x
image
beko777
მამისგან გაუპატიურებული გოგონას ისტორია
ჩემი აღსარება - როგორ აუბედურებენ და ამეძავებენ თავიანთ შვილებს ჩვენი მამაკაცები


imageწერილს კი გწერთ, მაგრამ ხელი მიკანკალებს, რადგან სხვისი საიდუმლოს გამხელას ვაპირებ. ამ „სხვას“ იმაზე უარესი აღარაფერი მოუვა, რაც უკვე გადაიარა, მაგრამ მაინც ჩემი თავის წინაშე მრცხვენია, მითუმეტეს, რომ ეს თემა ძალზე პირადულია.
უკვე 30 წელს გადავცდი. ორი შვილის დედა ვარ, მყავს ქმარი. ვერ ვიტყვი, რომ შეძლებულად ვცხოვრობთ, მაგრამ არ ვშიმშილობთ და ესეც ნუგეშია ჩემთვის. უმცროსი გოგო მყავს და ხშირად ვუფიქრდები – რა მომავალი ექნება, ვის გადაეყრება, გაბედნიერდება თუ...


imageსაქმე იმაშია, რომ ბავშვობიდან შოკი განვიცადე. მე-6 კლასამდე სოფელში ვსწავლობდი და მყავდა თანაკლასელი მარეხი. ძალიან შეხედული გოგო იყო, თუმცა გულჩათხრობილი და უცნაური. ამ ყველაფერს იმას ვაბრალებდი, რომ დედა ლოგინად ჰყავდა ჩავარდნილი, მამამისი ხშირად სვამდა და ნათესავებიც ნაკლებად ეტანებოდნენ მათ ოჯახს. მე ბავშვობიდან ყველა მეცოდებოდა და ამიტომ დავუმეგობრდი ამ გოგოს. ვმეცადინეობდით, მაყვლის საკრეფად დავდიოდით და ვთამაშობდით. ის თავისი სახლიდან შორს იშვიათად მიდიოდა, რადგან მუდამ დაძაბული იყო, რომ დედას რამე დასჭირდებოდა. ერთხელ მის ეზოში ვიყავით, როცა ქუხილი ატყდა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მის სახლში შევეფარეთ და პირსახოცები გადავიფარეთ. ცოტა ხანში კაცის ნაბიჯების ხმა გაისმა. „ვაიმე, მამაჩემი!“ – თქვა მარეხიმ. მე გამიკვირდა მისი ასეთი რეაქცია, მაგრამ როცა შორიდანვე დაიღრიალა ამ კაცმა, მივხვდი, რომ ვიღაც შეშლილი დესპოტი იყო.


imageრომანი მთვრალი იყო და მარეხი პირველივე დაძახებაზე ქვევით ჩაქანდა მისი ტალახიანი ჩექმების გასახდელად. მე გამაფრთხილა, აქ დარჩიო. ქვემოთ იმ კაცის ბურდღუნი და გოგოს წკმუტუნი გაისმა. „არა... არა მამი! გეხვეწები, კლასელი მყავს მაღლა“, – ისმოდა მარეხის გასაცოდავებული ხმა. მაგრამ მერე კარების დაბრახუნება გავიგე და მათი ხმა მიწყდა. ვიფიქრე დასაძინებლად წააჩანჩალა მამამისი-მეთქი.
როცა მარეხი ამოვიდა, თითქმის ვერ ვიცანი: სახედაწითლებული, თვალებს ნერვულად აცეცებდა. ფეხებზე და იღლიებთან ჩალურჯებები ეტყობოდა და მისი თხელი ხალათიდან აღარ მოჩანდა ტრუსების კონტური.



