამის მუხლებამდე ატარებდნენ წვერს. მსგავსი მოდა არსებობდა ძველ საბერძნეთშიც: სპარტანელები იმდენად სცემდნენ პატივს წვერს, რომ მისი მოპარსვა სასჯელი იყო ყველაზე საშინელი ცოდვის - ლაჩრობის შემთხვევაში.



ძველი ეგვიპტე


image


ძველ ეგვიპტეში წვერის ტარების უფლება მხოლოდ ფარაონს ჰქონდა, მაგრამ ხშირად მისი წვერი ხელოვნური იყო. ყველა სხვა მამაკაცი ვალდებული იყო წვერგაპარსული ყოფილიყო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეგვიპტელი ფარაონები წარმოადგენდნენ ღმერთ ჰორის მიწიურ ხორცშესხმას და ამიტომ აუცილებელი იყო ფარაონი მხოლოდ მამაკაცი ყოფილიყო. ქალი ფარაონი ხატშეფსუტი ოფიციალური ცერემონიების დროს მამაკაცის ტანსაცმელს ატარებდა და ხელოვნური წვერი ჰქონდა დაწებებული.



ძველი საბერძნეთი


image


ძველ საბერძნეთში წვერი სიბრძნის და ფილოსოფიის სიყვარულის გამოხატულება იყო. ძველ ბერძნებში წვერის ფორმა განსხვავებული იყო იმისდა მიხედვით, თუ რომელ ფილოსოფიურ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა ადამიანი.




როგორ დაიწყეს მამაკაცებმა წვერის გაპარსვა?


image


და უცებ მამაკაცებმა მასიურად დაიწყეს წვერის გაპარსვა....ეს მოხდა ძველ საბერძნეთში. ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელს წვერი არ ამოსდიოდა. მისმა პირადმა ექიმებმა უამრავი საშუალება სცადეს, მაგრად უშედეგოდ. მაშინ მაკედონელმა ეშმაკურ ხერხს მიმართა: მან უბრძანა თავის მებრძოლებს მოეპარსათ წვერი ვითომდა იმ მიზეზით, რომ ბრძოლის დროს მოწინააღმდეგეს წვერში ხელი არ ეტაცა მათთვის. ამრიგად, ამ მოხერხებულ ხრიკზე დიდი მხედართმთავარი წავიდა იმ მიზეზით, რომ დაემალა თავისი ბუნებრივი ნაკლი. ასე რომ, სწორედ ალექსანდრეს დამსახურება იყო, რომ ძველ საბერძნეთში მოდაში შემოვიდა "მუდამ ახალგაზრდა, ჭაბუკური სახე".

წვერის ტარების უფლება მხოლოდ მეცნიერებს და ფილოსოფოსებს ჰქონდათ.



ძველი რომი


image

საბერძნეთიდან ახალი მოდა "პირშიშველა" სახისა ძველ რომშიც გავრცელდა. თმებისა და წვერის გაპარსვის პირველი ორგანიზატორი რომის იმპერატორი ნერონი გახლდათ.

ახალგაზრდობა, ენერგია, სიცოცხლე, ნებისყოფა, ძალა და არა წლების სიმძიმე - აი რას აფასებდნენ ისტორიაში პირველი დასავლეთევროპული რესპუბლიკის მოქალაქეები ადამიანში. რომის იმპერიაში გაპარსული სახე და თმის მოკლე ვარცხნილობა ცივილიზებულობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშან-თვისება გახდა და სწორედ ამ ნიშნით გამოარჩევდნენ რომაელებს სხვა, ველური ტომების ხალხებისაგან. ძველი რომაელები წვერებიან უცხოელებს ბარბაროსებად თვლიდნენ.



ძველი ისრაელი


image
ძველ ისრაელში კითხვა-უნდა ეტარებინათ თუ არა წვერი მამაკაცს, - საერთოდ არ ისმებოდა, რადგან ითვლებოდა, რომ წვერის გაპარსვა ბუნების წინააღმდეგ წასვლა იყო. საქმე იმაშია, რომ უძველეს ბიბლიურ პერიოდში ისრაელი გარშემორტყმული იყო წარმართებით, რომელთა შორის გავრცელებული იყო ყოველგვარი უწმინდურება-ჰომოსექსუალიზმი, ლესბიანობა, ზოოფილია, ადამინების მსხვერპლად შეწირვა და სხვა საშინელებები. დროთა განმავლობაში ეს ხალხები თანდათან გადაშენდნენ.

სწორედ ამიტომ მოსეს რჯული ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ჰომოსექსუალიზმისათვის, სასტიკად იყო აკრძალული მამაკაცების წვერის გაპარსვა და მათ მიერ ქალის ტანსაცმლის ტარება, ისევე როგორც ქალებისათვის მამაკაცის ტანსაცმლის ტარება. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ბიბლიური პერსონაჟი სამსონი თმასა და წვერს არასოდეს იკრეჭდა და სწორედ მასში იყო მისი ძალა. როცა მძინარე სამსონს ჩუმად მოაჭრეს წვერი, ის დაუძლურდა და მტერმაც იოლად დაამარცხა.



