x
image
მანჩო 777
ოცი ცნობილი მითი, უარყოფილი "მითების დამანგრევლების" მიერ
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია არხ "დისქავერზე" გასული სამეცნიერო-პოპულარული გადაცემების სერიის "მითების დამანგრეველნი"-ს შესახებ. პროექტის არსებობის მთელი დროის განმავლობაში სახელგანთქმულმა "ლეგენდების დამანგრევლებმა" მოახერხეს რამოდენიმე ასეული საყოველთაოდ ცნობილი მითის უარყოფა და გაქარწყლება. აი ზოგიერთი მათგანი, ყველაზე გავრცელებული და განხილვადი.


image





1. ზვიგენები-სიკვდილის მანქანები ევოლუციური განვითარების პიკზე იმყოფებიან


image

"მითების დამანგრევლებმა" შეამოწმეს ზვიგენებთან დაკავშირებვული უამრავი ლეგენდის სისწორე. მაგალითად, თითქოსდა მათ შეუძლიათ ნავის გადაბრუნება და ნახვრეტის გაკეთება მის ფსკერზე (ეს მითები არ დადასტურდა); რომ მათ შეუძლიათ იყნოსონ სისხლის ერთი წვეთიც კი უზარმაზარ აუზში (თუ ლაპარაკია თევზებზე, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ადამიანის სისხლის ერთი წვეთის სუნს ზვიგენები ვერ გრძნობენ); რომ თუ თავს მოიმკვდარუნებ, ზვიგენი აღარ დაგესხმება თავს (უმრავლეს შემთხვევაში ეს აზრი მცდარი აღმოჩნდა) და ის, რომ ზვიგენებმა ევოლუციური განვითარების პიკს მიაღწიეს და უცვლელნი არიან უკანასკნელი 400 მილიონი წლის განმავლობაში (ეს ფაქტიც უარყოფილი იქნა).



2. შეუძლებელია გადაყლაპო ერთბაშად ერთი სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი


image



"მითების დამანგრევლებმა" ეს ექსპერიმენტი ჩაატარეს და ის წარმატებით დასრულდა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მის გამეორებას გადაწყვეტთ, მხედველობაში იქონიეთ ის ფაქტი, რომ ეს ქმედება ძალზე სახიფათოა, ან თუნდაც რატომ უნდა გააკეთო ეს, - არ მესმის.



3. ექო არ იმეორებს იხვების ხმას


image

არადა იმეორებს, უბრალოდ მისი მოსმენა ძალზე ძნელია. მოყიყინე იხვების ექოს ხმა ძალიან ჰგავს თვითონ ყიყინს, ამიტომ რთულია გაარჩიო, სად მთავრდება იხვების ხმა და სად იწყება ექო.



4. ალკოტესტერის მოტყუება შესაძლებელია, თუ შეჭამთ ერთ თავ ხახვს ან გამოივლებთ პირში სავლებ სითხეს.


image

"მითების დამანგრევლებმა" უამრავი ხალხური მეთოდი გამოსცადეს აპარატის წინააღმდეგ, რომელიც მძღოლების სისხლში ალკოჰოლის შემცველობას ავლენს, მაგრამ ყველა ეს მეთოდი არაეფექტური აღმოჩნდა. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ალკოტესტერის გარდა სისხლის ანალიზიც არსებობს, რომელსაც ხახვით და ნიორით ნამდვილად ვერ მოატყუებთ.



5. ადამიანი შეიძლება მოკვდეს, თუ ძალიან დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი მონეტა დაეცემა თავში


image

არავითარი ამის მსგავსი არ ხდება: მონეტა ძალიან პატარაა და მისი სიმკვრივე კი მცირე იმისათვის, რომ ლეტალური შედეგი მივიღოთ. "დამანგრევლებმა" შაშხანიდანაც კი სცადეს მონეტის სროლა, მაგრამ ჩამოვარდნისას მას არავისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია.



6. დაბენილ კბილს უნარი აქვს მიიღოს რადიოსიგნალები


image


აბსოლუტური სისულელეა-დაასკვნეს "მითების დამანგრევლებმა" (რა თქმა უნდა, თუ ბჟენში (პლომბში) თქვენ საიდუმლო მინიატურული რადიომიმღები არ დაგიმონტაჟეს). სხვა დანარჩენ შემთხვევაში დაბჟენილი კბილი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი კბილისაგან.



7. მობილური ტელეფონით სარგებლობამ მანქანაში ბენზინის ჩასხმის დროს შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს


image

მანქანის ავზის ავსების დროს აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს საწვავის დიდი რაოდენობით აორთქლებამ და ელექტროსტატიკურმა განმუხტვამ - მობილური ტელეფონი აქ არაფერ შუაშია. სტატიკური განმუხტვა შესაძლებელია მოხდეს იმ დროს, როცა თქვენ ჯდებით მანქანაში ან გადმოდიხართ იქედან.



