x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არქიტექტურის ოცი ყველაზე არასტანდარტული და უცნაური შედევრი
ჩვენს გარშემო არსებული გარემო დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. უცნაურად
აღქმა სტანდარტული საგნებისა, არქიტექტურაში დანერგილი ინოვაციური
მეთოდები სულ უფრო და უფრო ღრმად იჭრება ადამიანების ყოფა-ცხოვრებაში;
ადამიანებისა, რომლებიც მიისწრაფიან არასტანდარტულისა და
არატრადიციულისაკენ. ახალი საუკუნე, ახალი ათასწლეული თავის კანონებს
აწესებს, არქიტექტორები კი ცდილობენ არ ჩამორჩნენ პროგრესს და იპოვონ
იდეალური შეხამება ლანდშაფტისა, ხელოვნებისა და კომფორტისა. უკვე დროა
ჩვენც გადავაბიჯოთ დაწესებულ ზღვარს და გავეცნოთ მსოფლიოში ყველაზე
ცნობილი, უცნაურ და არასტანდარტულ შენობებს.


image


1. ესპანური ბიბლიოთეკა, Biblioteca España, კოლუმბია


image
შენობა მდებარეობს კოლუმბიაში, მთა მედელინის წვერზე. ის აშენებული
იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში, ხოლო ესპანური ბიბლიოთეკა ეწოდა
იმიტომ, რომ მისი აშენებისათვის საჭირო ფულადი სახსრების ძირითადი ნაწილი
გაიღო ესპანეთმა, კერძოდ კი მეფე ხუან კარლოსმა. მან თავადვე გახსნა
ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა-პარკი სამი შენობისაგან შედგება, რომლებიც
განთავსებულია ერთ პლატფორმაზე. გარეგნულად ის წააგავს მასიურ ბუნებრივ
კლდეს, ეფექტურად შერწყმულს მთის წვეროს ლანდშაფტთან.



2. კუბური შენობები, ჰოლანდია

image
ამ კუბური სახლების მშენებლობის იდეა გასული საუკუნის 70-იან წლებში
გაჩნდა. არქიტექტორ პიტ ბლონის მიერ დაპროექტებული რამოდენიმე მსგავსი
შენობა აიგო ქალაქ ჰელმონდში. 1984 წელს კუბური სახლები როტერდამშიც
გამოჩნდა.



3. სახლი-სორო, აშშ

image
ჰიუსტონში (ტეხასის შტატში) მდებარე ამ სახლის დანგრევამდე ის ჯადოსნურ
ინსტალაციად გადაიქცა: მის მნახველ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა,
თითქოს ქარბორბალა შიგნიდან ისრუტავდა მთელ სახლს. სამწუხაროდ, შენობა
დაანგრიეს 2005 წელს.



4. სასტურმო Hang Nga ანუ შეშლილი სახლი ქალაქ დალატში, ვიეტნამი

image
ეს უცნაური სასტუმრო დააპროექტა ვიეტნამელმა არქიტექტორმა დანგ ვეტ ნგამ
1990 წელს. შენობა გარეგნული იერსახით ზღაპრულ ციხე-კოშკს მოგვაგონებს.



5. სიეტლის ცენტრალური ბიბლიოთეკა

image
სიეტლის ცენტრალური ბიბლიოთეკა აშენებული იქნა 2004 წელს. ის წარმოადგენს მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ სივრცეს ქალაქელებისათვის.



6. მრუდე სახლი


image
ამ სახლის ნახვისას თავს ზღაპრის პერსონაჟად იგრძნობთ. ის პოლონეთის
ქალაქ სოპოტში მდებარეობს და წარმოადგენს სავაჭრო ცენტრის ნაწილს. შენობა
აიგო 2004 წელს არქიტექტორების ზელევსკის და შოტინსკის ხელმძღვანელობით.
ესოდენ გამბედავი არქიტექტურული გადაწყვეტა მის ავტორებს შთააგონა საბავშვო
ზღაპრების წიგნებში ნანახმა ილუსტრაციებმა.



7. ბრაზილიის ეროვნული ბიბლიოთეკა

image
არქიტექტორი ოსკარ ნიმეიერი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ოსტატია. მან ეს შენობა 2006 წელს ააგო.



8. მოხრილი სახლი, აშშ

image
ინდიანაპოლისის (შტატი ინდიანა) ხელოვნების ცენტრში მდებარე ეს სახლი არქიტექტორმა ჯონ მაკნოტომმა ხისაგან შექმნა.



9. გადაბრუნებული სახლი, გერმანია

image
სახლი მდებარეობს ქალაქ ტრასენჰაიდეში (გერმანია). მასში დადგმული ავეჯიც კი ჭერზეა დამაგრებული.



