x
image
natia.a
ორი შეკითხვა, რომელსაც Microsoft-სა და Google-ში გასაუბრებაზე მისულ კანდიდატებს უსვამენ
ცნობილი კომპანიები გასაუბრებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს სხვა შეკითხვებთან ერთად სულ უფრო ხშირად სთავაზობენ თავსატეხებს, რითაც კანდიდატთა გამჭრიახობასა და კრეატიულობას ამოწმებენ.


გთავაზობთ ორ შეკითხვას, რომლებიც ყველასათვის კარგად ცნობილ კომპანიებში, Microsoft-სა და Google-ში დაუსვეს სამუშაოს მაძიებლებს. ეს შეკითხვები საჯარო სწორედ გასაუბრებიდან გამოსულმა კანდიდატებმა გახადეს.


1. შეკითხვა, რომელიც Microsoft-ში მისულ კანდიდატებს დაუსვეს:


image



თქვენ გაქვთ უსასრულო რაოდენობით წყალი და ორი ქილა - 5 ლიტრიანი და 3 ლიტრიანი.


შეკითხვა: როგორ არწყავთ 4 ლიტრ წყალს?


(პასუხი იხილეთ სტატიის ბოლოს)




2. შეკითხვა, რომელიც Google-ში მისულ კანდიდატებს დაუსვეს:


image


თქვენ გაქვთ 8 ერთი ზომისა და ერთი ფორმის ბურთულა, რომელთაგან ერთი ყველაზე მძიმეა.


შეკითხვა: როგორ გამოიცნობთ რომელია ყველაზე მძიმე ბურთულა თუ გაქვთ სასწორი და მხოლოდ ორჯერ აწონვის უფლება?


(პასუხი იხილეთ სტატიის ბოლოს)


image




პასუხი Microsoft-ის შეკითხვაზე:


აავსეთ წყლით 5 ლიტრიანი ქილა. გადაღვარეთ მისგან წყალი 3 ლიტრიანში ისე, რომ გაავსოთ. ახლა უკვე გაქვთ პატარა ქილაში 3 ლიტრი და დიდ ქილაში 2 ლიტრი წყალი. დაცალეთ პატარა ქილა და ჩაასხით მასში დიდ ქილაში არსებული 2 ლიტრი. ისევ აავსეთ დიდი ქილა ბოლომდე და გადაღვარეთ მისგან წყალი პატარა ქილაში სანამ ეს უკანასკნელი აივსება. რამდენადაც პატარა ქილაში დარჩენილი იყო 2 ლიტრი წყალი, დიდ ქილაში კი გქონდათ 5 ლიტრი, პატარაში 1 ლიტრი გადაისხმება, შესაბამისად დაგრჩებათ დიდ ქილაში 4 ლიტრი.



პასუხი Google-ის შეკითხვაზე:


აიღეთ 6 ბურთულა, გაყავით ორ სამეულად და მოათავსეთ სასწორზე. ასე გაიგებთ რომელი სამეულია უფრო მძიმე. მძიმე სამეულიდან აირჩიეთ ნებისმიერი 2 ბურთულა და აწონეთ. თუ მძიმე ბურთულა მათ შორისაა, ამას მიხვდებით, თუ არადა მძიმე მესამე ყოფილა. ხოლო თუ მძიმე ბურთულა ამ ექვსეულში საერთოდ არ მოხვდა, მაშინ ის დარჩენილ ორ ბურთულას შორის ყოფილა.



1
865
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
865
  
2015, 7 მარტი, 0:40
წყალზე ეგ ცნბილი თავსატეხია და არც თუ რთული, ხოლო ბურთულებს რაც შეეხება თუ ერთი მძიმეა ხელში, რომ აიღებ ისედაც მიხვდები რომელია და სასწორი სულ არ დაგჭირდება.
0 1 1