x
image
worldsport.ge
გიორგი ლორია: “დიდი სტრესი მაქვს”

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ინტერნეტპორტალ gazzetta.gr-სთან განაცხადა, რომ მის ამჟამინდელ კლუბ ბერძნულ ოფი-ს ფიფაში არ უჩივლებს, მაგრამ ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.
“სიტუაცია ცუდი კი არა, დამანგრეველია. სახლის ქირას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არ იხდიან და ზოგჯერ ცხელი წყალი არ გვაქვს. საბერძნეთის სუპერლიგა სამოყვარულო ჩემპიონატად გადაიქცა. ასეთ ვითარებაში ფეხბურთის სათამაშოდ როგორ უნდა განვეწყო? დიდი სტრესი მაქვს.
ჩემს სატელეფონო ზარებს ოფი-ს ხელმძღვანელობიდან არავინ პასუხობს. ეს კლუბი მიყვარს და ფიფაში ჩივილს არ ვაპირებ. ყველაზე ადვილი იქნებოდა, რომ ოფი მიმეტოვებინა და თბილისის “დინამოში” მევარჯიშა. მე და მერებაშვილს ოფი-ს ბედი გვაღელვებს და ვცდილობთ გამოსავალი ვნახოთ, მაგრამ არავინ გვპასუხობს. ვის დაველაპარაკოთ?
არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება ოფი-ა. მათი ღალატი არ მინდა, მაგრამ გუნდის პრობლემებში თავს მიტოვებულად ვგრძნობთ. მოთამაშეებზე არავინ ზრუნავს” – თქვა ლორიამ, რომელიც მერებაშვილთან ერთად მიმდინარე სეზონის ბოლოს ოფი-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0