10. სასტურმო "მარკიზ დე რისკალი", ესპანეთი

image


შენობა მდებარეობს ესპანეთში, სოფელ ელსეგოში. ამ სოფელს დღესაც
შენარჩუნებული აქვს შუასაუკუნოვანი იერსახე. როგორც ჩანს,
არქიტექტორებმა კონტრასტის სტილში გადაწყვიტეს შენობა, რადგან ისტორიული
ღვინის სარდაფების ფონზე შენობის კაშკაშა ფერადოვანი და არაორდინალური
ფორმები მკვეთრადაა გამოხატული.



11. უცნაური სახლი სინგაპურში



image

ერთი შეხედვით ამ სახლს უცნაურობის არაფერი ეტყობა, მაგრამ ის არის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ორიგინალურად დაპროექტებული შენობა შიგა ტერასებით და საცხოვრებელ ბინებში განთავსებული ავტოფარეხებით.




12. გადაბრუნებული სახლი მეორე სახლის სახურავზე. ვენა, ავსტრია


image

ვენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სახურავზე დაშენებულია სხვა, უფრო მცირე ზომის საცხოვრებელი სახლი. ეს ქმნილება არქიტექტორ ერვინ ვურმს ეკუთვნის.




13. ბლითის ფორმის სასტუმრო, ჩინეთი


image

ჩინეთის ქალაქ გუანჯოეში სულ ცოტა ხნის წინ აშენებული ეს შენობა ერთი შეხედვით მანათობელ ბლითს ჰგავს. ის ისეთნაირადაა დაპროექტებული, რომ შენობა წყალში არეკლილ მის გამოსახულებასთან ერთად ციფრ 8-იანს ქმნის. ეს ციფრი კი ჩინურ კულტურაში ბედნიერ რიცხვად ითვლება.




14. მოცეკვავე სახლი, ჩეხეთი


image

ხორვატი და კანადელი არქიტექტორების ერთობლივი პროექტით აშენებული ეს მოცეკვავე სახლი მდებარეობს პრაღის ცენტრში. ის წარმოადგენს მოცეკვავე წყვილის არქიტექტურულ მეტაფორას და ხურმობით მას "ჯინჯერი და ფრედი" შეარქვეს ჯინჯერ როჯერსის და ფრედ ასტერის საპატივცემულოდ.




15. კაფსულისმაგვარი სახლები. საფრანგეთი


image

ეს უცნაური სახლები მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში. არაჩვეულებრივი რეზერვაცია დააპროექტა არქიტექტორმა ანტიკონფორმისტმა ანტი ლოვაგმა 1969 წელს.




16. ატომიუმი, ბელგია



image


ეს ფანტასტიკური შენობა, სახელად "ატომიუმი" ააგეს ბელგიაში 1958 წელს მსოფლიო გამოფენის World's Fair-ის გახსნასთან დაკავშირებით.




17. ბალიოს სახლი, ესპანეთი


image


განსაცვიფრებელი მოდერნისტული შენობა დაპროექტებული და აგებული იქნა არქიტექტორ ჰაუდის მიერ ბარსელონაში და ის წარმოადგენდა ტექსტილის მაგნატის ჟოზეფ ბალიო კასანოვასის საცხოვრებელ სახლს. ამჟამად მასში განთავსებულია მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი.



18. ლოტოსის ტაძარი, ინდოეთი


image

ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში მდებარე ეს ბაჰაისტური ტაძარი თავისი უცნაური არქიტექტურის წყალობით ყოველწლიურად 50 მილიონამდე დამთვალიერებელს იზიდავს. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად შენობად მსოფლიოში.




19. ეკო-სასტუმრო Montaña Mágica Lodge


image

ჩილეში მდებარე ეს ეკო-სასტუმრო აგებულია ტროპიკულ ტყეში, ხელოვნური ვულკანის შუაგულში, რომელიც ლავის მაგივრად ცხელ წყალს ამოსტყორცნის ხოლმე.




20. სახლი "ნაუტილუსი"


image

ეს უცნაური ფორმის შენობა 2006 წელს ააშენეს და მასში საცხოვრებელი სახლია განთავსებული. სახლი წარმოადგენს უზარმაზარ ნიჟარას, მორთულს მინის მოზაიკით, რომლიც ოთახებს გასაოცარი ზღაპრული შუქით ანათებს.

5
645
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
645
  
2015, 3 ივლისი, 10:57
ეკო სასტუმრო ლამაზია.
2015, 14 მაისი, 2:13
Kargi statiaa :) avtori megreli xom araa shemtxvevit? :)
2015, 13 მარტი, 14:32
მრუდე სახლი ძალიან მომეწონა :)
2015, 10 მარტი, 17:05
ზოგიერთი ისეთია, ღამეს ვერ გავათევდი იქ ..შემეშინდებოდა
2015, 10 მარტი, 17:04
უმეტესი ვიცოდი, თუმცა მაინც სასიამოვნოდ დავათვალიერე, ეკო სასტუმროში სიამოვნებით დავისვენებდი :)
0 1 5