x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შოთა დემინაშვილის წარმატების ფორმულა

„იყო და არა იყო რა, იყოშოთა დემინაშვილი
ადამიანი რომელსაც ეძინა, ეძინა და როცა გაეღვიძა თქვა:
მე მეძინა და მესიზმრა, რომ ცხოვრება ბედნიერებაა.

გავიღვიძე და მივხვდი, რომ ცხოვრება- ვალია.

მე დავიწყე შრომა და მივხვდი, რომ ვალი- ეს ბედნიერებაა.“


და ამ დაუღალავი შრომით და ცხოვრებასთან გასასწორებელი
ვალით ცხოვრობს დღესაც

როცა იყო ბავშვი


სულაც არ იყო მისი ცხოვრება ლაღი, და
ბედნიერი, იმ ეპოქაში როცა არავის უჭირდა, მას უჭირდა, ცხოვრობდნენ დედა და შვილი,
ამბობენ დედას სულ 80 მანეთი ქონდა ხელფასი, 40 მანეთს ბინის ქირაში იხდიდა, ხოლო დანარჩენი 40-ით კი თავს ირჩენდნენ...
მაშინ როცა ადამიანებს ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალმნად, ამ
ოჯახში ყველაფერი სანატრელი იყო...
ბიჭი რომელსაც დედა ზრდიდა მხოლოდ
მეზობლების შემყურე უყურებდა სამყაროს, არც კინოს ფული ქონდათ ოჯახში და არც
ტელევიზორი გააჩნდათ სახლში, მისთვის მისი თანატოლებისაგან გასხვავებით მოსკოვიდან
ჩამოტანილი ფეხსაცმელი სულაც არ იყო ოცნება, ნეტა იმდენი ქონოდა დედას, რომ „ატელიაში“ შეკერილი
ფეხასცმელი ეყიდათ...
მაშინ როცა თელაველები არაბულ
ტახტებს ყიდულობდნენ და რიგიდან
საძინებლის მოწყობილობას იწერდა, მათ სახლში ჩეულებრივი „ლეჟანკა“ იდგა, რომელიც
საღმოს იშლებოდა და დილით იკეცებოდა...
ოცნებები კი მუდამ არსებობდა,
არსებობდა და არ ქრებოდა...
ოცნების ასრულების ფორმულაზე
ფიქრობდა ბიჭი ძილის წინ,
და ბოლოს სულ ბოლოში მიხვდა, რომ
ოცნებების ასრულება მხოლოდ დაუღალავი და უთაკილო შრომით ხდება...
და ასე გაჩნდა იმ ერთ პატარა ოთახში
იმედი, რომ ოდესრაც ყველაფერი კარგად იქნებოდა...
13 წლის მისი თანატოლი ბიჭები იმ დროს მშობლებს არდადეგებზე ან
ესენდუკში მიყავდათ, ან საირმეში, ან სოხუმში და ანაც ურეკში...
13 წლის შვილებისათვის მაშინ ბანკში
უკვე ანგარიშს ხსნიდნენ და იწყებდნენ ფიქრს სად უნდა ესწავლათ, მათ შვილებს
ოდესაში, თბილისში თუ ლენინგრადში .
მაგრამ იმ პატარა ერთ ოთახში არსებულ
დედა შვილის ოჯახში სხვა რამეზე ფიქრობდნენ, დედა ფიქრობდა დილით ადრე ამდგარიყო
და სამსახურში არ დაეგვიანა, შვილი კი მშენებლობაზე ეძებდა ადგილს. იმ დროს
ყველაზე უცნაური ალბათ ის იყო, რომ 13 ბიჭმა მუშაობა დაიწყო,
დღესაც ახსოვს პირველი ხელფასი,
იყიდა: ახალი ლეჟანკა, პირველად შეიძინა
ფეხსაცმელი, და ტელევიზორი „ჰორიზონტი“...
მიხვდა, რომ შრომით „ გაუმაძრარი უნდა
გამხდარიყო“ ...
აი ასე შეაგროვა 500 მანეთი, და 15
წლის ასაკში მედიკო მეზვრიშვილთან მივიდა დედასთან ერთად... 15 წლიანი ბინის
ლოდინის შემდეგ, რაიკომიდან ნებრთვა მიიღო
და ერთ ოთახიანი ბინა იყიდა...
ახლაც ახსოვს თავის სახლში, საკუთარი
ჭერის ქვეშ პირველი უძილო ღამე,
ალბათ იმ ღამეს საკუთარ თავს შეპირდა,
რომ არ გაჩერდებოდა, მიზანს მიაღწევდა, ყველაფერს შექმნიდა, და ოცნებესაც
აისრულებდა
ასე დაიწყო ოცნებების ასრულება...
ბავშობაში ნათესავები არ ყოლია,
ნანობდა და ჯავრობდა, რომ მარტო იყო, ოცნებობდა ოდესღაც მასაც ყოლოდა ბევრი,
ძალიან ბევრი ნათესავი, და ბოლოს..
ბოლოს კი შექმნა ის რაც ვერავინ
შექმნა მის გარშემო, მას არც ლენინგრადში უსწავლია და არ რიგაში, მან თავისი
შრომით ისწავლა და დაიპყრო ყველა
მწვერვალი
რაც ალბათ ყველაზე მეტად გაუხარდა
ცხოვრებაში ის იყო, რომ წლების მერე ბევრმა ნათესავმა იპოვა