8. თუ სათამაშო ბანქოს დიდი სისწრაფით ვესვრით ადამიანს, მას შეუძლია კანი გაუჭრას


image

"მითების დამანგრევლების" ყველაზე დახელოვნებულმა ბანქოს მსროლელმა შეძლო განევითარებინა ბანქოს სიჩქარე 40 კმ/სთ. ასეთ კარტს არანაირი ზიანის მიყენება კანისათვის არ შეუძლია. "დამანგრევლებმა" მანქანაც კი გამოიგონეს, რომელიც ბანქოს 250 კმ/სთ სიჩქარით ისროდა, მაგრამ ეს სიჩქარეც არ აღმოჩნდა საკმარისი კანის გასაჭრელად. (ასე რომ, "ჯოკერის" თამაშის დროს წაგების შემთხვევაში შეგიძლიათ მოწინააღმდეგეს მთელი ძალით შეაყაროთ ბანქო სახეში-მას არაფერი დაუშავდება, -ეს რა თქმა უნდა ხუმრობით).




9. მოძრავი ქვიშა ადამიანს ითრევს მანამ, სანამ ის მთლიანად არ დაიფარება ქვიშით და არ გაიგუდება


image

ეს მითი ჰოლივუდელი რეჟისორების ფანტაზიის ნაყოფია. მოძრავი ქვიშის სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე მეტია. რაც მეტია სიმკვრივე, მით უფრო იოლია ამა თუ იმ ზედაპირზე გაჩერება, ამიტომ თქვენ უბრალოდ "იცურებთ" ამ ქვიშის ზედაპირზე და მასში დახრჩობა სულაც არ გემუქრებათ.



10. თუ დიდი სიმაღლიდან ვარდნის დროს ხელთ გაშლილი ქოლგა გექნებათ, ვარდნის სიჩქარე შეცირდება და გადარჩენის შანსიც მეტია


image

ასე მხოლოდ მულტფილმებში ხდება, სამწუხაროდ. კიდეც რომ შემცირდეს ვარდნის სიჩქარე, ეს იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ ვერაფრით დაგეხმარებათ.




11. ლიფტის ვარდნის დროს გადარჩენა შესაძლებელია, თუ მისი მიწაზე დაცემის მომენტში ჰაერში ახტებით


image

ეს ლეგენდა ერთი შეხედვით ლოგიკური ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ის, რომ ზუსტად შეარჩიოთ ლიფტის ძირს დაცემის და ახტომის მომენტი, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს კიდეც რომ მოახერხოთ, ლიფტის ვარდნის სიჩქარე იმდენად დიდი იქნება, რომ თქვენ მის ჭერს თავს ისეთი ძალით მიარტყამთ, რომ ეს ნახტომი სავალალო შედეგით დასრულდება.




12. სახანძრო ვერტმფრენს შეუძლია აუზიდან წყლის ამოტუმბვის დროს აკვალანგისტიც შეისრუტოს და შემდეგ ის უშუალოდ ხანძარში გადაისროლოს


image

ეს სრული სისულელეა. ჯერ ერთი, შანსი იმისა, რომ აკვალანგისტი მოხვდეს ზუსტად იმ აუზში, საიდანაც სახანძრო ვერტმფრენი წყალს იღებს, თითქმის არ არსებობს; მეორეც - რაც არ უნდა პატარა ტანის იყოს მყვინთავი, მაინც არ შეეტევა იმ მილში, სადაც ამოტუმბულმა წყალმა უნდა გაიაროს.



13. ობობებიდან ყველაზე შხამიანია გრძელფეხება ობობა, მაგრამ მას არ შეუძლია ადამიანს უკბინოს პირის არარსებობის გამო


image


უბრალოდ ქალაქური ლეგენდაა და მეტი არაფერი, ამ მითს სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს.



13. ავტომობილი შეიძლება მწყობრიდან გამოვიყვანოთ, თუ მის ბენზინის ავზში ცოტაოდენ შაქარს ჩავყრით


image


ეს ლეგენდაც არ გამოდგა მართალი, უფრო მეტიც, როცა ერთ-ერთი "დამანგრეველის" მანქანის ბენზინის ავზში შაქარი ჩაყარეს, მან გაცილებით მეტი სიჩქარე განავითარა.



