x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508538
რა განსხვავებაა თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის? - ეს უნდა იცოდეთ!

image

კვერცხი - ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. არავინ დავობს იმაზე, რომ სოფლიდან ბებოს გამოგზავნილი, ეზოს დედლის კვერცხი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.


მაგრამ ამჯერად შევჩერდებით მაღაზიის, ბრენდულ კვერცხებზე. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ გვხვდება როგორც თეთრი, ასევე ყავისფერი კვერცხები, და რამდენადაც ეს უკანასკნელნი ბებოს მიერ გამოგზავნილ კვერცხებს ფერით უფრო წააგავს, თან, ხშირ შემთხვევაში, უფრო ძვირიც ღირს, ყიდვისას სწორედ მათ ვანიჭებთ უპირატესობას.


image
და რა ხდება სინამდვილეში? მართლა უფრო სასარგებლოა თუ არა ყავისფერი კვერცხი?


პასუხი ძალიან მარტივია: ძაღლის თავი თავად ქათამშია დამარხული. თეთრი ფერის ქათმები თეთრ კვერცხებს დებენ, მუქი ფერის დედლები კი მუქი შეფერილობის კვერცხებს გვაძლევენ. კვებითი ღირებულება კი ორივე ფერის კვერცხს ერთნაირი აქვს. ასე რომ, განსხვავება მხოლოდ ნაჭუჭის ფერშია.



ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ქათმის კვერცხს უფრო მაგარი და სქელი ნაჭუჭი აქვს. რაც შეეხება, ქათმის კვებას, ამან გავლენა შეიძლება იქონიოს მხოლოდ კვერცხის გულის ფერზე და გემოზე.


და მაინც, რატომ ღირს ყავისფერი კვერცხი უფრო ძვირი?


საქმე ის არის, რომ მუქი ფერის ქათმები უფრო დიდებია, შესაბამისად, კვერცხებსაც უფრო დიდებს დებენ. სულ ესაა.


ასე რომ, თუ კვერცხს მაღაზიაში ყიდულობთ, ნუ მიანიჭებთ უპირატესობას ყავისფერს იმ იმედით, რომ რახან ძვირია, მეტად სასარგებლო იქნება. სინამდვილეში ისინი არაფრით განსხვავდება თეთრი კვერცხებისგან.

0
4331
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0