x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შემზარავი ინსტრუმენტები გასული საუკუნის კოსმეტოლოგიური კაბინეტებიდან, რომელთა ხილვისას თმა ყალყზე დაგიდგებათ
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს - ეს საყოველთაოდ ცნობილი დებულება გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ, თუ რა ხერხებს და ინსტრუმენტებს მიმართავდნენ კოსმეტოლოგები წინა საუკუნეებში. ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ მეოცე საუკუნეში გადაღებული 14 ფოტოსურათი სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო-ინსტრუმენტებისა, რომელთა შეხედვისას ძნელია დაიჯერო, რომ ისინი განკუთვნილია არა საწამებლად, არამედ ქალების სილამაზისათვის.


image





1.ჭორფლის გაყინვა


image


ეს სულაც არაა წამების სცენა საშინელებათა ჟანრის ფილმიდან, ოდესღაც ეს აპარატი გამოიყენებოდა ჭორფლის გასაყინად ნახშირმჟავა აირის დახმარებით. თვალები და ცხვირის ნესტორები ამ დროს იფარებოდა სპეციალური საცობებით, სუნთქვა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ პირში ჩადებული სპეციალური მილის საშუალებით.



2. გიგანტური თმის საშრობი


image

ზუსტად ასეთი გიგანტური თმის საშრობები გამოიყენებოდა სილამაზის სალონებში გასული საუკუნის 20-იან წლებში.



3. თმის დახვევა


image


ეს მოწყობილობა ჩვეულებრივი თმის სახვევია, რომელიც გერმანიაში გამოიყენებოდა გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, თუმცა ის უფრო მეტად ჰგავს შეშლილი მეცნიერის მიერ გამოგონებულ რაღაც შემზარავ მანქანას თავის ტვინზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად.



4. აპარატი მაკიაჟის კორექციისათვის


image

სილამაზის ინდუსტრიის ნოვატორმა და ლეგენდამ Max Factor-მა ეს საშინელი მოწყობილობა შექმნა მაკიაჟის სწრაფი კორექციისათვის.



5. გამთბობი ნიღაბი სახისათვის


image

1940 წელს შეიქმნა სახის ელექტრული ნიღაბი, რომელიც ათბობდა სახის კანს სისხლის მიმოქცევის გაძლიერების მიზნით და კანს აძლევდა უფრო ნორჩ და ჯანსაღ ელფერს. რა თქმა უნდა, ამ ნოვაციას უკუეფექტიც ჰქონდა-ბავშვებს საშინლად ეშინოდათ დედების, რომლებიც ამ ნიღაბს ატარებდნენ.



6. გასახდომი სავარძელი


image


გასახდომი სავარძლები ძალიან პოპულარული იყო 40-იან წლებში. თითოეულ სალონში წონასთან ბრძოლის თავისებურ მეთოდებს იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი იყო გასახდომი მანქანა, რომელიც წარმოადგენდა სპეციალურ სავარძელს, რომელიც ლითონის გორგოლაჭების დახმარებით მასაჟს უკეთებდა პაციენტს.



7. ჰელენა რუბინშტეინის ნიღბები


image

ჰელენა რუბინშტეინი სილამაზის სალონების ქსელს ფლობდა გერმანიაში, რის დახმარებითაც ის თანამედროვეობის ერთ ერთ უმდიდრეს ქალად იქცა. სწორედ მან შექმნა ეს უცნაური ნიღბები, რომლებიც კოსმეტოლოგიური პროცედურებისათვის გამოიყენებოდა.



8. მზისაგან დამცავი მოსასხამი


image

1940 -იანი წლების ბოლომდე მზისგან დამცავი კრემი არ არსებობდა და მზეზე და პლაჟზე ნებივრობის მოყვარულებს უხდებოდათ მზის მავნე გამოსხივებისაგან სხვადასხვა ხერხით დაეცვათ თავი. სწორედ ამ მიზნით გამოიყენებოდა ეს უცნაური მოსასხამი მასში ჩაკერებული მზის დამცავი სათვალით.