ბიზანტია


image

რომის იმპერიის დაცემასთან ერთად მოდიდან გამოვიდა წვერის გაპარსვის მოდა. ეს ტრადიცია გააუქმა რომაელმა იმპერატორმა ადრიანმა II საუკუნეში. ლეგენდის თანახმად, ის წვერით ფარავდა სახეზე არსებულ ღრმა ნაიარევს.

IV საუკუნის დასაწყისიდან წვერის გაპარსვა ისევ შემოვიდა მოდაში. იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, რომელმაც ქრისტიანობა რომის იმპერიაში გავრცელებულ სხვა რელიგიებთან თანასწორუფლებიანად გამოაცხადა, წვერის გაპარსვა სავალდებულო გახადა. ქრისტიანები მისი ბრძანების შემსრულებლები გახდნენ. მათ გაპარსული წვერით იოლად გამოარჩევდნენ წარმართებისა და ებრაელებისაგან,

მაგრამ VII-IX საუკუნეებში, ქრისტიანული დაპირისპირების შემდეგ ისევ დამკვიდრდა წვერის ტარების ტრადიცია.


image




ევროპა


image

ცნობილია, რომ დასავლეთში, ევროპაში წვერს ძირითადად გერმანული ტომები ატარებდნენ, ფრანკები, პირიქით, - გაპარსულ სახეს ანიჭებდნენ უპირატესობას. წვერს არ ატარებდნენ კაროლინგების დინასტიის მმართველებიც, მათ შორის კარლოს დიდი. IX საუკუნის მინიატურებზე მამაკაცები ყველგან გამოსახულია გრძელი ულვაშებით სუფთად გაპარსული ნიკაპის ფონზე. საფრანგეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში მოვლილი წვერი მოდაში მხოლოდ მე-11 საუკუნიდან შემოვიდა. ქრისტიანული ევროპა შუა საუკუნეებში წვერს ატარებდა, თუმცა ის სხვადასხვა სიგრძის და ფორმის იყო სხვადასხვა ქვეყანაში. ასე მაგალითად, გერმანელთა მეფე ჰენრიხ III ზოგ სურათზე გრძელი წვერითაა გამოსახული, ზოგზე მოკლეთი, ხოლო ზოგან მხოლოდ ულვაშები აქვს გაპარსული ნიკაპის ფონზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეპისკოპოსმა ლე პიუმ ჯვაროსნებს, რომელთაც ანტიოქიას შემოარტყეს ალყა, მოუწოდა მასიურად გაეპარსათ წვერი, რომ ბრძოლის დროს ერთმანეთი მოწინააღმდეგეში არ არეოდათ.

ცივილიზებულ ევროპაში წვერისა და ულვაშების გაპარსვის ტენდენცია კლასიციზმის -აღორძინების ეპოქასთან ერთად დამკვიდრდა, ანუ "წვეროსანი " შუა საუკენეები "გაპარსულმა" აღორძინებამ და შიშველმა პროტესტანტიზმმა შეცვალა.

1848 წლის რევოლუციის შემდეგ წვერ-ულვაში ისევ დამკვიდრდა ევროპაში, როგორც მასიური ფენომენი, ხოლო მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედიდან უკუპროცესი დაიწყო: გაპარსული სახე გახდა დომინანტი მამაკაცის გარეგნულ იერსახეში.


წვერიანი და გაპარსული სახის ცვალებადობადობა მამაკაცის მოდაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც მამაკაცის იდეალის სახესხვაობა ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში. ცნობილ ევროპელებს შორის, ვინ წვერს ატარებდა, იყვნენ: ფრანცისკო I, ჰენრიხ VIII, კარლ IX, კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი, ვიქტორ ჰიუგო, ჩარლზ დარვინი, კლოდ მონე, ჯუზეპე ვერდი, ლეონარდო და ვინჩი, ჟიულ ვერნი და უამრავი სხვა ცნობილი თუ არაცნობილი პიროვნება.


image


სანამ დასასრულს მივუახლოვდებოდეთ, ერთი საინტერესო ფაქტი მინდა შემოგთავაზოთ: ყველაზე გრძელწვერა ადამიანად მსოფლიოში ითვლება ჰანს ლანგსეტი (Hans Langseth). მან შეძლო 563, 88 სანტიმეტრი სიგრძის წვერი გაეზარდა. ეს ფოტო 1912 წელსაა გადაღებული, როცა რეკორდსმენი 66 წლის იყო.


image



P.S. პოსტის დასასრულს სასიამოვნო განწყობისათვის მინდა შემოგთავაზოთ ერთი სახალისო ვიდეოკლიპი, რომელიც სწორედ დღევანდელ თემას-წვერს უკავშირდება.




4
2541
21-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2541
  
2015, 21 მარტი, 12:52
გაიხარეთ...სად დაიკარგეთ?:)
2015, 21 მარტი, 6:56
კარგი იყო ძალიან...
2015, 16 მარტი, 18:53
:) მადლობა არაჩანდა
2015, 16 მარტი, 18:45
საინტერსო იყო
0 1 4