x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ფოტოზე რომ კარგად გამოვიდეთ: მონიკა ბელუჩის ფოტოგაკვეთილი

imageდღეს ფოტოების გადაღება ბევრი მოზარდისა თუ უკვე ზრდასრულის ჰობია. ეს ყველაფერი კი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით გამარტივდა. არიან ისეთებიც, რომლებიც ფოტოების გადაღებაზე ცალსახად უარს ამბობენ, რადგან თვლიან, რომ არაფოტოგენურები არიან. იმისთვის, რომ ფოტოებზე კარგად გამოიყურებოდეთ სულ რამდენიმე ხრიკის ცოდნაა საჭირო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფოტოებს დიდი სიამოვნებით გადაიღებთ, მოყვარულებს კი ნაკლები კადრის გაფუჭება მოგიწევთ.ყველა დროის ულამაზეს ქალად აღიარებული იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი რამდენიმე ხრიკს გვთავაზობს.

1. მოვიშოროთ მუცელი.

მუცელი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი ცხიმი გროვდება. არასასურველი მუცლის დამალვა სულ ადვილია, ამისათვის საკმარისია ოდნავ უკან გაზნიქოთ წელი. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო გიჩანდეთ მუცელი, სხვადასხვა პოზები

კი სწორედ ამაში დაგეხმარებათ.imageimageimageimage2. მოიშორეთ ღაბაბი.

ეს ძალიან მარტივია, საკმარისია გადახაროთ თავი ცოტათი უკან.imageimage
3.მოხდენილი თეძოები.

თუ ერთ ფეხს ოდნავ წინ წამოწევთ, ხოლო სიმძიმეს მეორე ფეხზე გადაიტანთ თქვენი მასიური თეძოები უფრო თხელი გამოჩნდება. ამ პოზაში ერთი თეძო მეორეზე უფრო მაღლა ჩანს და მათ შორის მანძილი მცირდება.imageimageimage


4. გაბუშტული ცხვირი და მრგვალი სახე? სასოწარკვეთას ნუ მიეცემით გადაიღეთ სურათი პროფილში. ასე შეძლებთ დაითხელოთ პუტკუნა ლოყები, მრგვალი ან კვადრატული სახის ფორმა და გაბუშტული ცხვირი. imageimage5. არ დაახამხამოთ თვალები. ეს ზოგჯერ ძნელია, მაგრამ არსებობს ერთი ხრიკი-არ უყუროთ კამერას ობიექტივში, იყურეთ ოდნავ ზემოთ, ქვემოთ ან გვერდზე. imageimageimage


1
2085
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2085
  
2015, 11 მარტი, 22:37
კარგი სტატიაა ძალიან..
0 1 1