x
image
worldsport.ge
ფალკაო “მანჩესტერს” დატოვებს

imageროგორც “მირორი” იუწყება, რადამელ ფალკაო სეზონის ბოლოს “მანჩესტერს” დატოვებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი “მონაკოს” საკუთრებაა და მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ვან გაალის გუნდში ატარებს.
ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “მანჩესტერში” 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კლუბის გადაწყვეტილებით მოთამაშემ ინგლისურ ფეხბურთში ადაპტაცია სათანადოდ ვერ გაიარა და “მანჩესტერი” ფრანგული კლუბისგან ფალკაოს გამოსყიდვას არ აპირებს.
ფალკაომ მიმდინარე სეზონში გამარჯვების გოლი გაუტანა “ევერტონს, ” ხოლო “სტოკთან” და “ასტონ ვილასთან” გასვლით მატჩებში ქულის მომტანი გოლები გაიტანა.
29 წლის კოლუმბიელს წარმატებული პერიოდი ჰქონდა “პორტუსა” და მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშისას, რის შემდეგაც ფალკაოთი არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა. 2013 წელს “მონაკომ” ფალკაოს შეძენისთვის 60 მილიონი გირვანქა გადაიხადა.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0