x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნახმარი ქალების მოყვანა აღარაა სირცხვილი და ნახმარი კომპიუტერი რა გაუხდათ

image„თავისუფალი საქართველო“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიაში ახალი კომპიუტერების შეძენას აპროტესტებს.
„ვინც შევიდა ახალი თანამდებობის პირი და დახვდა, თუნდაც 6 თვის ნაყიდი კომპიუტერი, ადგა და გამოცვალა. არ შეიძლება ნახმარიო და ახალი კომპიუტერები იყიდეს. როცა, ჩვენდა საუბედუროდ, ამ ქვეყანაში, ნახმარი ქალების მოყვანა აღარაა სირცხვილი და ნახმარი კომპიუტერი რა გაუხდათ, ნამდვილად არ ვიცი. კეთილი ინებონ და კომპიუტერი თუ მუშაობს, დაანებე 21-ე საუკუნის ბოლო გამოშვებას თავი და იხმარე ის, რაც არის”, - განაცხადა წულაიამ.
წულაიას აღნიშნული განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის კომენტარი, რომლის ციტირებაც კი დაუშვებლად მიმაჩნია მისი ესოდენ სექსისტური ხასიათის გამო, შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის“.

1
217
3-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
217
  
2015, 17 მარტი, 16:29
რას ერჩი მართალია :))))))))))))))
0 1 1