x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ყველაზე აბსურდულად გარდაცვლილი ისტორიული პიროვნებები
1-ძველი ბერძენი ფილოსოფოსი გრისიპი გარდაიცვალა სიცილისგან, ჩვ.წ. აღრიცხვამდე 207 წელს, როდესაც თავის მთვრალ ვირს უყურებდა, რომელიც ლეღვის შეჭმას ცდილობდა.


image



2-სტანისლავ ლეშინსკი-88 წლის ასაკში პოლონეთის მეფეს და ლიტვის თავადს ბუხრის წინ ჩაეძინა, შედეგად მიიღო დამწვრობა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.


image


3-იტალიელი დრამატურგმა და სატირიკოსმა რენესანსის ეპოქიდან პიეტრო არეტინომ ნასვამ მდგომარეობაში მოისმინა ანეკდოტი, გადაიხარხარა, ძირს დაეცა, დაარტყა თავი და მოკვდა.თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც:სიცილისგან გული გაუსკდაო.

image


4-სიგურდ ჰლორდვინსონი-892 წელს ნორვეგიის ორკნეის კუნძულების იარლმა თავის ცხენის უნაგირზე მტრის მოჭრილი თავი დაკიდა, გზად მსხვერპლის კბილებმა სიგურდს ფეხი გაუფხაჭნა, შედეგად მძლეთამძლე სიგურს ინფექცია შეეჭრა, სისიხლი მოეწამლა და დაიღუპა.

image


5-ჯორჯ პლანტაგენატი-კლარენსის პირველ ჰეცოგს მიუსაჯეს ღვინის კასრში დახრჩობა.ასეთი მკაცრი განაჩენი მას შეთქმულების გამო მიუსაჯეს, რომელიც მისი ძმის, იგივე მეფის წინააღმდეგ განახორციელა.

image


6-ადოლფ ფრედრიკი-შცეციის მეფე, რომელიც ბევრი ჭამისგან მოკვდა 1771 წლის 12 თებერვალს.


სადილობისას მეფემ შეჭამა: კიბორჩხალები, ხიზილალა, ჩაშუშული კომბოსტო, დამარილებული ქაშაყი, დალია საკმაო რაოდენობის შამპანური, შემდეგ მიაყოლა 14 პორცია ტკბილი ღვეზელი და ბოლოს ცხელი რძე დალია.


შვეციაში ამ მეფის სახელი შემორჩა ისტორიას როგორც "მეფე, რომელიც ისე გაძღრა, რომ მოკვდა."

image

7-ჯონ კედრიკი-ამერიკელი საზღვაო კაპიტანი 1794 წლის 12 დეკემბერს მის საპატივცემლოდ გასროლილმა ზალპმა მოკლა.

image


8-ადვოკატი კლემენტ ვალანდინგემი-იგი მკვლელობაში ეჭვმიტანილს იცავდა, რომელიც ერთ-ერთ ბარში ჩხუბის შემდეგ მოხდა.ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მოკლულმა თვითონ დაიხალა იარაღი და ბრალდებული არაფერ შუაში იყო. ამის დასამტკიცებლად მან ამოიღო იარაღი(ეგონა, რომ დატენილი არ იყო)მიიტანა თავთან და გაისროლა..ადვოკატი ადგილზე გარდაიცვალა.

სხვათა შორის ბრალდებული სასამართლომ გაამართლა.

image


9-მარტა მენსფილდი-1923 წლის 23 ნოემბერს ამერიკელ მსახიობს ფილმ «The Warrens of Virginia»-ს გადაღების დროს კაბაზე ცეცხლი წაეკიდა.

მსახიობი "Physicians and Surgeons Hospital–ში გადაიყვანეს(სან-ანტონიო) სადაც იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

image



10-აისედორა დუნკანი-ცნობილ მოცეკვავე 1927 წელს საკუთარმა შარფმა მოკლა, რომელიც კისერზე ჰქონდა შემოხვეული..ავტომობილით მგზავრობის დროს შარფი ბორბლებმა ჩაიხვია, რაც მისი გაგუდვის მიზეზი გახდა.

image

4
652
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
652
  
2015, 17 მარტი, 8:02
მადლობა გაიხარე
2015, 17 მარტი, 0:14
მართლა ძალიან მაგარია :დ
2015, 10 მარტი, 14:31
მადლობა გაიხარე
2015, 10 მარტი, 12:38
არაჩვეულებრივი სტატიაა..
0 1 4