x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იცით თუ არა, რომ...ანუ საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ
გთავაზობთ საინტერესო ფაქტების ნაკრებს სხვადასხვა სფეროდან, რომელთა შესახებ ბევრ თქვენგანს ალბათ დღემდე არაფერი სმენია.



მაიამელმა ბილ ჰაატსმა, მეტსახელად "ადამიანი-გველი", 170-ზე მეტი შხამიანი გველის ნაკბენი გადაიტანა. 60 წლის განმავლობაში მას სხეულში მცირე დოზებით შეჰყავდა გველის შხამი. ბილის სისხლში განსაკუთრებით დიდ რაოდენობით იყო ანტისხეულები, რისი საშუალებითაც მან გველისაგან დაკბენილი უამრავი ადამიანის გადარჩენა შეძლო. ჰაატსმა 100 წლის ასაკამდე იცოცხლა.


image



1626 წელს ინგლისის არმიის ოფიცრებს მოუხდათ გადაედოთ დაგეგმილი ბრძოლა ესპანეთთან, რადგან მათი ჯარისკაცები, მიადგნენ რა ადგილობრივ ღვინის მარანს, ესპანელებთან ერთად მაგრად გამოთვრნენ და სულ დაავიწყდათ, რომ აქ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულნი.



image


60-იანნი წლების დასაწყისისათვის ადამიანები ერთ მიღებაზე Alka-seltzer-ის შუშხუნა ტაბლეტების მხოლოდ ერთ ცალს იყენებდნენ. მწარმოებელმა კომპანიამ ხალხს შესთავაზა ერთდროულად ორი აბი ჩაეგდოთ წყალში, ამისათვის სპეციალური რეკლამაც კი მოიფიქრეს. სარეკლამო ხრიკმა გაამართლა: გაყიდვების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.





მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენეტიკური მუტაცია, რომელიც მოხდა თითქმის 10 მილიონი წლის წინათ და აამაღლა ადამიანის ორგანიზმის უნარი აეთვისებინა და გადაემუშავებინა ეთილის სპირტი. ძველი ადამიანები, რომლებიც ადუღებულ, ბუნებრივად დასპირტულ რაიმე ნაყოფს ჭამდნენ, სუსტდებოდნენ და კარგავდნენ თავიანთი ტერიტორიების დაცვის უნარს, ამიტონ ბუნებრივი შერჩევა მუტაციის მხარეს აღმოჩნდა.


image



1847 წელს ერთმა ექიმმა გადაწყვიტა დაემყარებინა რეკორდი და ამისათვის კიდურის ამპუტაცია მოახდინა 27 წამში. ის ისე ჩქარობდა, რომ შეცდომით პაციენტის ხელს თავისი ასისტენტის ხელის თითებიც მიაყოლა. პაციენტიცა და ასისტენტიც მალევე დაიღუპნენ ინფექციის შეჭრის გამო. ოპერაციის დამსწრე მეთვალყურე კი უშუალოდ მისი მიმდინარეობისას დაიღუპა- მიღებული შოკისაგან. ეს არის ერთადერთი შემთხვევა მედიცინაში, როცა ოპერაცია 300%-იანი სიკვდილით დასრულდა.


image



ინგლისელი კომპოზიტორი ჯერემი კლარკი უიმედოდ იყო შეყვარებული მაღალი წრის ერთ ქალბატონზე. სასოწარკვეთილმა კლარკმა გადაწყვიტა თავი მოეკლა, მაგრამ ვერაფრით ვერ გააკეთა არჩევანი: წყალში დამხრჩვალიყო თუ თავი ჩამოეხრჩო. ბოლოს მან ააგდო მონეტა და მას მიანდო თავის ბედი, მაგრამ ბედის ირონიით მონეტა ტალახში ჩავარდა და მასში წიბოთი ჩაეჭედა. სასოწარკვეთილი კლარკი სასაფლაოზე წავიდა და იქ პისტოლეტით მოისწრაფა სიცოცხლე.


image



თითქმის ყველა ქათამი, რომელთა მოშენებასაც დღეს მისდევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკვებად გამოყენებისათვის, შთამომავალია 1848 წელს გამართულ კონკურსში - "მომავლის ქაათამი" გამარჯვებული ქათმის ჯიშისა. ამ ქათმის გენები შეიძლება აღმოვაჩინოთ მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებულ ქათმის ფერმებში.


image



ჩერნობილის კატასტროფის დროს სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი ალექსანდრე ლელეჩენკო, ცდილობდა რა შედარებით ახალგაზრდა თანამშრომლები დაეცვა რადიაქტიური გამოსხივებისაგან, მათ მაგივრად რამოდენიმეჯერმე შევიდა მუხლებამდე დამდგარ რადიაოაქტიური ნივთიერებით სავსე წყალში. ის ავარიიდან ათ დღეში გარდაიცვალა დიდი დოზით რადიაქტიული დასხივების გამო.


image



ნებისმიერ ადამიანს 14%-ით მეტი შანსი აქვს გარდაიცვალოს თავის დაბადების დღეს, ვიდრე წლის ნებისმიერ სხვა დღეს.


image



2001 წელს ინვალიდის ეტლში მჯდომ ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაეჯახა მანქანა. საბედნიეროდ, ინვალიდს თან ახლდა თავისი ძაღლი. ჭკვიანმა ლაბრადორმა დაზიანებული პატრონი ჯერ გვერდზე დააწვინა, რომ ღებინების მასას არ დაეხრჩო, შემდეგ გადაბრუნებული ეტლიდან მობილური ტელეფონი გამოიღო, ასევე ეტლიდან გადმოიტანა თბილი ზეწარი და პატრონს დაახურა, შემდეგ კი უახლოეს სასტუმროში გაიქცა მშველელის დასაძახებლად.


image



ერთხელ ჯეკი ჩანმა მუშტით გატეხა ბეტონის თორმეტი ბლოკი, ხოლო მათ შორის ჩაჭედილი კვერცხი კი მთელი და უვნებელი გადარჩა.



2
680
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
680
  
2015, 7 მარტი, 20:29
გავაზიარეე
2015, 7 მარტი, 20:29
როგორც ყოველთვის საინტერესო იყო :) :*
0 1 2