image– წადი! გთხოვ სახლში წადი, – თქვა მან და წამოვედი ძალიან დამძიმებული გულით.
ყველაფერ ამას ახსნა მეორე დღეს, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოეძებნა, როცა მარეხმა თვითონ მომითხრო თავისი საშინელი ხვედრის ისტორია და დამაფიცა: არავისთან მეთქვა! თურმე ის ნაძირალა შვილთან ცხოვრობდა. პირველად მე-4 კლასში გაუპატიურებია თავისი შვილი, თან აღვირახსნილი, არატრადიციული ფორმით და დააბარა: თუ ვინმეს ეტყვი, შენც მოგკლავ და დედაშენიც მოკვდებაო. არ ვიცი, საიდან ჰქონდა ასეთი სისასტიკე ამ ცხოველს, მაგრამ მარეხის გაუბედურებაში რომ დიდი წვლილი, მიუძღვის ეს ფაქტია. მე უკვე თბილისში ვსწავლობდი, როცა ჯერ თანაკლასელის დედის გარდაცვალების ამბავი გავიგე. 1 წელიწადში მას რომანიც მიჰყვა, ციროზმა მოუღო ბოლო. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მარეხი უკვე თანასოფლელი ბიჭების სქესობრივ სასწავლო ცენტრად გადაიქცა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა აკითხავდა. მალე იქაც არ გააჩერეს, სოფლიდან გამოდევნეს.
დაახლოებით ხუთი წლის წინ მარეხის განუმეორებელი სახის ნაკვთები და ჟუჟუნა თვალები ბაზრის მაწანწალაში, თმაგაბურძგნულ და კბილებჩატეხილ ქალში ამოვიცანი. მას დასცინოდნენ, სიგარეტის ნამწვებით უმასპინძლებოდნენ და ვულგარული სიტყვებით სთავაზობდნენ ამა თუ იმ საქმის გაკეთებას, სხეულის ნაწილების ჩვენებას და ა.შ. თვალზე ცრემლი მომადგა, რადგან მისი თხელი და ნაზი ცისფერი ხალათი გამახსენდა, რომლის სიყვარულიც ხშირად აცეკვებდა ამ პატარა არსებას. ღმერთმა მაპატიოს და, მისვლა ვერ გავბედე. არა იმიტომ, რომ დამეთაკილა. უბრალოდ ჩემი ნახვით ტკივილი არ გამოვუღვიძო-მეთქი.


imageმე მრცხვენია და ისევე მტკივა სხეულის ყოველი უჯრედი, როგორც ამ გოგომ გადაიარა. რატომ არის სასტიკი ხალხი?! პასუხს ვერსად ვპოულობ.
იმედი მაქვს, რომ ახლა ის ცოცხალია და მინდა ბოდიში მოვუხადო მას იმისათვის, რომ ცხოვრებამ გაგვყარა, ბოლომდე ვერ ვუმეგობრე და მტკივნეული სული არ მოვუშუშე. მერწმუნე ჩემო მარეხ, ამას ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს. მინდა იცოდე, რომ ქვეყნად არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვეულებრივ უყვარხარ, როგორიც ხარ. მინდა ჩაგეხუტო და ბედნიერება გისურვო ჩემო კარგო. იცოდე: ხალხი ბრბოა და ერთი მასაა, რომელსაც გული არ გააჩნია.
შენი თამრიკო მ....


რედაქციისაგან: - სამწუხაროა, რომ ასეთი საზარელი ფაქტების გამოვლენა ძალზე ძნელია, თვითონ მოვლენა ინცესტი კი მატების ტენდენციას განიცდის. და ამ წერილის გმირის მარეხის ისტორიაც თითქმის ბანალურია. ინცესტის პათოლოგიის გამომწვევი გარემოებები სხვადასხვაა, უფრო ხშირად კი მწვავე ალკოჰოლიზმთან ან ფსიქიკურ გადახრასთანაა მჭიდრო კავშირში. მსხვერპლები კი შემთხვევათა 85%-ში განწირულნი არიან მუდმივი სულიერი ტკივილისათვის, ათასგვარი დეპრესიებისათვის, კომპლექსებისათვის და თვით იზოლაციისათვის, თუ დროულად არ მოხდა მათი ფსიქორეაბილიტაცია! წერილის ავტორი სწორად უსვამს კითხვას საზოგადოებას, რომელსაც სისასტიკის ტონიდან თანაგრძნობისაკენ გადახრა მართებს. სანამ არ გვეცოდინება, რომ სხვისი დამცირებით ჩვენი სოციალური სტატუსი და პირადი აღმატება არ მატულობს (უფრო პირიქით!), ჩვენი საზოგადოებაც დაღუპვისთვის იქნება განწირული. მოდით პირში წყალს ნუ დავიგუბებთ, მაგრამ ჯერ დავფიქრდეთ ზემოხსენებულზე, გავაანალიზოთ, გავითავისოთ და შემდეგ ვისაუბროთ.

image

1
1831
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
1831
  
2015, 30 ნოემბერი, 17:22
ტუ ეს სიმარტლეა მივმარტავ ამ სტატიის ავტორს წადი მოზებნე ეგ გოგო და მე დავეხმარები ქალად და ადამიანად დავაყენებ ფეხზე, არ ვხუმრობ ახლა მაინც გააკეტე კარგი საქმე მომწერე და ერტად დავეხმაროტ მარეხს, ტუ როგორ მომწერე და გეტყვი როგორც.
0 1 1