x
image
worldsport.ge
ზაზას უქულო მატჩი დენვერში

imageზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" გასვლით მატჩში "დენვერ ნაგეტსთან" 95:106 დამარცხდა.
ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, ზაზამ პარკეტზე 13 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა ერთი ორქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია. ზაზამ პარკეტი უქულოდ დატოვა. ფაჩულიამ 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.
"მილუოკელთა" რიგებში 21 ქულით საუკეთესო ერსან ილიასოვა გახლდათ. ხოლო "დენვერში" იტალიელი ფორვარდი დანილო გალინარი 26 ქულით გამოირჩა.
ჯეისონ კიდის შეგირდები 32 მოგებით 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.



ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0