9. მანქანა-გორგონა


image

გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ძალიან იყო მოდაში მბრწყინავი დახვეული კულულები. ასეთი ვარცხნილობის გასაკეთებლად ქალები საათობით ისხდნენ ამ მანქანების ქვეშ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კორეის და იაპონიის ბევრი სილამაზის სალონი დღესაც წარმატებით იყენებს ამ აპარატებს.



10. ნიღაბი ლიმონისაგან


image

გასული საუკუნის შუახანებში ბევრ კოსმეტოლოგიურ სალონში მეტად პოპულარული იყო ლიმონის ნიღაბი. მხოლოდ წლების შემდეგ გამოირკვა, რომ ეს ციტრუსი ძალიან ცუდად მოქმედებს სახის კანზე და უკუეფექტს იძლევა.



11. მოდური შლიაპა


image

ეს უცნაური ჰერმეტული აგრეგატი, რომელსაც პაციენტს საგულდაგულოდ ახურავდნენ თავზე, გამოიყენებოდა სახის კანისათვის ვარდისფერი ფერის მისაცემად, რასაც აღწევდნენ თავის გარშემო ატმოსფერული წნევის დაწევით.



12. ფერიმჭამელების და მუწუკების ამოსაყვანი ტუმბოები


image

ფერიმჭამელების ამოყვანა არასოდეს არ ყოფილა კარგი იდეა. 1930-იან წლებში გამოგონებული იქნა ეს მანქანა, რომელიც პირდაპირ იტუმბავდა მუწუკებს კანიდან, თუმცა მას ერთი უარყოფითი თვისებაც ჰქინდა: სატუმბი დაბოლოებები მინისაგან იყო დამზადებული და რთული იყო წნევის კონტროლი, ამას კი ხშირად ჯანსაღი კანის დაზიანება მოსდევდა.



13. სახის დასაჭიმი რეზინის ნიღბები


image

1920-იან წლებში გამოჩნდა სახის კანის დასაჭიმი პირველი რეზინის ნიღბები, რომლებიც განკუთვნილი იყო დეფექტების აღმოსაფხვრელად.



14. "ნაბახუსევის " ნიღაბი


image

Max Factor-მა გამოიგონა ეს ნიღაბი, რომელიც "შეიარაღებული" იყო უამრავი რეზინის კუბით. ამ კუბიკებს ავსებდნენ წყლით და ყინავდნენ, შემდეგ კი ნიღაბს იკეთებდნენ სახეზე და იჩერებდნენ ყინულის გადნობამდე.


18
1589
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1589
  
2015, 7 მარტი, 16:40
ღამით მაგ მოსასხამში ჩაცმული ქალი რომ შეგხვედროდათ:D
2015, 7 მარტი, 16:38
"მზისაგან დამცავი მოსასხამი" მომეწონა :) სულ თეთრი ფერის ყოფილიყო ჯობდა.
2015, 7 მარტი, 13:23
ძალიან ცუდი შესახედაობა აქვს მართლაც :)
2015, 7 მარტი, 12:52
არა გმადლობთ ვერ გავრისკავ, ასე მგონია ტვინის ამოსაცლელი აპარატია:))
2015, 6 მარტი, 15:52
გორგონა არ გინდა?:D
2015, 6 მარტი, 15:26
კარგი სტატიაა, მაგრამ პირადად მე არც ასეთი მსხვერპლი მინდა სილამაზისთვის :))
2015, 4 მარტი, 17:24
ისედაც ლამაზი ვარ :P
2015, 4 მარტი, 17:23
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს:D
2015, 4 მარტი, 17:20
არ დავჯდები უფ :D
2015, 4 მარტი, 17:13
შენ რომ დაგსვან და ეგრე ამოგწიწკნონ ფერიმჭამელები, ნეტავ რას იტყოდი?:DD
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10