x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ეკა კვალიაშვილს კონცერტი ჩაეშალა: "არაფერი არ გამოდის აქ, ჩემს საცოდავ სამშობლოში"
image
ეკა კვალიაშვილი ყველასათვის ცნობადი და საყვარელი მომღერალია. უკვე წლებია სცენაზე დგას, თუმცა ეს ბოლო წლები იშვიათად ვხდედავდით.
მომღერლის მტკიცებით კი მას ყოფილი ხელისუფლება ბლოკავდა. თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლასაც ბევრი არაფერი შეუცვლია მომღერლის ცხოვრებაში. ეკას ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ბევრი სირთულის დაძლევა მოუხდა. მომღერალს ექიმებმა ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობა საკმაოდ სოლიდურ თანხებზე იყო დამოკიდებული, თუმცა მატერიალურის გარდა ამ ყველაფერს ფიზიკური და სულიერი ტკივილიც ახლდა. ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობა მჟამად სტაბილურია. მისი ქალიშვილის, ნუკა კვალიაშვილის მონათხრობიდან კი ირკვევა, რომ ეკას დროდადრო ცუდადაც ხდებახოლმე. image

მიუხედავად რთული პერიოდისა, მომღერალს საკუთარ იუბილეზე, 26 მარტს კონცერტის ჩატარება სურდა, მაგრამ სამწუხარო გეგმები ჩაეშალა:

"რამდენი მინდა დავწერო, რამდენი მინდა ვთქვა, რამდენი მოთმინებაა საჭირო იმისთვის, რომ არ დავწერო, არ ვთქვა, გულიდან ამოხეთქილი ემოციები არ გაგიზიაროთ, მაგრამ... ვფიქრდები და ვხვდები, მერე?

რომ გაგიზიაროთ რა? მერე რა? რამდენი წელია...


იმედი მაქვს, არ დამჭირდება გულის გადაშლა, ყველაფერი კარგად იქნება... ყველაფერი დალაგდება... ოღონდ ერთია, აქ საქართველოში აღარ მინდა...

აქ არ ვიცი რა დალაგდება, ვფიქრობ დიდი ხანი დასჭირდება აქაურობის გენერალურ დალაგებას... ეს დროის საკითხია, დრო კი ძალიან ცოტაა, რადგან, სიცოცხლე, ცხოვრება, წუთი სოფელია. ისედაც უკვე მე-15 წელი ხდება ერთი და იგივე ხდება... არაფერი სწორდება... 26 მარტს, კი იუბილე მაქვს. კონცერტი მინდოდა დამემთხვია, მინდოდა მოგფერებოდით, მაგრამ არაფერი არ გამოდის აქ, ჩემს საცოდავ სამშობლოში."

image



0
286
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0