15. თუ კბილის ჯაგრისი აბაზანაში ნიჟარის თავზე გვიდევს თავღია ჭიქაში, მაშინ მას შეუძლია შეისრუტოს მიკრობები უნიტაზის ჩარეცხვის დროს


image


ამ მითის სინამდვილე დადასტურებული არ იქნა, თუმცა არც მთლიანად იყო უარყოფილი. საქმე იმაშია, რომ ყველა საკვლევი კბილის ჯაგრისზე, რომელიც ექპერიმენტში მონაწილეობდა, მართლაც აღმოჩნდა ფეკალური მასების ბაქტერიები.




16. აკვარიუმის ოქროს თევზს არ შეუძლია სამ წამზე მეტი ხნის განმავლობაში რაიმეს დამახსოვრება


image


ეს სიმართლე არაა. ექსპერიმენტის დროს "მითების დამანგრეველებმა" თევზს ასწავლეს, თუ როგორ უნდა შემოევლო რაიმე დაბრკოლებისათვის და ეს მანევრი თევზს ერთი თვის შემდეგაც მშვენივრად ახსოვდა.




17. ძირს დავარდნილი საჭმელი შეიძლება ჭამოთ, თუ ის მას დავარდნიდან ხუთი წამის განმავლობაში აიღებთ


image

სინამდვილეში სულაც არა აქვს მნიშვნელობა, 5 წამი ეგდება საკვები ძირს თუ 5 წუთი, მასზე მოხვედრილი მიკრობების რაოდენობა ამით სულაც არ შეიცვლება.




18. ნილ არმსტრონგს სულაც არ დაუდგამს ფეხი მთვარეზე


image

მათ, ვინც თვლიან, რომ ნილ არმსტრონგი არასოდეს ყოფილა მთვარეზე, ამის დასამტკიცებლად უამრავი არგუმენტი მოჰყავთ, რომლებიც უარყოფილი იქნა "მითების დამანგრევლების" მიერ: ის, რომ მთვარეზე გადაღებულ ერთ-ერთ სურათზე არმსტრონგი წესით არ უნდა ჩანდეს (ეს სიმართლე არაა, მთვარეზე სრულიად სხვა განათებაა, ვიდრე დედამიწაზე); ის, რომ დროშა უჰაერო სივრცეში არ შეიძლება გაიშალოს (შეიძლება); ის, რომ მთვარის ზედაპირზე არ ყოფილა ასტრონავტის ფეხის ანაბეჭდები (არადა იყო) და რომ ცნობილი ვიდეო შეიძლება გადაღებული იყოს დედამიწაზე, გადასაღებ პავილიონში, უბრალოდ არმსტრონგს რეჟისორმა თხოვა ეხტუნა და შენელებულად ემოძრავა, ვითომდა უჰაერო სივრცეში მოძრაობდა( საინტერესო და სახალისო მოსაზრებებია, მაგრამ სინამდვილეს არ შეესაბამება).



19. თუ ოთახიდან ცოტა ხნით გავდივართ, უფრო ეკონომიურია შუქი ჩართული დავტოვოთ, ვიდრე ცოტა ხნით გამოვრთოთ


image

"დამანგრევლებმა " დაადგინეს შემდეგი: შუქის ჩართვაზე იხარჯება იმდენი ენერგია, რამდენსაც ხარჯავს ანთებული ნათურა ერთი წამის განმავლობაში (ლუმინესცენციური ნათურების გამოკლებით, რომელთა ანთებაზე იხარჯება იმდენი ენერგია, რამდენიც დაიხარჯებოდა ანთებული ნათურის მიერ 23 წამის განმავლობაში); უფრო მეტიც: ჩართვა და გამორთვა არანაირად არ მოქმედებს ნათურის მუშაობის ხანგრძლივობაზე. ასე რომ გაცილებით ეკონომიურია შუქის გამორთვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოთახიდან რამდენიმე წუთით გადიხართ.



20. წყალქვეშ დარჩენა დიდხანსაა შესაძლებელი, თუკი ჰაერს ავტომობილის საბურავიდან შეისუნთქავთ


image


ეს მითები მხოლოდ და მხოლოდ კინოში ხდება. ექსპერიმენტში მონაწილე "მითების დამანგრევლებმა" ვერანაირად ვერ მოახერხეს წყალქვეშ იმდენი ჰაერის შესუნთქვა ავტომობილის საბურავიდან, რომ ის სუნთქვისათვის საკმარისი ყოფილიყო.




პოსტის დასასრულს ბონუსის სახით მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეო "მითების დამანგრევლების" მიერ ჩატარებული ერთი უცნაური ექპერიმენტის შესახებ.


1
225
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
225
  
2015, 14 მაისი, 2:04
Chemi usayvarlesi gadacema :)
0 1 1