ტკივილი და ერთგულება


ის პატარა ბიჭი ბოლოს დიდი და კეთილი
კაცი გახდა
ცხოვრებას ხომ ქარტეხილები არ აკლია?
ქარტეხილების მიუხედავად ვერ
გაბოროტდა, ვერ გაბრაზდა, ვერ გახდა სიძულვილის ტყვე.
პირიქით, ამიტომ შვილებსაც ერთს
ასწავლიდა შორს სიძულვილისგან და ბოროტებისაგნ, მთავარია შრომა, ყველას ვალი
შრომაა და მეტი არაფერი, ყველას ვალი ერთი აგურის დადებაა ცხოვრებაში, მთავარი კი
სიყვარული მოთმინება და თანაგრძნობაა
თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ
ხდება როგორც გვგონია, არსებობს კანონზმიერება, თუმცა კანონზომიერება აქაც ირღვევა
ხოლმე, ტკივილის დრო რომ არასდროს იყო ეგ დროც დადგა, დადგა და უფალმა ტკივილი მოუვლინა, ტკივილი არ ნელდება, მაგრამ
ტკივილს აუცილებლად მოსდევს რაღაც ამოუცნობი,
თუ აქამდე მხოლოსდ სავაჭრო და ბიზნეს
ობიექტებს აშენებდა ქმნიდა, და ადამიანებს შრომის შესაძლობლობას აძლევდა,
ცხოვრებამ ტკივის შემდეგ კი ეკლესიის შენება დააწყებინა... სამონასტრო კომპლექსი
გაზაფხულზე მთავრდება, ახლა კი კაცმა რომლმაც შრომით ოცნებები აიხდინა იმაზე
ჯავრობს რა აკეთოს მას მერე როცა ეკლესიას დაასრულებს...
თითქის საუკუნის ნახევარმა გაირა,
თითქმის ყველაფერი ნახა, მაგრამ მაინც არ დაიღალა, რადგან ცხოვრება ვალია, ვალს
კი ცხოვრებასთან თურმე გასტუმრება უყვარს რათა შთამომავლობამ იგრძნოს, რომ შრომა
ოცნებების ახდენის ერთადერთი საშულაებაა.
და ბოლოს 15 წელი ელოდა ბინას, როცა
მიიღი საკუთარი შრომის ხარჯზე, მედიკო მეზვრიშვილს ის ერთსიტყვიანი თანხმობა არ
დაუკარგა, და მეზვრიშვილს სიკვდილის ბოლომდე უპატრონა, რადგან სულ ახსოვდა, რომ
ოდესრაც როცა ძალიან პატარა იყო მას უპატრონა მან...
დღემდე თვლის წარმატება მაშინ მოდის
როცა შრომით ვერ ძღები, მაგრამ თუ ფულით გაუმაძღარი ხარ წარმატება ქრება, ამიტომ
შრომაზე დიდი წარმატება ჯერ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს

პ.ს.
ბატონო შოთა გილოცავთ ამ მშვენიერ დღეს როცა თქვენ
დაიბადეთ, სიკეთისთვის, ბედნიერებისათვის მრავაჟამიერისთვის, ხალხისთვის და
ყველასთავის, დიდხანს უნდა იცოცხლოთ, რადგან იშვიათი ადამიანი ხართ, ჩვენ
ვამაყობთ, რომ ჩვენი და ხალხის მეგობარი ხართ, ვამაყობთ რომ გიცნობთ და ალბათ
ცოტათი გვშურს კიდეც, რომ თელავს ასეთი კარგი თელაველი ყავს


თამუნა და ქეთი გომართელი, თამუნა ამონაშვილი, ბექა
ხალათაშვილი


0
788
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მოურავი
მარიამ მოურავი
788
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0