x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508468
თანამედროვე ეტიკეტის 20 ოქროს წესი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
imageეტიკეტის, ანუ ზრდილობისა და სხვის მიმართ პატივისცემის გამოხატვის წესების დაცვას საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გთავაზობთ 21-ე საუკუნის ეტიკეტის რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომელთა დაცვა სხვების თვალში თქვენს ავტორიტეტს საგრძნობლად აამაღლებს.


1. ნურასდროს მიხვალთ სტუმრად წინასწარ დარეკვის გარეშე.


2. რა სტატუსიტაც არ უნდა სარგებლობდეთ, შენობაში შესვლისას იქ მყოფებს ყოველთვის პირველი მიესალმეთ.


3. თუ თქვენ მამაკაცი ხართ, ნუ გაუწვდით ხელს ქალბატონს ჩამოსართმევად. მაგრამ თუ მან პირველმა გამოგიწოდათ, ჩამოართვით ნაზად.



4. რესტორანში დანახარჯის გადახდა: თუ თქვენ წარმოთქვით ფრაზა "მე გეპატიჟებით", ესე იგი, თქვენ იხდით თანხას. თუ ქალი პატიჟებს საქმიან პარტნიორს, იხდის თავად ქალი. თუ გამოიყენეთ ისეთი ფორმულირება, როგორიცაა "მოდით რესტორანში წავიდეთ" - ეს ნიშნავს, რომ ყველამ საკუთარი დანახარჯი უნდა აანაზღაუროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამაკაცი თავად იჩენს ქალის დანახარჯის გადახდის ინიციატივას.


5. არასოდეს დადოთ სველი ქოლგა გასაშრობად გაშლილ მდგომარეობაში - არც სტუმრობისას და არც ოფისში. დაკეცეთ და დადეთ სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ადგილზე ან ჩამოკიდეთ.


6. ჩანთას ნურასდროს დადებთ თქვენსავე სკამზე, არც მუხლებზე დაიდოთ. მცირე ზომის ხელჩანთა, ე.წ. კლაჩი შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ, დიდი ზომის ჩანთა კი სკამის საზურგეზე ჩამოკიდეთ ან იატაკზე მოათავსეთ.


7. არ გამოიყენოთ ჭარბი რაოდენობით სუნამო. თუ საღამოსთვის თქვენ ისევ გრძნობთ საკუთარი სუნამოს სურნელს, იცოდეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში გარშემომყოფნი ძალიან შეწუხებულნი იქნებოდნენ.


8. თუ თქვენ ვინმესთან ერთად ქუჩაში მიდიხართ და იგი ნაცნობს მიესალმა, თქვენც მიესალმეთ.


9. ცელოფნის, ისევე, როგორც ქაღალდის პარკების ტარება მხოლოდ მაღაზიიდან პროდუქტის სახლამდე მისატანადაა მიღებული, სხვა რამისთვის მათ ნუღა გამოიყენებთ.


10. მამაკაცმა არასოდეს არ უნდა შესთავაზოს ქალს ხელჩანთის ან პალტოს წამოღება.


11. ხალათი და პიჟამო ჩაიცვით მხოლოდ საწოლიდან სააბაზანოში და სააბაზანოდა საწოლში მისვლის დროს - ეს არ არის მთელი დღე, თუნდაც სახლში ჩასაცმელი ტანისამოსი.


12. ბავშვის ოთახში შესვლამდე, თუნდაც თქვენი საკუთარი შვილი იყოს, აუცილებლად დააკაკუნეთ. ასე აღარც ის შევა სხვის ოთახში დაუკაკუნებლად.


13. ხელთათმანზე ბეჭდის გაკეთება მიუღებელია, სამაჯური - დასაშვებია. ადრე ბრილიანტის სამკაულის ტარება მხოლოდ საღამო ხანს იყო მიღებული და ისიც მხოლოდ გათხოვილი მანდილოსნებისთვის, ახლა კი დღისითაც შეგიძლიათ გაიკეთოთ. ახალგაზრდა გოგონებისთვისაც უკვე მიღებულია.


14. შენობაში შესვლისას ქალმა შეიძლება არ მოიხადოს შლიაპა, მაგრამ უნდა მოიხადოს თბილი ქუდი.


15. ლიფტში პირველი ყოველთვის მამაკაცი შედის. ხოლო იქიდან პირველი გამოდის ის, ვინც უფრო ახლოსაა კართან.


16. ავტომობილში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება მძღოლის უკან ადგილი და მას ქალი იკავებს, კაცი კი გვერდით უჯდება. მანქანიდან გადმოსვლისას მამაკაცი ქალს კარს უჭერს და ხელს უწვდის. თუმცა საქმიან ეტიკეტში კაცები ამ წესს სულ უფრო ხშირად არღვევენ, თავად ფემინისტი ქალების მოთხოვნიდან გამომდინარე: "ბიზნესში არ არსებობს ქალი და მამაკაცი."


17. თუ ბოდიშის მოხდის შემდეგ თქვენ გაპატიეს, აღარ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და ხელმეორედ ბოდიშს ნუღა მოიხდით, უბრალოდ აღარ ჩაიდინოთ იგივე საქციელი.


18. სტუმრად ყოფნისას ყველას გასაგონად ნუ იტყვით, რომ დიეტაზე ხართ ან არ სვამთ, ეს ცუდ ტონად ითვლება. პირიქით, შეაქეთ მასპინძლის კულინარიული შესაძლებლობები. საჭმელი კი შეგიძლიათ მხოლოდ გასინჯოთ, ისევე, როგორც ღვინო.


19. საზოგადოებაში ნურასოდეს დაიწყებთ ისეთ თემებზე საუბარს, როგორიცაა პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა და ფული. ხოლო თუ სხვამ ჩამოაგდო ამაზე საუბარი და შეკითხვით მოგმართათ, თავაზიანად მიუგეთ, რომ არ გსურთ ამაზე საუბარი.


20. 12 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანს საზოგადოებაში თქვენობით უნდა მიმართოთ - ოფიციანტი იქნება ეს, მძღოლი თუ ოფისის თანამშრომელი. გამონაკლისს მხოლოდ ახლო მეგობრები წარმოადგენენ.


და ბოლოს, ჯეკ ნიკოლსონის ცნობილი გამონათქვამი ეტიკეტის დაცვის შესახებ:


image
" მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ კარგი მანერების დაცვას. როგორ გადავაწოდოთ თეფში. არ გავძახოთ ერთი ოთახიდან მეორეში. არ გავაღოთ დახურული კარი დაკაკუნების გარეშე. გზა დავუთმოთ ქალბატონს. მიზანი ამ უთვალავი მარტივი წესისა მხოლოდ ერთია - გავხადოთ ცხოვრება უკეთესი. ეს არ არის რაღაც აბსტრაქცია, ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი, ურთიერთპატივისცემის ენაა."


0
769
15-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
769
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0