x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგონა,რომელიც ზღვის გოჭებმა გაამდიდრეს
image29 წლის ლორა მელორსმა თავის ჰობი შესანიშნავ შემოსავლის წყაროდ აქცია.


ლორა და მისი ქმარი ჯეიმსი სახლში ნამდვილად მოწყენილები არ არიან.

ხის დაფხაჭნის ხმა, თივისა და ნახერხის სუნი, პატარა თათების პაკუნი...იქ ცხოვრობს შვიდი ზღვის გოჭი:ბილი, ბობი, დათუნია ფოზი, ბრაიანი, ბო, ალფი და გიზმო.


2010 წელს გოგონა მუშაობდა მენეჯერად, ხოლო საღამოობით თავის საყვარელ პატარა ბუთხუზა მეგობრებთან, ზღვის გოჭებთან, ბრაიანთან და ბოსთან ერთად მინი-ფილმებს იღებდა.imageერთხელაც გოგონამ ვიდეო ინტერნეტში დადო და აღმოაჩინა, რომ მას 10 მილიონმა მომხმარებელმა უყურა.


ამჟამად ლორას 54 ათასი ხელისმომწერი ჰყავს YouTube-ზე.მან მიატოვა სამსახური, კიდევ რამდენიმე ზღვის გოჭი დაიმატა და წამოიწყო საკუთარი ბიზნესი.


ლორა ზღვის გოჭებისთვის ამზადებს საჭირო ატრიბუტებს..პაწია ქოხებს, საწოლებს და ინტერნეტის საშუალებით ყიდის.


ამჟამად ლორა თვეში საშუალოდ 2 000 ფუნტ სტერლინგს შოულობს.

მის ვიდეობს ზღვის გოჭებზე ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ნახულობს მთელი მსოფლიოდან Piggiepigpigs არხის მეშვეობით.

image


"ამას წინათ ლონდონში ვიყავი ცხოველების გამოფენაზე, მომიახლოვდა გოგონა და ავტოგრაფი მთხოვა, -ამბობს ლორა, -ხალხი ჩემს ზღვის გოჭებზე წერილებს მწერს, მეკითხებიან როგორ არიან ისინი...

ზაზუნების და ზღვის გოჭებისთვის განკუთვნილი ნივთები შესანიშნავად იყიდება ინტერნეტით..ბედნიერებაა, როდესაც შენი საყვარელი საქმით ხარ დაკავებული."

image


ლორას ზღვის გოჭები სხვადასხვა სახეობისაა და როგორც ჩანს მათ ძალიან უყვართ "კინოში გადაღება".

1
238
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
238
  
2015, 4 მარტი, 21:12
რაღAც პოზიტიურია
0 1 1