x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფანტასტიკური მონაცემების მქონე " Audi Q7 e-tron" ჰიბრიდული ყველგანმავალი, რომელიც 1,7 ლიტრ საწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე.

imageსენსაცია ავტომშენებლობაში, გერმანულმა კონცერნმა ჟენევის ავოსალონში გამოფენაზე წარმოადგინა გერმანული ჰიბრიდული ყველგანმავალი "Audi Q7 e-tron", მიუხედავად შთამბეჭდავი მოცულობისა და მძლავრი ძრავისა მანქანა ყოველ 100 კილომეტრში მოიხმარს 1, 7 ლიტრ საწვავს.
კაპოტის ქვეშ განთავსებულია ექვსცილინდრიანი 3, 0–ლიტრიანი დიზელის ძრავა, რომელიც პარალელურ რეჟიმში მუშაობს ელექტროძრავასთან რომელიც "ლითიუმ–იონური" აკუმულატორებით მუშაობს. ჰიბრიდული ძრავის სიმძლავრე 373–ი ცხენისძალაა.
კომპანიის ინჟინრებმა შეძლეს და მძლავრი ძრავას პირობებში მიაღწიეს ფანტასტიკურ შედეგს, მანქანა ყოველ 100 კილომეტრზე მხოლოდ 1, 7 ლიტრ საწვავს მოიხმარს. "Audi Q7 e-tron" 100კმ/სთ სიჩქარეს 6 წამში ავითარებს, ხოლო აკუმულატორების სრულ დამუხტვას მხოლოდ ორნახევარი საათი სჭირდება. მანქანას გააჩნია სრულამძრავიანი "quattro" სისტემა.
სტანდარტული ვერსიისაგან განსხვავებით გარეგნულად მანქანაში შესამჩნევია განახლებები, შეცვლილია რადიატორის ცხაურები, ჰაერმიმღებები და მსუბუქი შენადნობის 18 დუიმიანი დისკები შეიცვალა 19–დუიმიანი დისკებით.
მანქანის სალონში კომპაქტურადაა განლაგებული სანავიგაციო სისტემები და ციფრული მართვის პანელი. მონიტორზე გამოდის ზეთის მდგომარეობის, საწვავის მოხმარების, სიჩქარის და გარბენის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც მძღოლს შეუძლია შეარჩიოს ოპტიმალური და ეკონომიური სიჩქარე.
გთავაზობთ ამ ფანტასტიკური მანქანის ფოტო და ვიდეო მასალას.
imageimageimageimage







































0
134
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0