x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უნიკალური ქართული ფოტომატიანე
image


წყარო: "ჯეოსელისა და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი "ციფრული მატიანე"


ქვემოთ გაეცნობით გასული საუკუნის უნიკალურ ფოტომატიანეს სადაც აღბეჭდილი არიან ლეგენდად ქცეული ჩვენი ერის ღირსეული შვილები.


1- ლეგენდარული მსახიობი მარინა თბილელი და მისი ქალიშვილი, მსახიობი და ბაია დვალიშვილი


image

2-საქართველოს ბულბული, ჰამლეტ გონაშვილი


image



3-მსახიობი დალი წერეთელი, მსახიობ გოგოლა კალანდაძის დედა.


image



4-ზაალ სამადაშვილი, აკა მორჩილაძე, ირაკლი ჯავახაძე და დავით ტურაშვილი.კედელზე ჩამოკიდებულ პლაკატს შეხედეთ და მიხვდებით ფოტო რომელ პერიოდშია გადაღებული.

image



5-მსახიობი ლია ელიავა

image


6-რეზო და ციალა თაბუკაშვილები

image


7-გურამ რჩეულიშვილი, გარდაიცვალა 26 წლის ასაკში, უცნობი რუსი გოგონას სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა.

image



8-ნატო ვაჩნაძე და ომარ ჩიტაია, კადრი ფილმიდან "აკაკის აკვანი".

image



9-ქართველი ერის უდიდესი მამულიშვილი, რომელმაც ქართული ეროვნული საგანძური განიავებისგან იხსნა, -ექვთიმე თაყაიშვილი.

image



10-ქართველი ცისფერყანწელები:გიორგი ლეონიძე, პაულო იაშვილი და ტიციან ტაბიძე.

image



11-ქართული ფეხბურთის ლეგენდა ბორის პაიჭაძე

image


12-მსოფლიოს 4 გზის და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი და მისი მწვრთნელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე .

image



13-ლატავრა ფოჩიანი, ლეგენდარული მოცეკვავე.

image


14-
ჯანსუღ კახიძე და ნანი ბრეგვაძე.

image



15-ქსოვრელები-გრიშა ქსოვრელი და "სოინარი" თბილისობაზე.

image



16-მსახიობი ლიკა ქავჟარაძე.

image



17-ორი ჩემპიონი: ნანა ალექსანდრია(გიგა ბოკერიას დედა) და თინათინ ლეკვეიშვილი.

image


18-ქართული კალათბურთის კორიფე ნიკოლოზ დერიუგინი.

image


19-გოჩა აბაშიძე 50-იანი წლების კინო-ვარსკვლავი იყო. მსახიობს ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ტრაგიკულად დაიღუპა 24 წლის ასაკში.

image



20-ლიანა ასათიანი და მედეა ჯაფარიძე(კადრი ფილმიდან "ეთერის სიმღერა").

image



21-ლეგენდარული "ოქროს ბიჭები", 1964 წლის ჩემპიონები:მიხეილ მესხი, (მსახიობ მიშა მესხის პაპა) ზაურ კალოევი და სერგო კოტრიკაძე დამწყებ ფეხბურთელებთან ერთად.

image



22-გელა ჩარკვიანი, მეუღლესთან ნანა თოიძესთან და პატარა ირაკლისთან ერთად.

image



23-ციცინო ციციშვილი და ოთარ კობერიძე ფილმ "სხვისი შვილების" გადაღების დროს.

image



24-მერაბ კოსტავა და მისი მეუღლე რუსუდან ბერიძე.

image



25-მერაბ თაბუკაშვილი და კოტე მახარაძე.

image

7
2119
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2119
  
2015, 29 მარტი, 14:03
ძალიან კარგი სტატიაა
2015, 13 მარტი, 22:34
რა პოზიტიური სტატიაა, განვიტვირთე.
2015, 13 მარტი, 14:49
გაიხარე გენაცვალე
2015, 13 მარტი, 14:48
ძალიან კარგია, ბავშვობაში გადამისროლე, სულ სხვა სამყაროში, სადაც ყველას უხაროდა სხვისი წარმატება და ბოროტებისა და შუღლის გარეშე ცხოვრობდა, რასაც ეხლა მოცემულ მომენტში ვერ ვიტყოდი. (გავაზიარე)
2015, 13 მარტი, 13:22
ლამაზი წარსული...
2015, 13 მარტი, 13:19
და მატიანე
2015, 13 მარტი, 13:17
ნოსტალგია:(
0 1 7