x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352429
  • სურათი:508414
ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა, გამაოგნებელი სახეცვლილება!! (ნაწილი II)

წლების მანძილზე იცვლება მოდა, ჩაცმის სტილი და იცვლებიან ადამიანებიც. მითუმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ჩარევით მარტივი გახდა გარეგნობაში ამა თუ იმ ცვლილების შეტანა. წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც წლების მანძილზე გასაოცარი ცვლილება განიცადეს და ბევრად უფრო დახვეწილნი და მომხიბვლელნი გახდნენ.
სალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა არის ცნობილი მოცეკვავე. მან 2012 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში". სწორედ ამ პროექტის საშუალებით მოიპოვა მან პოპულარობა და ხალხის სიყვარული. მისი ერთ-ერთი მეწყვილე იყო მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე. რომელთანაც შემდგომ შექმნა ოჯახი. პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია, თუმცა აშკარაა, რომ საკმაოდ დაიხვეწა და შეიცვალა. imageია ფარულავა

ია ფარულავა დაიბადა 1967 წელს, თბილისში. მამამისი ოთარ ფარულავა სკულპტორი და მხატვარი იყო. იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. ბოლო პერიოდში ის იყო პროექტ “ნიჭიერის'' ჟიურის წევრი. დღეს ის წარმატებული ქალია და 47 წლის ასაკშიც მშვენივრად გამოიყურება. imageთაკო ჩხეიძე
თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ სამოდელო საქმიანობით გაიცნო. შემდეგ თაკო იმედზე მუსიკალური გადაცემის წამყვანი გახლდათ და ხალხთან ინტეგრირება ნამდვილად არ გაუჭირდა. თაკო დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალია საქრთველოში. თუმცა არსებობს იფორმაცია, რომ მას ცხვირის კორექცია აქვს გაკეთებული. imageნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი არის ქართველი მსახიობი. 2000 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ფოტოზე კარგად ჩანს ნანკას გარეგნული ცვლილება. imageთიკო სადუნიშვილი
თიკო სადუნიშვილი საზოგადოებამ ცნობილ ქართველ რეპერთან, ლექსენთან შესრულბული სიმღერის შემდეგ გაიცნო. დღეს იგი ტელეწამყვანია და არხ “მარაოზე'' გადაცემა “დაუპატიჟებელი სტუმარი'' მიჰყავს. თიკომ შეიცვალა იმიჯი: ვარცხნილობა და თმის ფერი. imageეკო ფანგანი
ეკო ფანგანი ცნობილი მოდელი ტელეწამყვანია. იგი ასევე მონაწილეობდა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში''. ეკომ ცხვირის ოპერაცია გასული წლის სქტემბერში გაიკეთა, რამაც რადიკალურად შეცვალა მისი გარეგნობა და იგი კიდევ უფრო ლამაზ ქალად აქცია. imageია სუხიტაშვილი
ია სუხიტაშვილი არის ქართველი მსახიობი. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. დღესდღეობით ის ქორწინებაშია ასევე მსახიობ მიშა მესხთან. მშვენიერმა იამაც შეიცვალა თმის ფერი, რამაც უფრო გაალამაზა. imageსალომე ღვინიაშვილი
ცნობილი ქართველი სალომე ღვინიაშვილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილის მეუღლეა. დღესდღეობით სალომე არა მარტო ლამაზი არამედ ძალიან ეშხიანი და დახვეწილი ქალია. ეს კი მისი წლების წინ გადაღებული ფოტოსურათია. imageქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანია. მას ყავს ქალიშვილი ტაისია და დღესდღეობით იგი გადაცემა “სხვა შუადღის'' თანაწამყვანია. ქრისტინეც წლების მანძილზე უფრო მეტად დაიხვეწა. imageლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური და სკანდალური ქალია. ის პროფესიით იურისტია. ასევე გახლავთ მწერალიც. ის ოთხჯერ იყო გათხოვილი. ფოტოზე კარგად ჩანს ლალის სახეცვლილება. imageმაია ასათიანი
მაია ასათიანი არის ქართველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემის „პროფილი“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი. მან შეიცვალა ვარცხნილობა, რაც ძალიან მოუხდა. imageხატია სიჭინავა
ხატია სიჭინავა ცნობილი გახდა როგორც ტელეწამყვანი. არის რამაზ ნოზაძის მეუღლე და ორი შვილის დედა. მას დაბერილი აქვს ტუჩები, რასაც თვითონაც ნანობს და ერთ-ერთ ინტერვიუში წერს: “მე ერთადერთი ტუჩები მაქვს გაკეთებული, რასაც ძალიან ვნანობ. ისევ ჩემი ტუჩები რომ დავიბრუნო, ხელახალი ოპერაციაა საჭირო, რაც ძალიან მტკივნეულია. თუმცა ერთ დღეს აუცილებლად გავიკეთებ მაინც''. imageლელა წურწუმია
ლელა წურწუმია არის ქართველი პოპ-მომღერალი. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. ლელა წურწუმია სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა მხატვრულ ფილმებშიც. თქვენ ხედავთ როგორ იცვლებოდა ის წლების მანძილზე. imageნინა სუბლატი
ნინა სუბლატი (იგივე ნინა სულაბერიძე) არის ქართველი მომღერალი. ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარსდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ნინამ მხოლოდ თმის ფერი შეიცვალა, თუმცა ამ დეტალმა იგი უფრო მეტად დაამშვენა. image

3
5773
14-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
5773
  
2017, 19 თებერვალი, 22:15
დიდი ცვლილება ვერ დავინახე ბევრში ძველ და ახალ იმიჯს შორის
2015, 9 მარტი, 14:16
მართალია :)) ია ულამაზესიაა
2015, 9 მარტი, 9:59
ია ფარულავა და ქრისტინე იმედაძე ყოველთვის ლამაზები იყვნენ ვგიჯდებო ორივე ქალზე
0 1 3